USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 21 აპრილი?
Date:  817

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილს:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რათა მოტყუებული არ დარჩეთ. თუ გრძნობთ, რომ თანამოსაუბრე სათქმელს ბოლომდე არ ამბობს და რაღაცას გიმალავთ, თავი შეიკავეთ პარტნიორზე ზეწოლისგან, რადგან ამას შეიძლება მოულოდნელი შედეგი მოჰყვეს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დაწყებული საქმის დასრულებისთვის ძალა არ გეყოფათ, მაგრამ ასე არაა - ყველაფერი თქვენს ხელთაა.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, უფროსთან კამათის ნუ შეგეშინდებათ. ხელსაყრელი დღეა მიმდინარე პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ახალი საქმის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ გირჩევთ, სპორტით დაკავდეთ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. დროა, პირად ცხოვრებას მეტი ყურადღება მიაქციოთ და საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს რომანტიკულ ურთიერთობებში შეიძლება უჩვეულოდ ბევრი ემოცია იყოს. სავარაუდოდ, პარტნიორისგან საინტერესო წინადადებას მიიღებთ ან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადახვალთ. მცირე უსიამოვნებები განწყობას ვერ გაგიფუჭებთ, ამიტომ შეგიძლიათ, დაწყებული საქმე მშვიდად დაასრულოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ვარსკვლავები ამბობენ, რომ ოჯახში დადებითი ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოთ. ეს შეიძლება სასიამოვნო შესყიდვები, სახლის რემონტი ან სასიხარულო სიახლე იყოს. ნაყოფიერი დღეა ფიზიკური მუშაობისთვის. არსებული პრობლემების გადასაჭრელად საკმარისი ძალა და მოტივაცია გაქვთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, რომ არახელსაყრელი ვითარებაც კი თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მშვენიერი დროა სპორტული აქტივობებისთვის, რაც თავს გაცილებით უკეთ გაგრძნობინებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს - ამ დღეს ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებთ და დროს ტყუილად დაკარგავთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

21 აპრილი კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და ბიუჯეტის განაწილებისთვის. ამ დღის ამოცანა სახლში და სამსახურში დაწყებული საქმეების დროულად დასრულებაა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. თუ შესაძლებელია, გეგმურ კვლევებზე ჩაეწერეთ. პირად ურთიერთობებში ტაქტილური კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს საინტერესო ამბები გელით, რომლებსაც დიდხანს ვერ დაივიწყებთ. ვარსკვლავები მარტოსულ ადამიანებს თავგადასავლებს, შეყვარებულებს კი რომანტიკას ჰპირდებიან. თუ ადამიანი რჩევას ან დახმარებას არ გთხოვთ, ინიციატივისგან თავი უნდა შეიკავოთ და საკუთარი დრო უფრო სასარგებლოდ გამოიყენოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

გირჩევთ, ურთიერთობაში საზღვრები დააწესოთ და ჩამოყალიბდეთ, რა არის თქვენთვის მისაღები და რა არა. ეს მომავალში უამრავ პრობლემას და უხერხულობას აგაცილებთ თავიდან. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოთ. მოუცლელობით თავს ყოველთვის ვერ გაიმართლებთ. დატვირთული კვირის ბოლოს სრული უფლება გაქვთ, თავი გაინებივროთ - ბოლოს და ბოლოს, ეს დაიმსახურეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეთ. კარგი იქნება, თუ მეგობრის რჩევას დაუჯერებთ და საღამოს იმ ადგილს ეწვევით, სადაც არასოდეს ყოფილხართ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თუ გსურთ, მენეჯმენტის შექება დაიმსახუროთ, თავი მთლიანად სამსახურს უნდა მიუძღვნათ. შესაძლოა, ამ დღეს რაღაც ისეთი გააკეთოთ, რაც გარშემო მყოფებს გააოცებს და კმაყოფილებას მოგიტანთ. იყავით მომთმენი და ნუ ეცდებით, საკუთარი სიმართლე ძალით დაამტკიცოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მშვენიერი დროა შვებულების დასაგეგმად. შეგიძლიათ წინასწარ ბილეთებიც კი შეიძინოთ. სიფრთხილით მოეკიდეთ ნებისმიერ ინფორმაციას, რადგან ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება. ბედმა შეიძლება კონკურენტების დამარცხების შანსი მოგცეთ, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეცადეთ, რეალობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. იქნებ ის, რაზეც ოცნებობთ, ძალიან ახლოსაა, მაგრამ ვერ ამჩნევთ. ამ დღეს არცერთ გადაწყვეტილებას არ ინანებთ. საკუთარ თავს და საჭიროებებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. აუცილებელი არ არის, რომ საკუთარი სურვილები გარშემო მყოფებს შეუთანხმოთ და მათგან ნებართვა ითხოვოთ.

analytics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way