USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 2 თებერვალი?
Date:  892

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 თებერვლისთვის:

ვერძი

სახლი, აგარაკი, სამუშაო ადგილი - ამ დღეს პირადი სივრცის დალაგებას და კეთილმოწყობას თუ გეგმავთ, კარგი იქნება, ახლობელ ადამიანებიც დაიხმაროთ.

თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ზოგად დალაგება-დასუფთავებას არ დასჯერდეთ და კაპიტალური რემონტი დაიწყოთ.

კურო

ინტელექტუალური და ფილოსოფიური საუბრის მოთხოვნილება გაქვთ და ღირსეულ თანამოსაუბრეს ეძებთ. თანამოსაუბრეც რომ ვერ ნახოთ, უბრალო მეგობრული საუბარიც კი შეიძლება ინტელექტუალურ კამათამდე მიიყვანოთ! თქვენთვის კამათის შედეგზე მნიშვნელოვანი აზრების ემოციური გაცვლის პროცესია.

ტყუპები

ფინანსებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროექტში წარმატება გელით და სულ ერთია, ეს ფინანსური ინვესტიციები იქნება, ბიზნესის გაფართოების გადაწყვეტილება თუ შვებულებასთან დაკავშირებული გეგმები.

თქვენი ტვინი შესანიშნავად მუშაობს და თქვენი იდეების უპირატესობა პრაქტიკულობაა.

კირჩხიბი

ანალიტიკური აზროვნებისა და გამჭრიახობის წყალობით ამ დღეს ნებისმიერი რთული საკითხის გარკვევას შეძლებთ. მთავარია ფაქტების საჭირო რაოდენობა მოაგროვოთ და შემდეგ უკვე სწორი დასკვნების გაკეთებას თავად შეძლებთ.

გამჭრიახობა კირჩხიბის განსაკუთრებული ხიბლია და ეს გასაგებია - ადამიანს არაფერი ამშვენებს ისე, როგორც საკუთარ თავთან მეგობრობა.

ლომი

კარგად დაფიქრდით და აღიარეთ - ჩიხში ხომ არ ხართ? თავის მოტყუების დრო დასრულდა, ამიტომ დროა, სიმართლეს თვალი გაუსწოროთ.

თუ მოვლენების გაანალიზების შემდეგ მიხვდით, რომ არასწორი გზით მიდიხართ, მშვენიერია. ახლა შეიძლება ყველა შესაძლო ვარიანტიდან საუკეთესო გზა აირჩიოთ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენს გარემოცვაში მყოფი ადამიანი უკეთ გაიცნოთ. ეს ადამიანი შეიძლება იყოს ნაცნობი, კოლეგა, მეზობელი და ა.შ.;

ურთიერთობებში ქალწული ლოგიკით ხელმძღვანელობს და არა ემოციებით, ამიტომ კარგი იქნება, ადამიანის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოთ. მომავალში ეს ურთიერთობა ძალიან გამოგადგებათ.

სასწორები

ვარსკვლავები გირჩევენ აურზაურს თავი დააღწიოთ და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩეთ. მშვენიერი დღეა საქმეებისა და გეგმების გააზრებისა და დასკვნების გამოსატანად. ფილოსოფიურად მოაზროვნე სასწორს შეუძლია საკუთარ თავში ჩაიხედოს და სწორი პასუხი იპოვოს კითხვებზე - "რა მინდა ცხოვრებისგან?", "საით მივდივარ?" და "რა გავაკეთო შემდეგ?". ეს პასუხები სულის სიღრმეში დიდი ხანია, იცით, ახლა უბრალოდ უნდა აღიაროთ.

მორიელი

წარმატების მისაღწევად საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასება აუცილებელია. გამორიცხული არ არის, სპეციალისტის რჩევა დაგჭირდეთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ორი თავი ერთზე უკეთესია.

ერთმანეთის იმედი და დახმარება რომ არა, ადამიანები დღემდე გამოქვაბულებში იცხოვრებდნენ.

მშვილდოსანი

ერთადერთი სურვილი გამოძრავებთ - ყველას დაუმტკიცოთ, რომ მართალი ხართ. გარშემო მყოფებს ერთადერთი არჩევანი აქვთ - თქვენს არგუმენტებთან უნდა დაეთანხმონ. მშვილდოსანი მხოლოდ მაშინ იქნება კმაყოფილი და ბედნიერი, თუ მის ინტელექტუალურ უპირატესობას აღიარებენ.

თხის რქა

მთელ დღეს ეჭვებსა და გაურკვევლობაში გაატარებთ, რაც თქვენს საქმეებზე უარყოფითად აისახება. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, დილა აქტიურად დაიწყოთ - დილის ვარჯიში და კონტრასტული საქმიან განწყობას შეგიქმნით.

მერწყული

ახალი ვალდებულებები ახალ პერსპექტივებს მოგიტანთ. ეს შეიძლება იყოს ხელის თხოვნა, პროფესიული საქმიანობის გაფართოება, კარიერული წინსვლა და ა.შ.

ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების არ შეგეშინდეთ - შედეგი მოლოდინს გაამართლებს და თქვენი ცხოვრება გაცილებით უკეთესი გახდება.

თევზები

თუ მოინდომებთ, საკუთარი ერუდიციით ნებისმიერ თანამოსაუბრეს გააოცებთ. ეს საშუალებას მოგცემთ, გამოცდები წარმატებით ჩააბაროთ, მოლაპარაკებაზე სასურველი შედეგი მიიღოთ, ახალი პროექტი წარმოადგინოთ და ა.შ.

თქვენ ინტელექტუალურ კომუნიკაციაში ბადალი არ გყავთ, რაც უზარმაზარ უპირატესობას განიჭებთ.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way