USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 21 ივნისი?
Date:  8244

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეცადეთ ამ დღეს სახლის გარეთ მეტი დრო გაატაროთ. ახალი ადგილების მონახულების და ხანმოკლე მოგზაურობების დროს საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. განწყობა რომ აიმაღლოთ, ეცადეთ სასიამოვნო და პოზიტიურად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში იტრიალოთ. საღამოს წარმატებული შოპინგი გელით.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ადამიანებთან ურთიერთობაში გარკვეული სირთულეები გელით. სავარაუდოდ, ვიღაცას თქვენი არგუმენტების არ სჯერა და ცდილობს საპირისპირო პოზიციის უტყუარობა დაგიმტკიცოთ. ამ დღეს უმჯობესია განმარტოებით ან დისტანციურად იმუშაოთ. უარი თქვით მოძველებულ და უსარგებლო ნივთებზე ან იდეებზე, რომლებიც განვითარებაში ხელს გიშლით.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს მნიშვნელოვანია ემოციები აკონტროლოთ და გრძნობებს უფლება არ მისცეთ თქვენი ქმედებები წარმართონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. ეს რჩევა პირად და საქმიან ურთიერთობებს თანაბრად ეხება, ამ დღეს ძველი შეცდომის გამოსწორების შანსი მოგეცემათ და ეცადეთ არ დაკარგოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ყურადღება მიაქციოთ იმას, რაც თქვენს გარშემო ხდება - სავარაუდოდ, სიტყვები, მოქმედებები და გარემოებები გიკარნახებთ როგორ უნდა მოიქცეთ და რა გადაწყვეტილების მიღება ჯობია. ეცადეთ კოლეგებისა და ნაცნობების უტაქტო ხუმრობას ან პირდაპირ დაცინვას მშვიდად შეხვდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში განწყობა დიდი ხნით გაგიფუჭდებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თუ გსურთ, რომ ამ დღეს დაგეგმილი ყველა საქმე დროულად დაასრულოთ, საკითხები მათი მნიშვნელობისა და ოპერატიულობის მიხედვით უნდა დაახარისხოთ. შეგიძლიათ ზოგი საკითხის მოგვარება კოლეგას დაუთმოთ, ზოგი კი ხვალისთვის გადაიტანოთ. რომელიღაც ახლობელს თქვენი რჩევა ან მხარდაჭერა სჭირდება. იმედი არ გაუცრუოთ - ეს თქვენს თვითშეფასებას აამაღლებს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეს დღე მსუბუქი მუშაობისა და დასვენებისთვის უფრო შესაფერისია, ვიდრე მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებისთვის. საკუთარი თავისა და შესაძლებლობის რწმენა მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. გირჩევთ საყვარელი ადამიანის სურვილებსა და საჭიროებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეცადეთ მუშაობის დროს ყველა წვრილმანი თუ თავისებურება გაითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე, რომელზედაც ბევრი დრო და ენერგია დახარჯეთ, შეიძლება შეჩერდეს. გირჩევთ მთელი ყურადღება სამსახურზე და საკუთარ მოვალეობებზე გადაიტანოთ. თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზებისგან და ემოციები აკონტროლეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ახლობელი ადამიანების საქმეებსა თუ პირად ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიოთ. თუ დაწყებული საქმის წარმატებით დასრულება გსურთ, ეცადეთ შემოქმედებითად მიუდგეთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა - ნივთი, რომელსაც შეიძენთ, უხარისხო აღმოჩნდება და ძალიან მალე იმედს გაგიცრუებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ფაქტებს ან სანდო ადამიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას უნდა დაეყრდნოთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანებთან გულწრფელად ისაუბროთ და საკუთარი განცდები გაუზიაროთ. ეს თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს და თავდაჯერებას შეგმატებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ეცადეთ, ურთიერთობებში მეტი კეთილგანწყობა გამოიჩინოთ და იმ ადამიანებსაც კი მოხიბლავთ, ვინც ადრე თქვენს მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. თანამოსაუბრეზე ზეწოლის ნაცვლად, ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ და შეთანხმება შეძლოთ. ყველაზე რთული საკითხების მოგვარება ხვალისთვის უნდა გადაიტანოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მოულოდნელობა და გაუთვალისწინებელი გარემოებები საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების საშუალებას მოგცემთ. შესაძლოა, რთულ ვითარებაში აღმოჩნდეთ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გექნებათ შესაძლებლობა, რომ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ მოატრიალოთ. არ გააკრიტიკოთ საყვარელი ადამიანი - ცხოვრებაში ერთხელ ყველა ცდება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ბოლო დროს დაგროვილი ემოციური სტრესი თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ იმუნიტეტი აიმაღლოთ. ამ დღეს საკუთარი იდეებისა და გეგმების შესახებ არავის უნდა უამბოთ.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way