USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 20 მაისი?
Date:  4000

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღის მოვლენები თქვენგან ყურადღებას და წინდახედულობას მოითხოვენ. აჩქარებამ შეიძლება საბოლოო შედეგი დააზიანოს, ამიტომ ეცადეთ საქმეს მშვიდად და აუჩქარებლად მიჰყვეთ. გაუგებრობას შეიძლება არასასურველი შედეგები მოჰყვეს, ამიტომ საკუთარი აზრები მკაფიოდ და ყველასთვის გასაგებად უნდა გამოხატოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მნიშვნელოვანი სამუშაოს მიუხედავად, ეცადეთ დასვენებისთვის დრო გამონახოთ. ახლა ყველაზე მთავარია ემოციური განტვირთვა და ძალების აღდგენა. ეცადეთ, სამუშაოს დასრულების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში მეგობრებთან ერთად ბუნებაში განმარტოვდეთ. ახალი საქმის დაწყებისთვის ჯერჯერობით არახელსაყრელი დროა.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ნუ ცდილობთ, რომ ახლობლებისგან დახმარება ზეწოლის გზით მიიღოთ. მათი კეთილგანწყობის მოპოვებას პიროვნული ხიბლის დახმარებით უფრო შეძლებთ. სასურველია, რომ ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ და სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეცადეთ, რომ საქმეს, რომელიც დადებითი ემოციებით გავსებთ და ძალიან მოგწონთ, მეტი დრო დაუთმოთ. სასურველია, რომ დღის მეორე ნახევარში ყოფითი საკითხებით დაკავდეთ. მაგალითად, ავეჯი გადააადგილოთ ან მცირე რემონტი დაიწყოთ. ძველ მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

სადავო საკითხები შეიძლება ჩხუბის გარეშე, მოლაპარაკებების გზით მოაგვაროთ და სასურველი შედეგი მიიღოთ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ და გარშემო მყოფებთან რაც შეიძლება მეტი კონტაქტი დაამყაროთ. საყვარელი საქმის კეთება თქვენს კეთილდღეობაზე დადებითად აისახება და კარგ ხასიათს დაგიბრუნებთ.

 ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ქალწულებისთვის ურთიერთობა ადვილი და ნაყოფიერი იქნება. ადამიანებთან საუბარი საჭირო ინფორმაციის მიღებასა და საკუთარი იდეების გავრცელებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ისეთი რაღაც გაიგოთ, რაც ახალი, საინტერესო პროექტის საფუძველი გახდება. თუმცა, ჯერჯერობით ამ გეგმის განხორციელების დრო არ დამდგარა, ცოტა უნდა დაიცადოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ცვალებადი და დატვირთული დღეა. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. ბევრ სასწორს გეგმების შეცვლა ან დაგეგმილი შეხვედრების გაუქმება მოუწევს. ახლად გაცნობილმა ადამიანმა შეიძლება თქვენს კარიერაზე გავლენა მოახდინოს და დაწინაურებაში დაგეხმაროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ხმაურიან წვეულებებს და ხალხმრავალ ადგილებს უნდა ერიდოთ. გარშემო მყოფები ყურადღებას გიფანტავენ და მუშაობაში ხელს გიშლიან, მარტოობა და ინდივიდუალური მუშაობა კი საჭირო შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. გაათავისუფლეთ სივრცე თქვენ ირგვლივ, გადაყარეთ ძველი ნივთები და მოიშორეთ უარყოფითი ემოციები. დროა იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნოთ და პროფილაქტიკური მკურნალობა დაიწყოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მეგობრების გარემოცვაში გატარებული დღე დადებითი ემოციებით აგავსებთ და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. მალე საინტერესო და მოგებიანი შესაძლებლობები გაჩნდება, რაც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. სპორტული ვარჯიში და ჰაერზე სეირნობა თავს გაცილებით უკეთ გაგრძნობინებთ.

 თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გირჩევთ საყვარელ ადამიანებს თქვენზე ზრუნვის უფლება მისცეთ. უსიამოვნო შემთხვევამ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ არ დანებდეთ. შეხვდით და ესაუბრეთ ახალ ადამიანებს - ეს საჭირო საქმიანი კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მშვენიერი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, თუნდაც თქვენი გეგმა სარისკო იყოს - ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე უფრო ნაყოფიერი იქნება, ამიტომ პრობლემების დროს შეგიძლიათ დახმარება მეგობრებს ან კოლეგებს სთხოვოთ. პირად ურთიერთობებში გარკვეული სირთულეებია მოსალოდნელი. ეცადეთ, საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

მეგობრების და ახლობლების დახმარებით ამ დღეს ნებისმიერ პრობლემას წარმატებით გაუმკლავდებით. გირჩევთ წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ და ყურადღება გაამახვილოთ საქმეზე, რომელსაც შეუძლია თქვენი შემოსავალი გააორმაგოს.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way