რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივლისისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
გირჩევთ, ამ დღეს ნაკლები იაქტიუროთ და შემდგომი მუშაობისთვის ძალები დაზოგოთ. მარტოხელა ვერძი შეიძლება საინტერესო ადამიანს შეხვდეს და დაიწყოს ურთიერთობა, რომელიც მისთვის შთაგონების წყარო გახდება. დროა, მასაჟისტთან წასვლა დაგეგმოთ. სასიამოვნო პროცედურები ენერგიის აღდგენაში და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
ამ დღეს შესაძლოა, თქვენს გარემოცვაში ახალი, საინტერესო თანამოსაუბრე გამოჩნდეს. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს - ვარსკვლავები ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი რისკის შესახებ გაფრთხილებენ. აუჩქარებლად იმოქმედეთ, რადგან სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს. კვების პროდუქტებში უპირატესობა რძის პროდუქტებს მიანიჭეთ.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
ამ დღეს შეიძლება ზოგიერთ საკითხზე შეხედულება შეგეცვალოთ, რაც საშუალებას მოგცემთ, სამყარო და საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებული რაკურსიდან დაინახოთ. ახლა ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გჭირდებათ, რადგან თქვენს შეხედულებებს ყველა არ იზიარებს. ზოგს ისინი ზედმეტად ამბიციური ეჩვენება, მაგრამ თქვენ საკუთარ წარმატებაში დარწმუნებული უნდა იყოთ.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
ამ დღეს ყველა სხვა პრობლემა უნდა დაივიწყოთ და მთელი ყურადღება ოჯახზე უნდა გაამახვილოთ. სხვა შემთხვევაში, შეიძლება საყვარელი ადამიანები ძალიან გაანაწყენოთ. თქვენი სიბრძნე და გამოცდილება დაგეხმარებათ, ოჯახის ყველაზე რთული პრობლემებიც კი სწრაფად მოაგვაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი პრინციპები და შეხედულებები დაიცვათ. ნურავის მისცემთ უფლებას, რომ თავის ჭკუაზე გატაროთ.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
სიმშვიდეს და განმარტოებას დილიდან უშედეგოდ ეძებთ. გირჩევთ, ოჯახის წევრებს აუხსნათ, რომ სამუშაო კვირის ბოლოს ძალების აღდგენისთვის მყუდრო გარემოში განმარტოება გჭირდებათ. კარგი იქნება, თუ დაძაბულობას პოზიტიური განწყობით, იუმორით და კომპლიმენტებით განმუხტავთ. ეს ურთიერთობის გაღრმავებაში და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
შესაძლოა, დილიდან შინაგანმა დაძაბულობამ და შფოთვამ შეგიპყროთ. ეს პლანეტების გავლენით ხდება. გარდა ამისა, უამრავი წვრილმანი პრობლემა გელით, რაც გაიძულებთ ყურადღება ძირითადი ამოცანებიდან მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანოთ. მეგობრებთან შეხვედრა და გულწრფელი საუბარი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და ენერგიით აგავსებთ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
დიპლომატიური უნარები და თავდაჭერილობა არა მარტო საქმიან პარტნიორებთან, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაშიც გჭირდებათ. მოთმინება გამოიჩინეთ და ოჯახის წევრებს შექმნილი ვითარების შესახებ გაღიზიანების გარეშე ესაუბრეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ურთიერთგაგებას სწრაფად მიაღწიოთ. ხელსაყრელი დროა სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებისთვის, მით უმეტეს, რომ ენერგიით სავსე ხართ.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
ეს დღე გაიძულებთ, რომ ლიდერის როლი მოირგოთ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სცენარი არ მოგწონთ, ის საშუალებას მოგცემთ, სიტუაცია აკონტროლოთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ. ეცადეთ, თქვენი მისამართით გამოთქმული უსაფუძვლო შენიშვნები და უსამართლო კრიტიკა გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ოთხ კედელში ნუ დარჩებით, ახალ ადგილებს ეწვიეთ და საინტერესო ადამიანებს დაუკავშირდით - მათგანი ერთ-ერთი მომავალში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ეცადეთ ამ დღეს ყველა სადავო საკითხი მოაგვაროთ და ოპონენტებთან კომპრომისს მიაღწიოთ. კარგი იქნება, თუ დაძაბულობას პოზიტიური განწყობით, იუმორით და კომპლიმენტებით განმუხტავთ. ეს ურთიერთობის გაღრმავებაში და შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ მოსალოდნელ რისკებს გაითვალისწინებთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
შეეგუეეთ, რომ ამ დღეს ბევრი რუტინული სამუშაო გელოდებათ. რა გაეწყობა, ზოგჯერ ისეთი რამის გაკეთება გვიწევს, რასაც კმაყოფილება არ მოაქვს. ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი გამძლეობისა და შრომისმოყვარეობის გამოცდაა. საღამოს შორიდან მოსული სიახლეები სასიამოვნოდ გაგაოცებთ. გირჩევთ, სათადარიგო გეგმა მოამზადოთ, რათა ძირითადის შეფერხების შემთხვევაში, დრო არ დაკარგოთ.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
შეიძლება შენიშნეთ, რომ ბოლო დროს მუდმივად სხვადასხვა სირთულეს და დაბრკოლებას აწყდებით. პლანეტების განლაგება გამოწვევებით სავსე პერიოდს გპირდებათ, მაგრამ მალე უსიამოვნებების წყებას უფრო ხელსაყრელი პერიოდი ჩაანაცვლებს. პირად ურთიერთობებში ეძებეთ კომპრომისები და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდეთ.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
ცხოვრება თქვენგან პირდაპირ და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს - თვისებას, რომელსაც საკუთარ თავში ვერ გრძნობთ. ამ დღეს გადაწყვეტილების მიღების საჭიროება ისე გააღიზიანებთ, როგორც არასდროს. სჯობს, ამ დღისთვის სერიოზული გეგმები არ დაისახოთ და, თუ შესაძლებელია, საქმის დასრულება სამომავლოდ გადადოთ.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.