USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 21 იანვარი?
Date:  2107

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ახალი სამუშაო კვირა ძველი საქმეების დასრულებით უნდა დაიწყოთ. ვარსკვლავები სწრაფად და ეფექტიანად მოქმედებისკენ მოგიწოდებენ. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანისგან მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. ახალი ნაცნობი მომავალში ძალიან დაგეხმარებათ, ამიტომ შეხვედრაზე უარს ნუ იტყვით.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ პარტნიორს გულწრფელად ესაუბროთ და საკუთარი პრეტენზიებიც გააცნოთ, მით უფრო, თუკი გრძნობთ, რომ გაურკვევლობა გამძიმებთ და ცხოვრებით ტკბობაში ხელს გიშლით. ამ დღის მოვლენებს თვითდინებაზე ნუ მიუშვებთ და ეცადეთ, ყველაფერი აკონტროლოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

თუ ჩანაფიქრის განხორციელება გსურთ, ყურადღებას ნუ მოადუნებთ და საკუთარ საქმეს სერიოზულად მიუდექით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრ შეცდომას დაუშვებთ და ყველაფრის თავიდან გაკეთება მოგიწევთ. ამ დღეს მარტო მუშაობა გაცილებით ნაყოფიერი იქნება. ეცადეთ ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რათა თქვენმა შენიშვნებმა შეიძლება ვიღაც არ გააღიზიანოს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გირჩევთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ და მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვარეთ, რომელთა გადადება აღარ შეიძლება. ნუ დაიზარებთ და ქაღალდზე ჩამოწერეთ ყველა იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ, ცოტა მოდუნდეთ და დაისვენოთ. მოსალოდნელია შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს თავში საინტერესო იდეა მოგივათ, რომლის განხორციელება მომავალში მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ, თუმცა ჯერ ამის დრო არ დამდგარა. თუ ყველა საქმის ერთდროულად კეთების ჩვევას არ მოიშლით, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ. სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ბევრი გადაუჭრელი პრობლემა დაგიგროვდათ, რომლებიც სასწრაფოდ მოქმედებას მოითხოვს. ეცადეთ, დღე ისე დაგეგმოთ, რომ ამოცანა დროულად შეასრულოთ. უპირატესობა ფინანსურ საქმეებს უნდა მიანიჭოთ. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო სწრაფად დაეშვებით ღრუბლებიდან, მით უფრო მალე მიაღწევთ სასურველ შედეგს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

სასურველია, ეს დღე დასვენებას და სასიამოვნო საქმიანობას დაუთმოთ. შეგიძლიათ, საკუთარ თავს პატარა საჩუქარიც მოუმზადოთ. ნუ შეგაშინებთ ცვლილებები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მალე შემოვა. თუ საქმეში დამხმარეები დაგჭირდებათ, მათზე ზეწოლას უნდა მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თანამშრომლობაზე უარს იტყვიან.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მოემზადეთ სერიოზული ცვლილებებისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მალე შემოვა. თუ ახალი იდეის განხილვა გსურთ, გამოცდილ ადამიანებს, საქმის პროფესიონალებს უნდა დაუკავშირდეთ. საერთო გეგმის ერთობლივი განხილვა მოგებიანი იქნება და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგადაა, სანერვიულო არაფერია.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს სამსახურსა თუ პირად ურთიერთობებში სასურველი შედეგის მისაღწევად ერთადერთი საშუალება ინიციატივის გამოჩენაა. ნუ ელით, რომ პრობლემებს ვინმე მოგიგვარებთ, თუ სასიკეთო ცვლილებებისთვის თავად უნდა იმოქმედოთ. საღამოს ხალხმრავალი წვეულება გელით, მაგრამ დიდხანს ნუ დარჩებით - ძალების აღსადგენად მშვიდი დასვენება გჭირდებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მოიშორეთ ყველაფერი, რაც წინსვლასა და განვითარებაში ხელს გიშლით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. ეცადეთ, უფრო ოპტიმისტურად იყოთ და საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ეს დღე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებას ცდილობს - კარგად იცით, რა გსურთ და სასურველი როგორ მიიღოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

შესაძლოა, ამ დღეს შინაგანმა ხმამ სწორი გადაწყვეტილება ან მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი გიკარნახოთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ ეცადეთ, რთულ სიტუაციებში გამბედაობა გამოიჩინოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ფრთხილად იყავით დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს და კითხვების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართეთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გამჭრიახობა და კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ, რომ ახალი შესაძლებლობებით ისარგებლოთ. ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯობია მთავარზე კონცენტრირდეთ. შესაძლებელია, შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს სამომავლო გეგმებს შეცვლიან. მშვენიერი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და რომანტიკული პაემნისთვის.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way