USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 20 ივლისი?
Date:  9561

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარი პრობლემები და წყენა დაივიწყოთ და გვერდით მყოფ ადამიანებზე იზრუნოთ. შესაძლოა, სამსახურში კოლეგებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ან მეგობრის მხარდაჭერა მოგიწიოთ. გამორიცხული არ არის არჩევანის წინაშეც კი დადგეთ - ფულით დაეხმაროთ, თანამდებობით თუ კავშირებით? ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დახმარებაზე უარი არავის უთხრათ და სიკეთე აუცილებლად ორმაგად დაგიბრუნდებათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

შესაძლოა, ამ დღეს თავზე კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდეთ. გარშემო მყოფებს თქვენი უმცირესი შეცდომაც კი თვალში ხვდებათ. შეცდომები კიდეც რომ არ იყოს, თავად მოიგონებენ, ასე რომ, არ ინერვიულოთ და ეცადეთ, შექმნილ მდგომარეობას იუმორით შეხედოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენს ზურგს უკან რაღაც მნიშვნელოვანი ხდება! შესაძლოა, ვიღაც ინტრიგას ხლართავს, ჭორებს გივრცელებთ ან თქვენი კარიერის დანგრევას ცდილობს. ეცადეთ, ყურადღება გაამახვილოთ და უმცირესი წვრილმანიც კი არ გამოგეპაროთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს ყველაზე კარგად გამოგდით საქმე, რომელიც ყურადღებას, მოთმინებას და პუნქტუალურობას მოითხოვს. ამის წყალობით დაგროვილ საქმეებსაც ადვილად გაუმკლავდებით და ფინანსურ პრობლემებსაც მოაგვარებთ. ეს დღე ხელსაყრელია ინვესტიციების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და შოპინგისთვის. ამ დღეს ნაყიდი ნივთი დიდხანს გაგახარებთ, ამიტომ გირჩევთ, მაღაზიები დაიაროთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ნებისმიერ საკითხში პირველ ადგილზე საკუთარ თავს აყენებთ. რა გასაკვირია - პლანეტების განლაგება თავდაჯერებისკენ განგაწყობთ. გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, სხვისი აზრის გათვალისწინების გარეშე იღებთ, რაც ნაკლებად სავარაუდოა, გარშემომყოფებს მოეწონოთ. ასე რომ, მზად იყავით კამათისთვის.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს საყვარელ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, სამუშაოს თავი დროულად დააღწიოთ, რათა მათთან მეტი დრო გაატაროთ. დაფიქრდით, ახლობელ ადამიანს გულწრფელად ბოლოს როდის ესაუბრეთ? იქნებ თქვენ შორის წყენა დაგროვდა? ურთიერთობების გარკვევა საჭირო არ არის. ერთად სადილობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერი გამოსწორდეს. არადა, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა შეიძლება იყოს?

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეს დღე გაიძულებთ, რომ სასწაულის არსებობა დაიჯეროთ. შესაძლოა, დეჟავიუს განცდა გეწვიოთ ან უცნაური მოვლენის მხილველი გახდეთ. არც ისაა გამორიცხული, რომ დიდი სიყვარული გეწვიოთ. რატომაც არა - სიყვარულიც ხომ სასწაულია?

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ ძველი და მარტივი გზით სიარული მოგიტანთ. გაბედული ექსპერიმენტის ჩატარება სხვა დროისთვის უნდა გადადოთ. გახსოვდეთ, რომ დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს სჯობს - ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით მოქმედება არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ პირად ცხოვრებაშიც დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მთელ დღეს გარშემო მყოფებისთვის რჩევის მიცემასა და დარიგებებში გაატარებთ. თქვენი რჩევები ზედმეტად ემოციური, მაგრამ ძალიან ღირებული იქნება. ამასთან, ყველა, ვისაც დახმარების ხელს გაუწვდით, კრიტიკისთვის უნდა მოემზადოს - ამ ადამიანებს შეცდომებსა და ნაკლოვანებებზე დაუნდობლად მიუთითებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

არახელსაყრელი დღეა, თუმცა ამაში დამნაშავე თავად ხართ. დილიდან ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, რასაც შეიძლება გარშემო მყოფებთან კონფლიქტები, წყენა და გაუგებრობა მოჰყვეს. ამის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და რაღაც სასარგებლო საქმე აკეთოთ. მაგალითად, შეგიძლიათ სპორტდარბაზში წახვიდეთ ან მხიარულ ფილმს უყუროთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ახალი საქმის ან პროექტის დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა. ასეთი დღე წარმატებისკენ არ განაწყობს და ამას უნდა შეეგუოთ. გირჩევთ, დღეს დინებას მიჰყვეთ. ასე შეიძლება საქმის გაკეთება ვერ შეძლოთ, მაგრამ არც გააფუჭებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებს ფაქიზად და მზრუნველობით უნდა მოეპყროთ. თქვენმა მოუთმენლობამ და პრეტენზიებმა შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს, ამიტომ კომპრომისებზე წასვლა მოგიწევთ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way