USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 21 აგვისტო?!
 722

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დღის დასაწყისი რთული იქნება. მათთანაც კი უთანხმოება გელით, ვისიც ყოველთვის კარგად გესმოდათ. ვიღაც ძველ წყენას გაიხსენებს და ვითარებას ეს უფრო დაამძიმებს. ეცადეთ ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილოთ, სადაც ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული - ამ გზით წარმატების მიღწევის მეტი შანსი გაქვთ.
გირჩევთ საღამოს ქალაქგარეთ გასვლა დაგეგმოთ - გარემოს შეცვლა განწყობას გააუმჯობესებს და შთაგონებით აგავსებთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

შეიძლება, რომ სიმტკიცისა და მონდომების წყალობით, რომელსაც დღეს გამოავლენთ, სასურველ შედეგს მიაღწიოთ. ინტუიცია გკარნახობთ, სწრაფად როდის იმოქმედოთ და როდის უნდა გააკეთოთ პაუზა, რომ ინიციატივა სხვებს დაუთმოთ.
თქვენ იპოვით გზას, თუ როგორ გააძლიეროთ საქმიანი კავშირები და მოიპოვოთ იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. პირად პრობლემებს სწრაფად აგვარებთ. არც საკუთარ თავს და არც სხვებს არ ატყუებთ და ამჩნევთ იმას, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ. ადრე თუ გვიან ეს წარმატებას მოგიტანთ, ასე გააგრძელეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს ფიქრიდან მოქმედებაზე გადასვლას არ ჩქარობთ. გირჩევნიათ მოვლენების განვითარებას დააკვირდეთ, ვიდრე მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოთ. ეს მცდარი მიდგომაა - შეიძლება მოგვიანებით ინანოთ, რომ არ იაქტიურეთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ნელ-ნელა უმჯობესდება. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის რომანტიკულიც. ზოგი ტყუპები საყვარელი ადამიანისთვის ნამდვილი დღესასწაულის მოწყობას შეძლებს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევის და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა მოგიწევთ. მალე საშუალება გექნებათ, რომ თავისუფალ გარემოში, მხიარულ შეხვედრაზე სერიოზული საკითხები განიხილოთ. თანამოსაუბრის განწყობას ადვილად ხვდებით და საერთო ენას არაკეთილგანწყობილ ადამიანებთანაც კი ადვილად პოულობთ.ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

სასიამოვნო შეხვედრებისა და საინტერესო საუბრების დღეა. გამორიცხული არ არის, რომ ახალი მოკავშირეები იპოვოთ და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი და წარმატებული შესყიდვები.
ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენელი შემოსავლის ახალ წყაროს იპოვის. პირად ურთიერთობებში თავს ეჭვიანობა იჩენს და თქვენ მიმართ ნდობას შეამცირებს. ეცადეთ თქვენი ერთგულების დამადასტურებელი არგუმენტები იპოვოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ურთიიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. დამხმარეებისა და თანამოაზრეების პოვნას ადვილად ახერხებთ და არც ახალ ნაცნობებთან ერთობლივი ქმედებების შეთანხმება გიჭირთ.
მოსალოდნელია მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობის დაწყება. სახლში გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელი. მაგალითად, შეიძლება საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაფუჭდეს და დაუგეგმავი შესყიდვები მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნება, რომ ძალები აღიდგინოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. თუ საკუთარ სიმართლეში ვინმეს დარწმუნებას ცდილობთ, ამ დღეს აუცილებლად გამოგივათ. ეცადეთ ეს დღე ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ამ დღეს ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

სიმართლეს ყოველთვის შეულამაზებლად ამბობთ და მოსალოდნელი შედეგები არ გაღელვებთ. თუ გარშემო მყოფები სხვას ასეთ პირდაპირობას არ პატიობენ, თქვენთან პრეტენზიები არ აქვთ. უფრო მეტიც, თქვენი პირდაპირობა ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენს. ამის წყალობით გავლენიან მოკავშირეებს იპოვით, რომელთა მხარდაჭერის შედეგად მალე დიდ წარმატებას მიაღწევთ.
ახლობელი ადამიანის სიტყვების ან საქციელის მიხედვით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ - შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

გირჩევთ, დღის პირველი ნახევარი ფინანსური და ქონებრივი საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენოთ. რაც შეეხება ფულთან, ძვირფას ნივთებთან და ზოგადად, მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ მიმართულებით მხოლოდ ინტუიციას უნდა ენდოთ. ბევრი მშვილდოსანი შემოსავლის ახალ წყაროს იპოვის. მოსალოდნელია ხელსაყრელი შეთავაზებები. გირჩევთ, საქმიანი და პირადი ურთიერთობები ერთმანეთში არ აურიოთ - ამას შეიძლება დიდი პრობლემები მოჰყვეს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ხელსაყრელა, მაგრამ მოუსვენარი დღეა. ხანდახან გეჩვენებათ, რომ ყველაფრის მოსასწრებად ათას ნაწილად უნდა გაიყოთ. საბედნიეროდ, სიტუაცია ასეთ მსხვერპლს არ საჭიროებს, თუმცა გარკვეული ძალისხმევა მაინც მოგიწევთ. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, მოახერხებთ თუ არა პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას.
ეცადეთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი სწორად და სასარგებლოდ გამოიყენოთ. იზრუნეთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მთლიანობაში, კარგი დღეა, მაგრამ ნაჩქარევ და დაუფიქრებელ მოქმედებას უნდა მოერიდოთ. სასურველი შედეგის მიღწევას მხოლოდ კარგად გააზრებული და დაგეგმილი საქმე მოგიტანთ. ნუ მისცეთ გარშემო მყოფებს უფლებას, რომ აგაჩქარონ და ერიდეთ მანიპულატორებს, რომლებიც თქვენზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.
ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. თვენთან დაახლოებას ბევრი ცდილობს, მაგრამ მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც თქვენს დაზარალებას ცდილობს. უსმინეთ თქვენს ინტუიციას - მისი მინიშნებები დაგეხმარებათ შეცდომები თავიდან აიცილოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

მარტივი წარმატებებისა და სწრაფი გამარჯვებების დღეა. იმას, რაც სხვებს არ გამოსდით, ადვილად უმკლავდებით, მაგრამ თქვენი არავის შურს, პირიქით, ადამიანებს თქვენი წარმატებები გულწრფელად ახარებთ. ფინანსური პრობლემები, რომლებიც ამ ბოლო დროს გაწუხებთ, წარმატებით მოგვარდება და შესაძლოა, საოცნებო ნივთიც იყიდოთ.

თბილისი
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.