USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 21 მარტი?!
дата:  1951

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვარსკვლავები წარმატებულ დღეს გპირდებიან - ბევრი სურვილი თქვენი მონაწილეობის გარეშე ასრულდება. აამიტომ, დღის პირველ ნახევარში უმჯობესია, პასიური მოლოდინის პოზიცია აირჩიოთ და გარშემო განვითარებულ მოვლენებში არ ჩაერიოთ. საღამოს ენერგიის დონე მოიმატებს. შესაძლებელია საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა, რამაც შეიძლება თქვენს სამომავლო გეგმებზე გავლენა მოახდინოს.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

გირჩევთ, ამ დღეს უპირატესობა მიანიჭოთ საქმეებს, რომლებშიც კარგად ერკვევით. სხვა შემთხვევაში შეცდომების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. ამ დღეს დიდი და რთული პროექტის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. გონივრულად შედგენილი, ეტაპობრივი სამოქმედო გეგმა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. სიამოვნებას მოგანიჭებთ ძველ მეგობრებთან შეხვედრა, რომლებიც მზად არიან, საინტერესო იდეები გაგიზიარონ ან რაიმე უჩვეულო პროექტი შემოგთავაზონ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ნუ აჰყვებით საკუთარ სურვილებს - ამან შეიძლება რთულ ვითარებაში ჩაგაგდოთ. სავარაუდოდ, ამ დღეს გაცემული დაპირებები არ შესრულდება. ეს გაითვალისწინეთ და ყველაფერი არ დაიჯეროთ, რაც გესმით. მალე შეიძლება დახმარება დაგჭირდეთ, ამიტომ ეცადეთ, წინასწარ გაარკვიოთ, მზად არიან თუ არა თქვენი მოკავშირეები ამისთვის. დროა, დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ და სასიამოვნო სიახლეებით გაახაროთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მომატებული ემოციური ფონის გამო ადვილად ღიზიანდებით და კამათის დროს თავის შეკავება გიჭირთ. გამორიცხული არ არის, რომ უნებლიეთ, თანამოსაუბრე შეურაცხყოთ ან პირადი საიდუმლო გასცეთ, რაც მომავალში სირთულეებს შეგიქმნით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობები შეზღუდოთ და საყოველთაოდ მიღებული წესები არ დაარღვიოთ. ეს არასასურველი კონტაქტისგან დაგიცავთ და სირთულეებს თავიდან აგაცილებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ყველაზე მეტად აჩქარება დაგაზარალებთ, ამიტომ ფრთხილად იმოძრავეთ და ეცადეთ, ყოველი ნაბიჯი გამოთვალოთ. თანამოაზრეების დახმარებით ამ დღეს დაგეგმილის დროულად განხორციელებას შეძლებთ. გირჩევთ, ნებისმიერ ცნობას ეჭვით შეხედოთ და სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველა ინფორმაცია გადაამოწმოთ - ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, რისკს უნდა მოერიდოთ. საქმიანობაში სტანდარტული, ცნობილი მეთოდები გამოიყენეთ. უმჯობესია ურთიერთობები შეზღუდოთ, მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ და, რაც მთავარია, კამათში არ ჩაერთოთ. ამ დღეს წარმოქმნილი პრობლემები არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ და გაუგებრობები, რომლებიც დღის პირველ ნახევარში წარმოიქმნება, მალე დავიწყებას მიეცემა.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

უახლოესი გარემოცვიდან ვიღაც არასწორი ინფორმაციით თქვენს მოტყუებას ცდილობს, ამიტომ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ეცადეთ, ყველა ფაქტი საგულდაგულოდ გადაამოწმოთ. ბევრ სასწორს ამ დღემ შეიძლება ნებისყოფის გამოცდა მოუწყოს. არახელსაყრელი ტენდენციების მიუხედავად, ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ და ამაში ძველი მეგობრები დაგეხმარებიან.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ახლო მეგობრებს და საყვარელ ადამიანებსაც კი არ უნდა არ უნდა მოუსმინოთ - ვიღაც ფაქტების შელამაზებას და თქვენთვის არასწორი ინფორმაციის მოწოდებას ცდილობს. დაწყებული საქმე რომ დროულად დაასრულოთ, გეგმას არ უნდა გადაუხვიოთ. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, რჩევა ძველ მეგობრებს ან გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. დროა, კარგად დაფიქრდეთ, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე აწონ-დაწონოთ და გადაწყვიტოთ, ვინ იქნება თქვენი მოკავშირე.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დღის განმავლობაში განწყობა რამდენჯერმე შეგეცვლებათ, ამიტომ ეცადეთ, გვერდით ყოველთვის ხალისიანი და დადებითად განწყობილი ადამიანები გყავდეთ. ეცადეთ მეტი ფანტაზია გამოავლინოთ და თამამი გეგმები შეადგინოთ. შემთხვევით შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ, მაგრამ სანამ გამოიყენებთ, კარგად უნდა გადაამოწმოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ვიღაცის საიდუმლოს გაგებას და რაღაც ფრაზის მნიშვნელობის ახსნას ცდილობთ, მაგრამ ამაზე დრო არ უნდა დაკარგოთ. ეცადეთ, ყურადღება იმ საქმეზე გადაიტანოთ, რომელზედაც დიდ იმედებს ამყარებთ. თუ დახმარება გჭირდებათ, კოლეგებს და მეგობრებს უნდა სთხოვოთ. შეიძლება რაღაც უჩვეულო ურთიერთობა დაიწყოს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს შეცდომის დაშვების ალბათობა მაღალია, ამიტომ ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ. გაითვალისწინეთ, რომ შეცდომა შეიძლება თქვენს პროფესიულ პოზიციაზე უარყოფითად აისახოს. დღის მეორე ნახევარში საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწევთ. ისინი ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაგიზიარებენ და სასარგებლო რჩევებს მოგცემენ. შესაძლებელია ერთობლივი კომერციული თუ შემოქმედებითი საქმიანობის დაწყება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. კრიტიკისა და უსიამოვნო შენიშვნების გარდა, ვერაფერს მოისმენთ და განწყობას დიდი ხნით გაიფუჭებთ. ამის ნაცვლად, ეცადეთ, ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ. მოერიდეთ კოლეგებთან კამათს, რათა თქვენთვის საჭირო ურთიერთობა არ დააზარალოთ. ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისთვის. ბევრი თევზი ახალ გატაცებას აღმოაჩენს, რომელიც ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати