USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 21 ოქტომბერი?!
 535

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომბერისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ოცნებებმა და წარმოსახვის უნარმა შეიძლება საინტერესო იდეამდე მიგიყვანოთ, რომელსაც მოგვიანებით განახორციელებთ. ნურც თქვენი უშუალო პასუხისმგებლობების შესახებ დაივიწყებთ, რადგან თქვენი ფინანსური კეთილდღეობა ამაზეა დამოკიდებული. გამორიცხული არ არის, რომ მისტიკური თემებით დაინტერესდეთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს თქვენი კონკურენტები ეცდებიანმ ხაფანგი დაგიგონ ან დაწყებული საქმის დასრულებაში ხელი შეგიშალონ. მეგობრების დახმარება თავდაჯერებას გაგრძნობინებთ და განწყობას აგიმაღლებთ. ხოლო სრულიად უცნობი ადამიანის რჩევები პრობლემიდან გამოსავალს გიკარნახებთ. არც ფიზიკური ვარჯიშისა და დასვენების შესახებ დაივიწყოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

თუ ვინმესთან დაპირისპირებული ხართ ან თქვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდა, ეს დღე სადავო საკითხების გასარკვევად ხელსაყრელია. შესაძლოა, საყვარელი ადამიანის შესანარჩუნებლად კომპრომისზე წასვლა მოგიწიოთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება, ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს ნებისმიერი სამუშაო გაცილებით მეტ ძალისხმევას და წინააღმდეგობის დაძლევას მოითხოვს. თავდაჯერებულად იმოქმედეთ, არჩეულ კურსს არ გადაუხვიოთ და ყველაფერი გამოგივათ. დღის მეორე ნახევარში საყვარელ ადამიანების მხრიდან კრიტიკას ელოდეთ, თუმცა ემოციებს ნუ აჰყვებით - ყველა გაუგებრობა მალე მოგვარდება.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს საოჯახო საქმეებს და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით პროფესიულ საქმიანობას მოწყდებით და მთელ დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარებთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, რათა ძველმა დაავადებებმა თავი არ შეგახსენოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ადამიანებთან ურთიერთობის და მათი დარწმუნების უნარი დღეს განსაკუთრებით გაძლიერებული გაქვთ. თუ მოინდომებთ, შეიძლება ნებისმიერი ადამიანი თქვენს თანამოაზრედ და მხარდამჭერად აქციოთ. ეცადეთ, ამ შესაძლებლობით ისარგებლოთ და თქვენთვის საჭირო ადამიანთან შეხვედრა დანიშნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და იმუნური სისტემა გაიძლიეროთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

პიროვნული მომხიბვლელობა დაგეხმარებათ, რომ მიზანს მარტივად მიაღწიოთ. სასარგებლო იქნება პროფესიული მიმართულებით ცოდნის ამაღლება. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რასაც ადრე ვერ ბედავდით.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების გადაჭრის ან განხილვისთვის. სანამ საქმიან შეთავაზებას დათანხმდებით, ეცადეთ, ყველა მოსალოდნელი რისკი გაითვალისწინოთ, გამოცდილ ადამიანებს რჩევა ჰკითხოთ და პასუხი მხოლოდ ამის შემდეგ გასცეთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს მშვილდოსანს ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება შეუძლია. ეცადეთ, ამ შესაძლებლობით ისარგებლოთ და საჭირო ადამიანები თქვენს მხარდამჭერებად აქციოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სწორ კვებას და დასვენებას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი დაბალ დონეზეა. გირჩევთ, ახალი საქმის დაწყებას მოერიდოთ. გუნდური მუშაობა სასურველ შედეგს და საჭირო მხარდაჭერას მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი მიიღოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მოემზადეთ რთული და წინააღმდეგობრივი დღისთვის. სავარაუდოდ, მხარდამჭერებთან ერთად რთული საკითხების მოგვარება მოგიწევთ. თქვენი ენერგიულობა საშუალებას მოგცემთ, ყველა ამოცანას გაუმკლავდეთ და კარგი განწყობა შეინარჩუნოთ. ოჯახური ურთიერთობები ჰარმონიულია, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით, თუმცა ისწავლეთ, რომ უსიამოვნო სიახლეებს უფრო მშვიდად უნდა შეხვდეთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თუნდაც გარემოებები თქვენს სასარგებლოდ არ მეტყველებდნენ, არ უნდა დანებდეთ და მიზნისკენ სვლა განაგრძოთ. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას. უმჯობესია დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way