USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 21 მარტი?
дата:  720

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის :]

ვერძი

ამ დღეს ბევრი რთული და მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, დილიდან დეტალური სამუშაო გეგმა შეადგინოთ და ფეხდაფეხ მიჰყვეთ. სანამ მთავარ საქმეს არ დაასრულებთ, წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. თქვენი პროფესიული უნარები ღირსეულად დაფასდება.

კურო

ხელსაყრელი დღეა იმ კუროებისთვის, რომლებიც სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში მხოლოდ საუკეთესო შედეგებს აღწევენ. ვარსკვლავები თქვენ გვერდით არიან - ეცადეთ, სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეცვალოთ და ამისთვის ყველა შანსი გამოიყენოთ. ემოციები აკონტროლეთ - აუცილებელი არ არის, ყველაფერზე მწვავე რეაქცია გქონდეთ.

ტყუპები

დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება გარშემო მყოფებთან ურთიერთობაზე გავლენა იქონიოს. თუ განწყობის გაფუჭება არ გსურთ, ეცადეთ, მხოლოდ დადებით თემებზე ისაუბროთ, თავაზიანი იყოთ და თანამოსაუბრეები კრიტიკული შენიშვნებით არ გაანაწყენოთ. პიროვნული ხიბლი ოპონენტების გადაბირებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ეცადეთ, დილიდან პოზიტიურად განეწყოთ. ნუ მისცემთ წვრილმანებს უფლებას, რომ განწყობა გაგიფუჭოთ. ნეგატიური განწყობა თქვენს ურთიერთობაზე რომ არ აისახოს, ამ დღეს კომუნიკაცია მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ. თუ გსურთ, რომ ყველა დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ, სასურველია ემოციები გააკონტროლოთ.

ლომი

პრობლემებით დატვირთული, დაძაბული დღეა. ეცადეთ მუშაობის დაწყებამდე ოპტიმისტურად განეწყოთ და ამოცანას დროულად გაუმკლავდებით. გაითვალისწინეთ, რომ შრომისმოყვარეობა ზოგჯერ ჯანმრთელობას აზიანებს - ტაიმაუტი აიღეთ და კარგად დაისვენეთ. ნუ დააგროვებთ საკუთარ თავში ნეგატივს, თქვენს ემოციებზე გარშემო მყოფებთან ისაუბრეთ.

ქალწული

გარემოებები თქვენ წინააღმდეგ მუშაობს, ამიტომ შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. იმედს ნუ დაკარგავთ, ეცადეთ პრობლემებს მეორე მხრიდან შეხედოთ და ოცნებისკენ მიმავალი ახალი, მოკლე გზა იპოვოთ. ემოციური ფონი ოდნავ მომატებულია, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

სასწორი

ამ დღეს ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით და თუ მოინდომებთ, შეიძლება ისეთ საქმეს გაუმკლავდეთ, რომელზედაც ადრე ვერ იოცნებებდით. პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ნებისმიერ საქმეში გიმართლებთ, თუმცა სანამ ახალს დაიწყებთ, ძველი უნდა დაასრულოთ. გირჩევთ, ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედოთ, რათა წარმატების შანსი დროულად შენიშნოთ.

მორიელი

ამ დღეს ურთიერთობაც და მუშაობაც ნაყოფიერი იქნება და დადებით ემოციებს მოგიტანთ. უფრო მეტიც - ის შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ბევრი დადებითი ცვლილების დასაწყისი გახდეს. გირჩევთ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ და ყველა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. ახალი ნაცნობები სამომავლო პროექტებში გამოგადგებიან.

მშვილდოსანი

მალე დიდი ცვლილებები გელით, რისთვისაც წინასწარ უნდა მოემზადოთ. ეცადეთ, წარმოიდგინოთ, რას ელით მომავალი ცვლილებებისგან და როგორი იქნება თქვენი ახალი ცხოვრება. ამ დღეს თქვენი შემოსავალი მხოლოდ თქვენს შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული.

თხის რქა

სავარაუდოდ, მოგონებებად ქცეული ნივთები და ძველი ნაცნობები წარსულისკენ გექაჩებიან და განვითარების საშუალებას არ გაძლევენ. ეცადეთ, წარსულს თავი დააღწიოთ და საკუთარ ცხოვრებაში სიახლისთვის ადგილი გაათავისუფლოთ. თუ შესაძლებელია, რთული საქმეების მოგვარება დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ.

მერწყული

პირად ცხოვრებაში შესაძლოა, რთული პერიოდი დადგეს. საყოფაცხოვრებო თუ პირადი პრობლემების გამო, ოჯახში კამათი და დაპირისპირება გელით, თუმცა ეს დროებითი პრობლემებია და მალე დაგავიწყდებათ. ეცადეთ, კოლეგებთან და ახლო მეგობრებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ და სულიერი სიმშვიდე დაიბრუნოთ.

თევზები

შემოქმედებით და ინოვაციურ საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტები წარმატებას და ფინანსურ ჯილდოს მოგიტანთ. გირჩევთ, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს მინიშნებებს და ალეგორიებს მოერიდოთ - შესაძლოა, ვიღაცამ არასწორად გაგიგოთ. იყავით მაქსიმალურად ღია და პირდაპირი.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати