რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ფრთხილად იყავით, თუნდაც უახლოეს მეგობრებთან საუბრის ან, უბრალოდ, ხუმრობის დროს - არავინ იცის, კიდევ ვის ესმის თქვენი სიტყვები. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, შეიძლება სამომავლო პრობლემები თავიდან აიცილოთ. თუ გეჩვენებათ, რომ პარტნიორი რაღაცას გიმალავთ, გამუდმებით ეჭვიანობს, სჯობს, პირდაპირ ჰკითხოთ. იფრთხილეთ საყოფაცხოვრებო საქმეებში - უყურადღებობის გამო შეიძლება მცირე ტრავმა მიიღოთ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
თუ რაღაც ვერ გაიგეთ, ვარაუდებით მოქმედებას სჯობს, ახლობელ ადამიანებს რჩევისთვის მიმართოთ. თვითკრიტიკასა და დამარცხების აღიარებაში ცუდი არაფერია. პირიქით, ამ დროს გაიგებთ, ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი. ნუ გადადებთ ხვალამდე იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
რთული დღეა. ცდილობთ, რომ ცნობისმოყვარე თვალებს და პრობლემებს გაექცეთ. ყველასგან მოშორებით ყოფნა ზოგჯერ სასარგებლოც კია, მთავარია, ასეთი მდგომარეობა არ გაგრძელდეს. ერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს და ეცადეთ, ერთად ყოფნისთვის დრო გამონახოთ. დღის მეორე ნახევარში სამსახურსა თუ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი იდეები გეწვევათ.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით - შეიძლება ვიღაცამ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს და გაგინაწყენდეთ. სირთულეების მიუხედავად, საქმეს სწრაფად გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მეგობრების გამო პარტნიორთან იკამათოთ.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
პრობლემებს ვერ გაექცევით, ამიტომ უნდა იბრძოლოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ამ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
გაანალიზეთ, რას გრძნობთ და მიხვდებით, სინამდვილეში რა გინდათ. კარგი დღეა ახალი კავშირების დასამყარებლად. საკუთარი ჭკუისა და უნარებს გამოვლენის არ მოგერიდოთ - დამსაქმებლები ამას დააფასებენ. ყურადღება არ მიაქციოთ შურიან კოლეგებს. მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც თქვენს ცხოვრებისეულ პრინციპებს არ ეთანხმებიან.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
ფიქრობთ, რომ გაცილებით მეტს იმსახურებთ. ამიტომ, ახლა მხარდაჭერა ყველაზე მეტად გჭირდებათ - გირჩევთ საყვარელ ადამიანებს დაურეკოთ და გულწრფელად ესაუბროთ. ამ დღეს მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით უმჯობესია, დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და მათი მოხიბვლის ნიჭი ძალიან გამოგადგებათ. გარშემო მყოფები მზად არიან, თქვენი ნებისმიერი თხოვნა დააკმაყოფილონ და ამას ოსტატურად იყენებთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, დადოთ გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. მარტოხელა მორიელებს რომანტიკული პაემანი გელით. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
მარტოხელა მშვილდოსანს სასიყვარულო ამბავი ელის, რომელსაც, რაღაც მიზეზით, ყველასგან საიდუმლოდ შეინახავს. თუ საჩქარო საქმე არ გაქვთ, შეგიძლიათ სამუშაო რეჟიმი ოდნავ შეანელოთ. ესაუბრეთ კოლეგებს, დალიეთ ჩაი ან ყავა და ქალაქის ახალი ჭორები მოისმინეთ. მშვენიერი დღეა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. გირჩევთ, სილამაზის სალონში ან სპორტდარბაზში შეიაროთ და მოახლოებული დღესასწაულისთვის მოემზადოთ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ნუ აჩქარდებით და ტანსაცმელი გულმოდგინედ შეარჩიეთ - ამ დღეს ძალიან კარგად უნდა გამოიყურებოდეთ. თუ კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, ხელსაყრელი დროა, მენეჯმენტს დაელაპარაკოთ. საღამოს შეიძლება, ძველ ნაცნობებს შეხვდით, რომლებთანაც ბევრი განსახილველი თემა დაგიგროვდათ.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
იმედს ნუ დაკარგავთ, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. ყოველთვის წარმატებას ვერ მიაღწევთ, განსაკუთრებით, თუ სამუშაო განწყობა არ გაქვთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები მაინც უნდა დაასრულოთ. პარტნიორთან ურთიერთობაში სირთულე გელით, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება. საღამოს შესაძლოა, მოულოდნელად საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება მოგიწიოთ.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
ნუ შეგეშინდებათ გარშემო მყოფებთან გულწრფელად საუბრის. მშვენიერი დღეა მოკავშირეებთან ერთად საერთო გეგმების განხორციელება დაიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ, სხვების აზრიც გაითვალისწინოთ. მშვენიერი დღეა შოპინგისთვის.