USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 21 ივლისი?
дата:  2792

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მთელ დღეს საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებაში გაატარებთ, თანაც უნებურად - ბევრი საქმე სხვაზე უკეთ გამოგივათ. ვარსკვლავებმა ენერგიითა და ინტელექტით დაგაჯილდოვეს, რაც რთულ ამოცანებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. უმნიშვნელო პრობლემებზე ნუ ნერვიულობთ - თუ ვინმეს თქვენი შურს, ეს მისი პრობლემაა.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს უცნობ ადამიანშიც კი შეიძლება მონათესავე სული იპოვოთ! ადამიანებს გულწრფელობითა და პირდაპირობით ხიბლავთ. გსურთ, რომ მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების წრე გააფართოოთ და ახალი ადამიანების გაცნობას ცდილობთ. კოლეგასთან ან შემთხვევით თანამგზავრთან საუბარმა შეიძლება დაგაფიქროთ და აზრის შეცვლა გაიძულოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ნუ აჩქარდებით! ყველაფრის სწრაფად კეთების სურვილი საბოლოოდ, შეცდომებთან მიგიყვანთ. გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი უნდა იფიქროთ ან რჩევა გამოცდილ ადამიანს სთხოვოთ. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვან კითხვებზე არასწორი პასუხის ფასი საკმაოდ მაღალი იქნება.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ვარსკვლავები სიძლიერის გამოვლენას გირჩევენ - ეს სასურველ შედეგს მოგიტანთ. თქვენი სიმტკიცე და პრინციპულობა გარშემო მყოფებს აიძულებს, რომ ანგარიში გაგიწიონ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვონ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეს დღეს უზღვავ ენერგიას გაჩუქებთ, რაც უზარმაზარი შესაძლებლობების გასაღებია! ამ დღეს თქვენთვის შეუძლებელი არ არსებობს, ამიტომ გირჩევთ, ეს შანსი გამოიყენოთ და საკუთარ ოცნებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავთ და პრინციპში მართალიც ხართ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მთელი ძალით ცდილობთ, რომ უცხო ადამიანებს თქვენს ცხოვრებაში შემოჭრის გზა მოუჭრათ. გარშემო მყოფების ცნობისმოყვარეობა, დახმარების თხოვნები თუ პრეტენზიები საქმის მშვიდად კეთებაში ხელს გიშლით. დღის ბოლომდე თქვენს გონებაში იმდენი დაძაბულობა დაგროვდება, რომ პატარა ნაპერწკალს შეიძლება, ძლიერი აფეთქება მოჰყვეს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს თავში უამრავი შესანიშნავი აზრი და იდეა მოგივათ. საკმარისია გონიერი მსმენელი და ადგილი იპოვოთ, სადაც ლაპარაკში ხელს არავინ შეგიშლით და თქვენი იდეებით გარშემო მყოფებს გააოცებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ზოგჯერ გარშემომყოფები ისე გაღიზიანებენ, დაუსახლებელ კუნძულზე გაქცევა გინდებათ. გეჩვენებათ, რომ უდისციპლინო და არაორგანიზებული ადამიანები მუშაობაში ხელს გიშლიან. მზად ხართ, უამრავი დრო დახარჯოთ მათ დასარწმუნებლად. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ამას ზედმეტ ძალისხმევას ანდომებთ და მართალი იქნება.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს შეიძლება რაღაც ახალს და საინტერესოს შეეჯახოთ, რაც მომავალში თქვენს ბედზე აისახება! შესაძლოა, ეს იყოს ადამიანი, ახალი ცოდნა, შთაბეჭდილება ან გრძნობა. მშვიდად ლოდინს არ აპირებთ! მზად ხართ, რომ შეუსვენებლად იაროთ საკუთარი მიზნისკენ. ცნობისმოყვარეობა თამამი და გაბედული მოქმედებისკენ გიბიძგებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცამ უსიამოვნო სიმართლე სახეში მოგახალოთ, თუმცა ეს არ დაგაბნევთ. საბრძოლოდ განწყობილი ხართ და ცდილობთ, ოპონენტი „მიწათან გაასწოროთ“ ან დაუმეგობრდეთ. გარშემო მყოფებს თქვენი გადაწყვეტილებები პარადოქსულად ეჩვენებათ, სინამდვილეში კი სიტუაციის წინასწარ გათვლა მათზე უკეთ შეგიძლიათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მზად ხართ, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ თემაზე ეკამათოთ და საკუთარი პოზიციის სიმართლე დაუმტკიცოთ. ყველა რომ გეთანხმებოდეთ, კამათის მიზეზს მაინც მონახავთ. ეცადეთ, თქვენი ბობოქარი ენერგია კონკრეტული საქმეებისკენ მიმართოთ და შედეგი იმაზე მეტად გაგახარებთ, ვიდრე საეჭვო დებატებში გამარჯვებაა.ამ დღეს ნებისმიერ საქმეს ისე ეკიდებით, თითქოს ამაზე თქვენი სიცოცხლეა დამოკიდებული. ფრთხილად იყავით! ასეთმა დატვირთვამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე იმოქმედოს. ამის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და მეორეხარისხოვანი საქმეები სამომავლოდ გადაიტანოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ნებისმიერ საქმეს ისე ეკიდებით, თითქოს ამაზე თქვენი სიცოცხლეა დამოკიდებული. ფრთხილად იყავით! ასეთმა დატვირთვამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე იმოქმედოს. ამის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და მეორეხარისხოვანი საქმეები სამომავლოდ გადაიტანოთ.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати