USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 20 თებერვალი?
дата:  4570

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. კარგი განწყობა სწრაფად და მარტივად მიღწევაში დაგეხმარებათ. მარტოხელა ვერძს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი რომანტიკული შეხვედრა ელის. გირჩევთ, საღამოს საკუთარ თავს პატარა საჩუქარი გაუკეთოთ და რაღაც ლამაზი შეიძინოთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს - ეს სიტუაციის სწორად შეფასებაში დაგეხმარებათ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თუ არ იზარმაცებთ და დროს უსარგებლო საუბრებში არ დაკარგავთ, თქვენი გულმოდგინება დაფასდება. დროა, დაიწყოთ რთული და უსიამოვნო საქმე, რომელსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავდით. გაუზიარეთ საკუთარი აზრები პროფესიონალ ადამიანებს და მათგან შეიძლება სასარგებლო რჩევა ან თანამშრომლობის შეთავაზებაც კი მიიღოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გირჩევთ, დილიდან განწყობის ამაღლებაზე იზრუნოთ - საქმის შედეგი დიდწილად ამაზეა დამოკიდებული. დატვირთული განრიგის გამო ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის დრო არ გრჩებათ და ამის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს - ეს სიტუაციის სწორად შეფასებასა და შეცდომების აცილებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს მტკიცედ და თავდაჯერებულად უნდა იმოქმედოთ და საკუთარ პრინციპებზე უარი არ თქვათ. შანსი ფაქვთ, რომ დიდი ხნის ოცნება აისრულოთ ან მნიშვნელოვნად მიუახლოვდეთ. როგორი მაცდურიც არ უნდა ჩანდეს, შეთავაზებას ნუ დათანხმდებით, სანამ ყველა რისკს არ შეაფასებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ უამრავი შეცდომის გამოსწორება მოგიწევთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ბევრი მოკავშირე გამოგიჩნდებათ - ადამიანები, ვისთვისაც მიბაძვის მაგალითი ხართ. ოპტიმიზმის და ენერგიის დამსახურებით ურთულეს დავალებებს სწრაფად და წარმატებით ასრულებთ, თუმცა შეცდომა რომ არ დაუშვათ, ჯობს, მოვლენებს სხვა კუთხიდან შეხედოთ. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ სხვების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ქალწულებისთვის იღბლიანი დღეა. ასე რომ, გარისკვა და ავანტიურებში მონაწილეობაც კი შეგიძლიათ. მოგებას თუ არა, საინტერესო გამოცდილებას მიიღებთ და გაერთობით. ზედმეტად ემოციური ქცევა მუშაობაში ხელს გიშლით, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თქვენი ინიციატივით შეიძლება ოდესღაც გაწყვეტილი ურთიერთობა აღდგეს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

თქვენი ენთუზიაზმი და გახსნილობა პროფესიულ საქმიანობაზე დადებითად აისახება და მოკავშირეებს გაპოვნინებთ. სასიყვარულო ურთიერთობები შეიძლება გაძლიერდეს და შემდეგ დონეს მიაღწიოს. ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა შეცდომებს თავიდან აგაცილებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს იღბალი თქვენს მხარეზეა. გირჩევთ, ამით ისარგებლოთ და მნიშვნელოვანი საქმე დაიწყოთ ან დამატებითი ფულის წყარო იშოვოთ. პატარა რომანტიკული თავგადასავალი თვითშეფასების ამაღლებაში დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება და ვარსკვლავების კეთილგანწყობა ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ, რასაც ხელს მოჰკიდებთ, ეცადეთ, ამ შესაძლებლობით ისარგებლოთ. გასული დღეების დაღლილობა თავს იჩენს, ამიტომ საღამოს ძალების აღდგენაზე უნდა იზრუნოთ. რომანტიკული პაემანი გელით. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ოჯახს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ეცადეთ, ყველაზე ახლობელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოთ. პროფესიულ საქმიანობაში გამოცდილი ადამიანების აზრი დაგეხმარებათ. ნებისმიერ საქმეში, რომელიც ფულს და ქონებას ეხება, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - არსებობს შეცდომის დაშვების რისკი, რომელსაც უსიამოვნო შედეგები მოჰყვება.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

გადაწყვეტილებებს იმპულსურად ნუ მიიღებთ - მოფიქრებისთვის დრო უნდა ითხოვოთ. ახლა ყველაზე მეტად გარემოს შეცვლა გჭირდებათ, ამიტომ შეგიძლიათ, ცოტა ხნით საქმე დაივიწყოთ და გაერთოთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბულობა. შესაძლოა, პარტნიორის მიმართ პრეტენზიები გაგიჩნდეთ, თუმცა ეს დროებით სირთულეებია და მალე თავისთავად მოგვარდება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დამატებითი შემოსავალი იშოვოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პირად ურთიერთობებში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ და საკუთარ გრძნობებსა და სურვილებზე ღიად ისაუბროთ. დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати