USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 2 თებერვალი?
 958

♈ ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)

დღის მოვლენები: დღეს შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში.
ოჯახი: საყვარელ ადამიანებთან მეტი დროის გატარება გმართებთ, რათა გაუგებრობები თავიდან აიცილოთ.
ბიზნესი: კარგი დროა ახალი ინვესტიციების ან პარტნიორობისთვის. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ გარიგებებში.
სიყვარული: თქვენი ურთიერთობა უფრო გაღრმავდება, თუ გულწრფელი იქნებით.
ჯანმრთელობა: ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ სტრესის დაძლევაში.
კარიერა: კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა სასარგებლო შედეგს მოგიტანთ.


♉ კურო (20 აპრილი - 20 მაისი)

დღის მოვლენები: მოსალოდნელია მოულოდნელი სიახლე, რომელიც თქვენს გეგმებს შეცვლის.
ოჯახი: ნათესავებთან მცირე უთანხმოებები შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ მოთმინებით ყველაფერი მოგვარდება.
ბიზნესი: შესაფერისი დროა მიმდინარე პროექტების გადახედვისთვის.
სიყვარული: მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელით.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ კვებას და დაისვენეთ მეტი.
კარიერა: ახალი შესაძლებლობები კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.


♊ ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

დღის მოვლენები: დღეს მრავალფეროვანი და საინტერესო მოვლენები გელით.
ოჯახი: ოჯახის წევრების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება.
ბიზნესი: იყავით ყურადღებიანი ფინანსურ გადაწყვეტილებებში.
სიყვარული: ურთიერთობებში მეტი გულწრფელობა დაგეხმარებათ კონფლიქტების თავიდან არიდებაში.
ჯანმრთელობა: შეამცირეთ სტრესი და გაამახვილეთ ყურადღება მენტალურ კეთილდღეობაზე.
კარიერა: კარგი დროა ახალი უნარების შესასწავლად.


♋ კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

დღის მოვლენები: შესაძლოა წარსულიდან დაბრუნდეს ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენს დღევანდელ ცხოვრებაზე.
ოჯახი: ოჯახური საკითხები თქვენს დიდ ყურადღებას მოითხოვს.
ბიზნესი: ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებში, არ გაებათ ცდუნებაში.
სიყვარული: რომანტიკული სიურპრიზები გელით.
ჯანმრთელობა: გააუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
კარიერა: შესაძლოა უფროსობისგან ახალი გამოწვევები მიიღოთ.


♌ ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

დღის მოვლენები: დღეს თქვენი შარმი და ენერგია ბევრ ადამიანს მოხიბლავს.
ოჯახი: საყვარელ ადამიანთან ღია საუბარი აუცილებელია.
ბიზნესი: შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.
სიყვარული: სიყვარულში ახალი ეტაპი დადგება.
ჯანმრთელობა: ეცადეთ, დღევანდელი დღე მოდუნებას და დასვენებას დაუთმოთ.
კარიერა: ახალი პროექტი დიდ პერსპექტივებს გაგიხსნით.


♍ ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

დღის მოვლენები: ორგანიზებულობა და სიზუსტე დღეს განსაკუთრებით დაგეხმარებათ.
ოჯახი: ოჯახის წევრები თქვენს დახმარებას საჭიროებენ.
ბიზნესი: დეტალებზე კონცენტრირება ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ.
სიყვარული: ურთიერთობებში მეტი ყურადღება გაამახვილეთ პატივისცემაზე.
ჯანმრთელობა: გაისეირნეთ და მეტი სუფთა ჰაერი ისუნთქეთ.
კარიერა: პასუხისმგებლიანობა და შრომისმოყვარეობა წინა პლანზე წამოიწევს.


♎ სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

დღის მოვლენები: დღეს დიდი შანსია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ.
ოჯახი: ოჯახთან დაკავშირებული საკითხები თქვენგან მეტ ჩართულობას მოითხოვს.
ბიზნესი: დროა, ფინანსური გეგმები გადაიხედოს.
სიყვარული: იყავით გახსნილი და გულწრფელი პარტნიორთან.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ ემოციურ მდგომარეობას.
კარიერა: კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ.


♏ მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

დღის მოვლენები: დღეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია გაღრმავდება.
ბიზნესი: ინოვაციური იდეები წარმატებას მოგიტანთ.
სიყვარული: იყავით მზად რომანტიკული სიურპრიზებისთვის.
ჯანმრთელობა: მეტი ივარჯიშეთ და მიაქციეთ ყურადღება თქვენს დიეტას.
კარიერა: ახალი გამოწვევები მოგცემთ მოტივაციას.


♐ მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დღის მოვლენები: დღეს მნიშვნელოვანი სიახლე გელით, რომელიც თქვენი მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება.
ოჯახი: საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატარეთ.
ბიზნესი: წარმატების მისაღწევად მეტი დისციპლინა გჭირდებათ.
სიყვარული: ახალ ნაცნობობას არ უნდა მოერიდოთ.
ჯანმრთელობა: აუცილებელია ფიზიკური აქტივობის გაზრდა.
კარიერა: პროფესიული ზრდის კარგი შესაძლებლობა გაქვთ.


♑ თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

დღის მოვლენები: თქვენი მიზანდასახულობა შედეგს გამოიღებს.
ოჯახი: ნათესავებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ.
ბიზნესი: ფინანსური სტაბილურობისთვის სწორი ნაბიჯები უნდა გადადგათ.
სიყვარული: წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროთ.
ჯანმრთელობა: მეტი დაისვენეთ და იკვებეთ ჯანსაღად.
კარიერა: ახალ შესაძლებლობებს გაბედულად მოეკიდეთ.


♒ მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

დღის მოვლენები: საინტერესო და მოულოდნელი ცვლილებები გელით.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან გულწრფელი საუბარი გჭირდებათ.
ბიზნესი: ახალი იდეები რეალობად აქციეთ.
სიყვარული: იყავით გახსნილი და დაუთმეთ მეტი ყურადღება პარტნიორს.
ჯანმრთელობა: სპორტი და აქტივობა აუცილებელია.
კარიერა: თქვენი შრომა დაფასდება.


♓ თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

დღის მოვლენები: ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანთ.
ოჯახი: სითბო და მზრუნველობა ურთიერთობებს გაამყარებს.
ბიზნესი: ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებში.
სიყვარული: ემოციური ურთიერთობა სიღრმეს მიაღწევს.
ჯანმრთელობა: წყლის მიღება და დასვენება არ დაგავიწყდეთ.
კარიერა: თქვენი იდეები დაფასდება და შედეგს გამოიღებს.

⭐ წარმატებული დღე გქონდეთ!

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way