USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 21 სექტემბერი?
дата:  3552

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ მიზანს ადვილად მიაღწიოთ - პროფესიულ მოვალეობებს სწრაფად გაუმკლავდებით და საკმარისი დრო დაგრჩებათ საქმეებისთვის, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ.

სამსახურებრივი რომანი, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. ეს საშუალებას მოგცემთ, სამომავლო გეგმებში მცირე კორექტივები შეიტანოთ.

საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს თითქმის ყველაფერში გიმართლებთ. ბედი საჩუქრებით აგავსებთ, თქვენგან მხოლოდ მადლიერებაა საჭირო. პრობლემები თავისთავად ან თქვენი მინიმალური მონაწილეობით მოგვარდება. სარისკო პროექტები მოგებას და წარმატებას მოგიტანთ.

პროფესიულ უთანხმოებებსაც შესანიშნავად დაძლევთ და გუშინდელი ოპონენტი თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდება. პირადი ურთიერთობები ჰარმონიულია, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს ბევრი მნიშვნელოვანი, მაგრამ ძალიან დამღლელი საქმე გელით. ძალების არასწორად განაწილება ბევრ პრობლემას მოგიტანთ, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. გსურთ ახლობელ ადამიანებს საკუთარი რჩევებით დაეხმაროთ, მაგრამ ამას შეიძლება კამათი და გაუგებრობა მოჰყვეს.

კირჩხიბებისთვის ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა - მათი ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ. ნუ დაიჯერებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანთან დაკავშირებულ ჭორებს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მშვენიერი დღეა ახალი საქმიანი კავშირების დამყარების და ძველის გაძლიერებისთვის. შანსი გაქვთ, სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესპროექტებს დააფინანსებს.

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო თბილი და ნდობით სავსე გახდება. შეგიძლიათ მათ საკუთარი პრობლემები გაუზიაროთ. დარწმუნებული იყავით, რომ კარგ რჩევას, მორალურ მხარდაჭერას ან რეალურ დახმარებას მიიღებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მოემზადეთ - ამ დღეს ძველ ჩვევებსა და ტრადიციებზე უარის თქმა მოგიწევთ. ახალი იდეები და მაცდური შეთავაზებები გელით. ზოგადად, პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან დატვირთული დღეა, თუმცა სწრაფი შედეგის იმედი ნუ გექნებათ.

ხელსაყრელი დღეა ოჯახური პრობლემებისა და ახლობლებს შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად. ბევრი მარტოხელა ქალწული სერიოზულად დაფიქრდება ოჯახის შექმნაზე.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

იმის გამო, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას ცდილობთ, შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციები წარმოიშვას. რჩევებს არ ითვალისწინებთ და მხოლოდ იმას აკეთებთ, რასაც თავად მიიჩნევთ საჭიროდ. ზოგჯერ ეს სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს, მაგრამ არაფრის შეცვლა არ გსურთ.

პრინციპში, თავდაჯერება გეხმარებათ, რომ რთულ სიტუაციაში არ დანებდეთ. ასე გააგრძელეთ!

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად - მიზნისკენ მიმავალ გზას სწრაფად და უშეცდომოდ პოულობთ. ზოგჯერ პირდაპირ და ხისტად მოქმედებაც კი გიწევთ, მაგრამ ამაზე არ უნდა ინერვიულოთ.

ეცადეთ, საკუთარი ქმედებები თავად აკონტროლოთ და არავის მისცეთ უფლება თქვენით მანიპულირება მოახდინოს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ხელსაყრელი დღეა კონფლიქტების მოგვარებისა და უთანხმოების დაძლევისთვის. შესაძლოა, ფარული მტრები გამოავლინოთ და საკუთარი პოზიციები გააძლიეროთ. დღის მეორე ნახევარში სავარაუდოდ, იძულებული იქნებით მოსაწყენ ადამიანებთან იკონტაქტოთ, რომლებსაც საკუთარი იდეები არ აქვთ და ცდილობენ თქვენით ისარგებლონ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ყველაფერი, რასაც ამ დღეს აკეთებთ, ყურადღებას იქცევს. შესაძლოა, ამის წყალობით ახალი მოკავშირეები და პარტნიორები, ასევე ძლიერი მფარველები იპოვოთ.

შესაძლოა, მატერიალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვაროთ და ახალი პროექტის განხორციელებისთვის თანხაც მიიღოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

რთული დღეა. ნებისმიერ საქმეში ვიღაცასთან დაპირისპირება და საკუთარი სიმართლის მტკიცება მოგიწევთ. რისკზე წასვლას უნდა მოერიდოთ, უმჯობესია სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ.

ფინანსურ საქმეებში ფხიზლად უნდა იყოთ - სულ ერთია, ეს თქვენი ფულია თუ სხვისი. ლიდერის თვისებების დემონსტრირებით შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწიოთ, თუმცა, ეს ადვილი არ იქნება. დღის მეორე ნახევარში უფროსი ნათესავების ან ძველი ნაცნობისგან შეიძლება ფინანსური დახმარება მიიღოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეცადეთ მეტი მოთმინება გამოიჩინოთ. ამ დღეს საიდუმლოს ფარდა აეხდება, მაგრამ არც ისე სწრაფად, როგორც თქვენ გსურთ. შემოსული ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავია, ამიტომ ვითარებაში გარკვევისთვის დრო გჭირდებათ.

ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისთვის. დღის მეორე ნახევარში ფიზიკურ შრომას და გადაღლას უნდა მოერიდოთ - გამორიცხული არ არის ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати