USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 21 ნოემბერი?
дата:  4595

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ბოლო დროს ძალიან ბევრი მუშაობა მოგიწიათ და ახლა შეგიძლიათ, საქმიანი აქტივობა შეამციროთ. გაუკეთეთ საკუთარ თავს საჩუქარი - დღე ისე გაატარეთ, როგორც გინდათ. ამ დღეს გარშემომყოფები თქვენს განწყობაზე ძალიან მოქმედებენ, ამიტომ მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობას. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არც ფიზიკური ვარჯიშისა და დასვენების შესახებ დაივიწყოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

21 ნოემბერს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა რთული იქნება - ნებისმიერ უწყინარ შენიშვნას ან ხუმრობას შეიძლება ჩხუბი მოჰყვეს. ცოტა მოითმინეთ, ხვალ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ამინდის შესაბამისად ჩაიცვით.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს შეიძლება მოულოდნელმა უსიამოვნებამ ძალიან აგანერვიულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ, მით უმეტეს, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება. აკონტროლეთ, რა ხდება თქვენ ირგვლივ, რაციონალურად იაზროვნეთ და ეცადეთ, რთული სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება, ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს პრიორიტეტული ფინანსური საკითხების მოგვარება იქნება. გადაწყვეტილებები სწრაფად, მაგრამ ფრთხილად უნდა მიიღოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს. ახლა პირად ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა დამატებით პრობლემებს მოგიტანთ, ამიტომ ყველაფერი ძველებურად დატოვეთ. ეცადეთ, სპორტული აქტივობებისთვის დრო გამონახოთ ან სუფთა ჰაერზე მაინც გაისეირნოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თუ ურთიერთობებს შეზღუდავთ და განმარტოვდებით, გაცილებით მეტი საკითხის მოგვარებას შეძლებთ და საკუთარი მუშაობის შედეგით კმაყოფილი დარჩებით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და წარსულის გახსენება სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. მარტოხელა ლომებს სამსახურებრივი რომანი ელით, რომელიც, კოლეგების გაკიცხვის და პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ახალი საქმე არ უნდა დაიწყოთ, განსაკუთრებით - რთულ და მნიშვნელოვან პროექტებს უნდა მოერიდოთ. ვარსკვლავები, ძირითადად, რუტინული სამუშაოს და მცირე დავალებების შესრულებას გირჩევენ. ყურადღება არ მოადუნოთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც თქვენს შემოსავალზე აისახება. გირჩევთ, საქმიან მოლაპარაკებებში პიროვნული ხიბლი გამოიყენოთ და თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, ეს დღე ნაყოფიერად გაატაროთ. შესაფერისი დროა, რომ დიდ და მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა დაიწყოთ. ეცადეთ, შუა გზაზე არ გაჩერდეთ - ყველაფერი, რასაც დღეს დაიწყებთ, უნდა დაასრულოთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რასაც ადრე ვერ ბედავდით.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე ისე გაატაროთ, როგორც თქვენ გსურთ და არა - გარშემო მყოფებს. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. დროა იმუნური სისტემის გაძლიერება დაიწყოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

წარმატებული მუშაობისთვის საჭიროა აქტიურ მუშაობასა და მშვიდ ემოციურ მდგომარეობას შორის ბალანსი იპოვოთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგადაა. თუ მარტოხელა ხართ და მონათესავე სულს ეძებთ, შეიძლება ვიღაც ძალიან საინტერესო ადამიანი იპოვოთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

21 ნოემბერს საყვარელ ადამიანებთან შეიძლება ურთიერთობა დაგეძაბოთ. გეჩვენებათ, რომ ახლობლები თქვენს პროვოცირებას ცდილობენ და კონფლიქტში გითრევენ. უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ თქვენი კოლეგებს უკეთ ესმით, ვიდრე ოჯახის წევრებს. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ექსპერიმენტებს მოერიდოთ და საკუთარ ცხოვრებაში არაფერი შეცვალოთ. საყვარელ ადამიანებთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოგიწევთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. დღის მეორე ნახევარი უფრო ნაყოფიერი იქნება, ასე რომ, ყველაზე რთული საკითხები საღამოსთვის უნდა შემოინახოთ..

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ნუ ინერვიულებთ, თუ თქვენი გეგმები მოულოდნელად შეიცვლება და მნიშვნელოვანი ღონისძიების გადადება მოგიწევთ. ვარსკვლავები ამით განიშნებენ, რომ მოძრაობის ვექტორი უნდა შეცვალოთ და ყურადღება სხვა საქმეებზე გადაიტანოთ. შეიძლება რომელიმე საკითხში გასარკვევად ძველი კავშირების ან ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ. სასურველია საღამო მყუდრო ოჯახურ გარემოში გაატაროთ.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати