USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 20 ივნისი?
дата:  8069

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ყველაზე კარგად უსიამოვნო ან მოსაწყენი საქმეების კეთება გამოგდით, რომლებსაც ადრე თავს არიდებდით. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა თანდათან იძაბება - თანამოსაუბრე შეიძლება უხეშობით ან უსამართლო კრიტიკით გაანაწყენოთ. ამ დღეს გუნდურ მუშაობას ინდივიდუალური ჯობს.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

გირჩევთ რთული დ მნიშვნელოვანი საქმეების კეთება ხვალისთვის გადადოთ და ეს დღე ძველი საქმეების დასრულებას დაუთმოთ, რაც ყოველთვის კარგად გამოგდით. ეცადეთ ადამიანთან, ვისაც დიდი ხნის წინ ეჩხუბეთ და არ ელაპარაკებით, ურთიერთობა აღადგინოთ. დღის მეორე ნახევარი ბუნებაში, სუფთა ჰაერზე უნდა გაატაროთ, რაც ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დროა საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე და ვალების დაბრუნებაზე იზრუნოთ - ეს თქვენს სულიერ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. პირად ურთიერთობებში შეიძლება ნდობასთან დაკავშირებული პრობლემები გაჩნდეს - იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით პარტნიორის ტყუილში გამოჭერას ცდილობდეთ, მასთან გულწრფელად საუბარი და გაუგებრობის აღმოფხვრა უნდა სცადოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ახალი, იმედის მომცემი პროექტის დაწყებამდე გირჩევთ ძველი ვალდებულებები შეასრულოთ. ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში გირჩევთ მხოლოდ ის საკითხები აირჩიოთ, რომლებიც უშუალოდ თქვენ ან თქვენს საქმიანობას ეხება. თუ საკუთარ დროს უფრთხილდებით გარშემო მყოფებთან ურთიერთობა უნდა შეზღუდოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

რადიკალური ცვლილების დრო დადგა. უარი თქვით საქმეებზე, რომლებსაც განვითარების პერსპექტივა არ აქვთ და უკან გექაჩებიან. ეცადეთ დღე იმ ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ, რომლებიც შთაგაგონებენ და საინტერესო იდეებს გაწვდიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი გეგმები საიდუმლოდ შეინახოთ და უახლოეს ადამიანებსაც კი არ გაუმხილოთ - ამ დღეს მათგან მხარდაჭერის იმედი არ უნდა გქონდეთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების დრო დგება. შეგიძლიათ, საკუთარი აზრები თამამად გამოხატოთ და არ შეგეშინდეთ, რომ ვიღაც ამის გამო გაგაკრიტიკებთ. შეზღუდეთ ურთიერთობა მარადიულად უკმაყოფილო და გაღიზიანებულ ადამიანებთან და ეცადეთ კონფლიქტური სიტუაციები თავიდან აიცილოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს ინტუიცია სწორ მინიშნებებს გაძლევთ, ამიტომ გარშემო მყოფებზე მეტად, საკუთარ თავს მოუსმინეთ. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, რადგან მისი დასრულებისთვის ენთუზიაზმი არ გეყოფათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დამატებითი ვალდებულებების აღებისგან თავი შეიკავოთ და ზედმეტ აქტიურობას მოერიდოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბარი საშუალებას მოგცემთ შეთანხმებას მიაღწიოთ და ურთიერთობა გააძლიეროთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ ან გონებრივ დატვირთვას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. დღის მეორე ნახევარში დრო გამონახეთ უფროსი ნათესავის მონახულებისთვის, რომელიც დიდი ხანია, არ გინახავთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ყურადღება მიაქციეთ ბედისწერის მინიშნებებს - ამ დღეს შეიძლება ძალიან გაგიმართლოთ. საყვარელ ადამიანებთან მტკივნეულ თემებზე საუბარი დიდი კონფლიქტით დასრულდება, ამიტომ ეცადეთ, სხვების მიმართ მეტი ტაქტი და პატივისცემა გამოიჩინოთ. ფიზიკური აქტივობა და სპორტი დაგროვილი დაძაბულობისგან გაგათავისუფლებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დროა შეისვენოთ - მიეცით სხვა ადამიანებს საშუალება, რომ გადაწყვეტილება მიიღონ და პასუხისმგებლობა აიღონ. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება თქვენი ცხოვრება სასიამოვნო ცვლილებებით აავსოს, ამიტომ სახლიდან გამოდით და ახალი ადამიანების გაცნობის ნუ შეგეშინდებათ. იზრუნეთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე - ეცადეთ, მზეზე დიდხანს არ გაჩერდეთ და მეტი სუფთა წყალი დალიოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს გარშემომყოფების დახმარება ჰაერივით გჭირდებათ, ამიტომ გირჩევთ დაუკავშირდეთ და საკუთარ პრობლემებზე უამბოთ. ახლობელი ადამიანი შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალს გიკარნახებთ. გადაწყვეტილების მიღებისას გირჩევთ ყველა რისკი და მოსალოდნელი შედეგი გამოთვალოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ხელსაყრელი დღეა ახალი ადამიანების გაცნობისა და ახალი ინფორმაციის მიღებისთვის. სიახლემ, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, შეიძლება თქვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს. თუ დაწყებული საქმე შეფერხდა, მისი დასრულებისთვის მეტი მოთმინება და მონდომება უნდა გამოიჩინოთ.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати