USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 21 თებერვალი?
дата:  929

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

საკუთარ თავს და შინაგან ხმას უფრო მეტად უნდა ენდოთ და უსმინოთ - ის რთული ვითარებიდან გამოსავალს დაგანახვებთ. ახალ დავალებას ნუ დათანხმებით, სანამ საკუთარ შესაძლებლობებს არ შეაფასებთ. გირჩევთ, ყველაფერს მარტივად შეხედოთ და სიტუაციის დრამატიზება არ მოახდინოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ყურადღება მოიკრიფეთ, რათა ამ დღის შესაძლებლობები არ გამოგეპაროთ. თუ გაგიმართლებთ, საკუთარი ცხოვრების შეცვლას და იმის მიღებას შეძლებთ, რაზედაც დიდი ხანია, ოცნებობთ. მთავარია, საკუთარი გეგმების ან იდეების შესახებ არავის უამბოთ. ამ დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სასარგებლო იქნება - საინტერესო აზრს მოისმენთ, რომელიც სამომავლოდ გამოგადგებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

უპირატესობა მიანიჭეთ საქმეს, რომელიც ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ ან მომავალში თქვენს კარიერაზე გავლენას მოახდენს. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, თორემ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. რთული დღეების შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ სასიამოვნო ადგილზე დაისვენოთ ან მეგობრებთან ერთად ხმაურიან წვეულებაზე გაერთოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გუნდური მუშაობით დიდი და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შეძლებთ. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას და ეცადეთ, დებატებში თავაზიანობა გამოიჩინოთ. დროა, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანს საკუთარი გრძნობების შესახებ უამბოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გირჩევთ, მუშაობაში მცირე შესვენება გამოაცხადოთ და პირად ურთიერთობებს მეტი დრო დაუთმოთ. იზრუნეთ საყვარელ ადამიანზე და შეძლებისდაგვარად, მხარი დაუჭირეთ. მცირე შეცდომების გამო ადამიანების კრიტიკას უნდა მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ შეცდომებს თავადაც უშვებთ. ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ახალ საქმეში ძალების მოსინჯვა ნუ შეგეშინდებათ, შეგიძლიათ სარისკო შეთავაზებებსაც დათანხმდეთ. პატარა თავგადასავლები სასარგებლოც კი იქნება და დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. ეცადეთ, თითოეული გადაწყვეტილება მშვიდად და აუღელვებლად მიიღოთ. ვარსკვლავები მნიშვნელოვან შეხვედრას ან მოულოდნელ შემოსავალს გპირდებიან.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეცადეთ, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ. ხელსაყრელი დღეა, რომ საჭირო კავშირები თქვენს სასარგებლო გამოიყენოთ. შეცდომების გამოსარიცხად საქმე აუჩქარებლად და ხარისხიანად უნდა აკეთოთ და ყურადღებიდან არცერთი წვრილმანი არ უნდა გამოგრჩეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დღე წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. სავარაუდოდ, ძველი მოსაწყენი საკითხების მოგვარებას და ახალი, საინტერესო საქმის დაწყებას შეძლებთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ სასურველის მისაღებად მეტი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. ურთიერთობები ემოციური სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

საკუთარი შესაძლებლობის ირწმუნეთ და შედეგის მიღწევა უფრო ადვილი იქნება. ჩანაფიქრის განხორციელებაში შეიძლება ხელი მოულოდნელმა შეფერხებებმა შეგიშალოთ, ამიტომ პრობლემებისთვის უნდა მოემზადოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სასურველი ნივთის შესაძენად სესხის აღებას მოერიდოთ და ფულის დაგროვება დაიწყოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია რთული და უსიამოვნო საკითხების გადასაჭრელად. მოჭარბებული ენერგიის დახმარებით, რთულ დავალებას დახმარების გარეშე გაუმკლავდებით. წარსული გამოცდილება და პროფესიონალების რჩევა შეცდომებს თავიდან აგაცილებთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა და გულწრფელი საუბრები მინიმუმამდე შეამციროთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ადამიანების დარწმუნების ნიჭი და პიროვნული ხიბლი საქმიანი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. შესაძლებელია გავლენიანმა ადამიანმა მოგებიანი თანამშრომლობა შემოგთავაზოთ და დაუფიქრებლად დათანხმდით. მძიმე დღის სტრესის მოხსნა ყველაზე უკეთ აუზში ცურვით ან სუფთა ჰაერზე სიარულით არის შესაძლებელი.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

საქმიანი ურთიერთობა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და მიზნის მისაღწევად უკან არ დაიხიოთ. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა - შენაძენი იმედებს ვერ გაგიმართლებთ.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати