USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 20 აგვისტო?
Date:  3662

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

არასტაბილურ ოჯახებში უთანხმოებაა მოსალოდნელი - შესაძლოა, წარსულის პრობლემებმა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ თავი, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ. ხანდაზმული მშობლების ჯანმრთელობა ყურადღებას მოითხოვს და ოჯახის ყველა წევრის შეშფოთებას იწვევს. ნუ ააშენებთ ახალ ურთიერთობას წარსულის ნანგრევებზე. ეცადეთ, წინ გაიხედოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს სასიამოვნო და სასარგებლო ნაცნობობა გელით. თქვენი ამბიციურობა გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნას მოითხოვს. თუ ასეთი შანსი მოგეცათ, საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებთ და შეიძლება ფინანსური ჯილდოც დაიმსახუროთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ეს დღე გამოავლენს ტყუპების სრულ გულგრილობას როგორც პირადი ცხოვრების, ისე პროფესიული საქმიანობის მიმართ. შეგიძლიათ დინებას მიჰყვეთ, მაგრამ ყურადღება არ მოადუნოთ, თორემ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სადღაც თქვენთვის არასასურველ ადგილზე აღმოჩნდით.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მარტოხელა კირჩხიბებს სავარაუდოდ, რომანტიკული ან საინტერესო ადამიანთან შეხვედრა ელით. გირჩევთ დაოჯახებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ და ყველა დადებითი თუ უარყოფითი მომენტი კარგად აწონ-დაწონოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ აზრი გამოხატოთ, საჭირო კონტაქტები დაამყაროთ და თანამოაზრეებს შეხვდეთ. ტექნიკურ და შემოქმედებით პროექტებს დადებითი გამოხმაურება მოჰყვება. თქვენ რეალური შანსი მოგეცემათ, რომ მაღალანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმდეთ. ეცადეთ, ოპონენტები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ და დასახულ მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

აგვისტოს ბოლო დღეები ძალას და თავდაჯერებას შეგმატებთ და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებთ. ბედნიერი მხოლოდ მაშინ ხართ, როდესაც საკუთარ საჭიროებას გრძნობთ და თუნდაც ერთი ადამიანის გაბედნიერება შეგიძლიათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

სავარაუდოდ, ამ დღეს პროფესიულ სფეროში თქვენი აქტიურობა საყოველთაო აღიარებას მოგიტანთ. ვარსკვლავები სასწორებს სულიერ ჰარმონიას, მშვიდობას და მფარველობას ჰპირდებიან. მოერიდეთ ქაოსს და აურზაურს. მიჰყევით წინასწარ შედგენილ გეგმას და დამატებით დატვირთვაზე უარი თქვით.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს თქვენი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო თბილი და სანდო გახდება. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს იდეალს შეესაბამება. თუ ასე მოხდა, დიდხანს აღარ იყოყმანოთ და მარტოხელა ცხოვრება დაასრულეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს გარშემო მყოფთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ. ნებისმიერ სიტუაციაში კარგად ორიენტირება შეგიძლიათ, მაგრამ შეიძლება დეტალები გამოგრჩეთ, ეშმაკი კი მოგეხსენებათ, დეტალებში იმალება. რთულ წუთებში შეგიძლიათ კოლეგების დახმარების იმედი გქონდეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ვარსკვლავების გავლენით თქვენში თანდაყოლილი მეწარმის ნიჭი, ფულის შოვნის ცოდნა და ვითარების რეალურად შეფასების უნარი გაიღვიძებს, რაც თქვენი ცხოვრების დონეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ეცადეთ საქმიანი პარტნიორების მიმართ მეტი გულწრფელობა გამოიჩინოთ. ამ შემთხვევაში ერთობლივი საქმიანობის შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩება.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ, თუმცა მუდმივი დაბრკოლებების გამო სიყვარულში საკუთარი თავის რეალიზება გიჭირთ. მოერიდეთ ყველაფერს, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე გარეგნობაზე ან ავტორიტეტზე უარყოფითად აისახება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ვარსკვლავებმა შეიძლება, გაუმართლებელი რისკებისკენ გიბიძგოთ. კაზინოში დიდი ფულის მოგების იმედი ნუ გექნებათ. ჰოროსკოპის მიხედვით, 2023 წლის 20 აგვისტო საოჯახო საქმეების, რემონტის და მშენებლობისთვის ხელსაყრელი დროა.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way