USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 20 სექტემბერი?
дата:  3531

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან, მაგრამ თუ ყველა საქმის ერთდროულად კეთების ჩვევას არ მოიშლით, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ. სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ.

დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ და დაისვენოთ. მოსალოდნელია შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

სავარაუდოდ, ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეს ან ღირებულ ინფორმაციას შეიტყობთ, რაც ფინანსური შემოსავლის მიღებაში ან პროფესიული საკითხების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ.

საღამოს საშუალება გექნებათ, საყვარელ ადამიანებთან დრო სასიამოვნოდ გაატაროთ და ოჯახის წევრებს სასიხარულო სიურპრიზი მოუწყოთ. ეცადეთ დაუგეგმავ ფულის ხარჯვას მოერიდოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ხელსაყრელი დღეა პრაქტიკული საკითხებისა და ამოცანების გადასაჭრელად. რაც უფრო სწრაფად დაეშვებით ღრუბლებიდან, მით უფრო მალე მიაღწევთ სასურველ შედეგს. შეწყვიტეთ წარსულის შეცდომებზე ფიქრი - ახლა თვითკრიტიკა არ გამოგადგებათ.

ბევრ ტყუპს მოუწევს ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც არ მოსწონს. სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ დაღლას პრაქტიკულად ვერ გრძნობთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს სამსახურში თუ პირად ურთიერთობებში სასურველი შედეგის მისაღწევად ერთადერთი საშუალება ინიციატივის გამოჩენაა. ნუ ელით, რომ პრობლემებს ვინმე მოგიგვარებთ, თუ სასიკეთო ცვლილებები გსურთ, თავად უნდა იმოქმედოთ.

საღამოს ხალხმრავალი წვეულება გელით, მაგრამ დიდხანს ნუ დარჩებით - გახსოვდეთ, რომ ძალების აღდგენისთვის მშვიდი დასვენება გჭირდებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ - მათგან ძალიან ბევრს ელით ან ძალიან ცოტას იღებთ, მაგრამ შედეგით ყველა უკმაყოფილოა. საყვარელ ადამიანებთან პრობლემების მოგვარებას ძვირფასი საჩუქრებით ნუ ეცდებით - თქვენგან რაღაც ბევრად უფრო სერიოზულს ელიან.

მიზანსწრაფულობა არაკეთილსინდისიერ ადამიანებზე გამარჯვებაში გეხმარებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ხელსაყრელი დღეა რთული პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად. შანსი გაქვთ, რომ ოპონენტებთან საერთო ენა იპოვოთ და კონკურენტები მხარდამჭერებად აქციოთ.

ეს დღე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. კარგად იცით, რა გსურთ და სასურველი როგორ მიიღოთ. დაუგეგმავი მოგზაურობა სასიამოვნო იქნება და დიდხანს გემახსოვრებათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

თავდაჯერება პოზიციების გამტკიცებაში დაგეხმარებათ. ნუ დანებდებით, თუნდაც მოვლენები თქვენთვის არასახარბიელოდ განვითარდეს. შეიძლება ფულთან ან ქონებასთან დაკავშირებით სირთულეები წარმოიშვას. ფრთხილად იყავით დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს და კითხვების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართეთ.

ხელსაყრელი დღეა საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლისთვის, ასევე საქმიანი მოლაპარაკებებისა და ახალი ნაცნობობისთვის.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ბევრი კითხვა და პრობლემა, რომლებიც ადრე გაწუხებდათ, მოულოდნელად ძალიან მარტივად და სწრაფად მოგვარდება. გამორიცხული არ არის, რომ თქვენ წინაშე სრულიად ახალი პერსპექტივები გაიხსნას. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ, წარმატებისთვის საჭირო ყველა თვისება და უნარი გაქვთ.

მშვენიერი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და რომანტიკული პაემნებისთვის.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეს დღე უამრავ პრობლემას და ბუნდოვან სიტუაციას უკავშირდება, თუმცა სასიხარულო მოვლენა განწყობას გაგიუმჯობესებთ. ამ დღეს მხოლოდ მშვიდი საქმე უნდა აკეთოთ, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს.

თქვენს საქმეებში სხვა ადამიანები ხშირად ერევიან, თანაც არა მარტო ახლობლები, არამედ უცნობებიც. ეს დიდხანს გაგაღიზიანებთ, სანამ, ბოლოს და ბოლოს, არ შეეგუებით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისთვის, ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობისა და ოჯახური წვეულებებისთვის. თქვენი პიროვნული თვისებები უამრავ ადამიანს იზიდავს, ამიტომ მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად სერიოზული იქნება და რამდენი ხანს გაგრძელდება ის. სამსახურში მოსალოდნელია დაწინაურება და ხელფასის მომატება.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ახლობელ ადამიანებზე იზრუნოთ და ძვირფას ადამიანებს დაეხმაროთ. სავარაუდოდ, ძალებს ახალ სფეროში მოსინჯავთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით. ხელსაყრელი დღეა სწავლისთვის - ნებისმიერ ინფორმაციას ადვილად ითვისებთ.

ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში არ გარისკოთ, ახლა ამის გაკეთება არ შეიძლება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ხელსაყრელი დღეა პროფესიული საკითხების განსახილველად. ზოგი თევზი კონკურენტებთან შეთანხმება შეძლებს. მენეჯმენტთან და ბიზნესპარტნიორებთან კონფლიქტიც წარსულს ჩაბარდა.

ამ დღეს მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებს მოიტანს. ამ დღეს დასკვნების გამოტანა არ უნდა იჩქაროთ - უმჯობესია, სიტუაციის განვითარებას დააკვირდეთ.

Тбилиси
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати