USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 20 თებერვალი?
 948

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
დღის მოვლენები: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროა, მაგრამ ნუ იჩქარებ – სჯობს, ყველაფერი დაფიქრდე.
ოჯახი: შეიძლება ცოტა დაძაბულობა იგრძნო, თუმცა მცირე კომპრომისი დიდ შედეგს მოიტანს.
ბიზნესი: ფინანსური საკითხების გადაჭრა უფრო გონივრულ მიდგომას მოითხოვს.

სიყვარული: ურთიერთობებში გაუგებრობებია, მაგრამ პირდაპირი საუბარი ყველაფერს გაარკვევს.
კარიერა: ახალი შესაძლებლობები ჩნდება, თუმცა სიფრთხილე არ გაწყენდა.
სამსახური: კოლეგებთან ურთიერთობა უმჯობესდება, რაც შენს პროდუქტიულობას გაზრდის.


კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
დღის მოვლენები: ენთუზიაზმი გაქვს, მაგრამ ნუ გადააჭარბებ – ზომიერება გჭირდება.
ოჯახი: ახლობლებთან უფრო მეტი დრო გაატარე, ეს შენთვისაც სასარგებლოა.
ბიზნესი: ფული სიფრთხილით მართე – ზედმეტ ხარჯებს მოერიდე.

სიყვარული: პარტნიორთან მცირე გაუგებრობა მოსალოდნელია, მაგრამ გულწრფელობა ყველაფერს მოაგვარებს.
კარიერა: ამბიციური იდეები გაქვს, მაგრამ ჯერ შესრულებაზე იფიქრე.
სამსახური: შეიძლება უფროსთან დისკუსია გქონდეს, ეცადე არგუმენტირებულად ისაუბრო.


ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
დღის მოვლენები: დღის განმავლობაში განწყობა გეცვლება, მაგრამ საღამოს ყველაფერი დალაგდება.
ოჯახი: ნათესავებთან საერთო ენის გამონახვა გაუადვილდება.
ბიზნესი: პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერების დროა.

სიყვარული: ახალი ნაცნობობა ბევრ რამეს შეცვლის, მაგრამ ნუ აჩქარდები.
კარიერა: იდეების განხორციელებისთვის დრო უნდა გამოინახო.
სამსახური: კოლეგებთან ურთიერთობა დაძაბულია, მაგრამ სიტუაცია გამოსწორდება.


კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
დღის მოვლენები: ემოციური დღეა, მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებ.
ოჯახი: ოჯახის წევრები შენს მხარდაჭერას საჭიროებენ.
ბიზნესი: ინვესტიციები ახლა არ არის საუკეთესო იდეა.

სიყვარული: თბილი ურთიერთობები შენს ხასიათზე დადებითად აისახება.
კარიერა: რაღაც არ გამოდის, მაგრამ სჯობს, მოთმინება შეინარჩუნო.
სამსახური: ზედმეტ დეტალებზე ნუ ჩაციკავდები – მთავარს მოეჭიდე.


ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
დღის მოვლენები: ენერგია გაქვს, მაგრამ ფუჭად ნუ დახარჯავ.
ოჯახი: შენზეა დამოკიდებული, რამდენად ჰარმონიული იქნება დღეს ყველაფერი.
ბიზნესი: შენს სიტყვებს წონა აქვს – გამოიყენე გონივრულად.

სიყვარული: ინიციატივა გამოიჩინე, თუ რამე გინდა – ხმამაღლა თქვი.
კარიერა: შენი ძალისხმევა ბოლოს მაინც დაფასდება.
სამსახური: ახალი პროექტი ბევრ შესაძლებლობას მოგცემს.


ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
დღის მოვლენები: ბევრი რამ გადაგივლის თავზე, მაგრამ ყველაფრის გადაჭრას შეძლებ.
ოჯახი: შესაძლოა, ნათესავებისგან მოულოდნელი სიახლე გაიგო.
ბიზნესი: დოკუმენტებთან დაკავშირებული სიფრთხილე არ გაწყენდა.

სიყვარული: რომანტიკას მეტი დრო დაუთმე – დაგიფასდება.
კარიერა: გონივრული ნაბიჯები წინ წაგწევს.
სამსახური: მცირე ცვლილებები შენს სასარგებლოდ იმუშავებს.


სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
დღის მოვლენები: გეგმები შეიცვლება, მაგრამ ეს შენს სასარგებლოდ იქნება.
ოჯახი: მეტი სიმშვიდე შეინარჩუნე ოჯახურ საკითხებში.
ბიზნესი: ახლა გადამწყვეტი მომენტია – იმოქმედე გონივრულად.

სიყვარული: პატარ-პატარა გაუგებრობები ურთიერთობებში მოსალოდნელია.
კარიერა: პროექტი, რომელშიც ჩართული ხარ, განვითარებას დაიწყებს.
სამსახური: ყურადღება მიაქციე დეტალებს, შეცდომების თავიდან ასარიდებლად.


მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
დღის მოვლენები: შეიძლება რაღაცის დათმობა მოგიწიოს, მაგრამ სამომავლოდ ეს კარგი იქნება.
ოჯახი: ოჯახური საქმეები მოგთხოვს ჩართულობას.
ბიზნესი: ინოვაციური იდეები შეიძლება მოგებაზე აისახოს.

სიყვარული: ახალ ნაცნობობას დიდი პერსპექტივა აქვს.
კარიერა: შენი ნიჭი დასაფასებელი გახდება.
სამსახური: არ ინერვიულო, ყველაფერი ისე აეწყობა, როგორც საჭიროა.


მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
დღის მოვლენები: ინსპირაციის მოზღვავებას იგრძნობ.
ოჯახი: ოჯახთან დროის გატარება გაგახარებს.
ბიზნესი: პარტნიორული ურთიერთობები განვითარდება.

სიყვარული: შესაძლოა, დიდი ცვლილებები გელოდოს.
კარიერა: პროფესიული წინსვლა აშკარაა.
სამსახური: მეტი ენთუზიაზმი გამოიჩინე და შედეგი არ დააყოვნებს.


თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
დღის მოვლენები: სერიოზული საკითხები მოითხოვს გადაჭრას.
ოჯახი: ოჯახის წევრების რჩევას ნუ უგულებელყოფ.
ბიზნესი: კონკურენცია იმატებს, მაგრამ მზად ხარ.

სიყვარული: მეტი გულწრფელობა გჭირდება.
კარიერა: დროა, ნაბიჯი წინ გადადგა.
სამსახური: ვალდებულებები მოიმატებს, მაგრამ გაძლებ.


მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
დღის მოვლენები: ენერგია გაქვს, მაგრამ მისი სწორად გამოყენება უნდა იცოდე.
ოჯახი: შეიძლება პატარა კამათი მოხდეს, მაგრამ მალე განიმუხტება.
ბიზნესი: შესაძლოა, ახალი თანამშრომლობა დაიწყოს.

სიყვარული: საინტერესო ადამიანი გამოჩნდება.
კარიერა: შენი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს.
სამსახური: მეტი პასუხისმგებლობა მოგეთხოვება.


თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
დღის მოვლენები: ბევრი ფიქრი მოგიწევს, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იქნება.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დაგამშვიდებს.
ბიზნესი: საბუთებთან მეტი სიფრთხილე გმართებს.

სიყვარული: საინტერესო შეხვედრა გელოდება.
კარიერა: შენი უნარები დაფასდება.
სამსახური: სიახლეები კარიერულ წინსვლას მოიტანს.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way