USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 2 ოქტომბერი?
Date:  2837

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ოქტომბერი:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დილით თავს მოდუნებულად გრძნობთ და მუშაობის დაწყება გიჭირთ. გირჩევთ, ყველაზე რთული საქმეებით დაიწყოთ, რომლებიც გამოგაფხიზლებთ, საღამოსთვის კი მარტივი და სასიამოვნო საქმეები შემოინახოთ. ამ დღეს თქვენი პიროვნული ხიბლი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს..

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეცადეთ, კარიერულ წინსვლას და პროფესიული პოზიციების განმტკიცებას მეტი ყურადღება დაუთმოთ. იფიქრეთ ახალი პროექტების დაწყებაზე, რათა მენეჯმენტს თავი მოაწონოთ. წესები დაიცავით და ნუ გარისკავთ - ახლა საეჭვო ექსპერიმენტების ჩატარებისთვის არახელსაყრელი გარემოა.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გარშემო მყოფების თვალში საკუთარი პერსონის ორიგინალურად წარმოჩენის სურვილი შეიძლება თქვენს კარიერაზე ცუდად აისახოს. ვარსკვლავები გვირჩევენ, ექსპერიმენტებს მოერიდოთ და კარგად გამოცდილი, საიმედო ხერხებით იმოქმედოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს მცირე უსიამოვნებები და სირთულეები დაგანახვებთ, ცხოვრების რომელ სფეროებს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ეცადეთ, მოვლენების შუაგულში იტრიალოთ და ყველაფერი აკონტროლოთ, რათა სიტუაცია უმართავი არ გახდეს. ამ დღეს უცნობ ადგილებს და საეჭვო ნაცნობობას უნდა მოერიდოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მოემზადეთ რთული და კონფლიქტებით სავსე დღისთვის. სავარაუდოდ, პროფესიულ საქმიანობაში მრავალი პრობლემის გადაჭრა და სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. ახალი პროექტების დაწყებამდე, გირჩევთ ძველი დაასრულოთ - ორი კურდღლის დევნაში შეიძლება საერთდ ხელცარიელი დარჩეთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

დღის პირველ ნახევარში უამრავი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება გელით, თუმცა, თუ საღამომდე დაიცდით, ბევრი თავისთავად, თქვენი ძალისხმევის გარეშე მოგვარდება. ნუ დაივიწყებთ ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ - სავარაუდოდ, დახმარება ახლა მას სჭირდება და იმედს ნუ გაუცრუებთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ, ამ დღეს სხვების მოსაზრებები აუცილებლად გაითვალისწინოთ.

დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფინანსური და ქონებრივი საკითხების განხილვისთვის - ინტუიცია არ გიღალატებთ.
გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს მცირე პრობლემების დასაძლევად დიდი დროის დახარჯვა მოგიწევთ. გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარ ინტუიციას და სურვილებს მოუსმინოთ. ამ დღეს თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოვლენების შუაგულში იტრიალოთ და ყველა დისკუსიასა და მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიიღოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ემოციურად რთული და დაძაბული დღეა. დილიდან პრობლემების მოგვარება და უსიამოვნო საქმეებთან გამკლავება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ და მათ შედეგზე არ ინერვიულოთ. დღის მეორე ნახევარში განწყობა გაგიუმჯობესდებათ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ეცადეთ, მცირე პრობლემების მიმართ ოპტიმისტურად განეწყოთ და გჯეროდეთ, რომ სასურველ შედეგს მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი პროფესიული თ პირადი წარმატება სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ურთიერთობის დროს ყურადღება მიაქციეთ თანამოსაუბრის სხეულის ენას და ნათქვამის ფარულ მნიშვნელობას - ამ გზით შეიძლება მისი ნამდვილი განზრახვების შესახებ გაიგოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

შესაძლოა, თქვენი გარემოცვიდან ვინმემ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ფაქტები საგულდაგულოდ უნდა შეამოწმოთ. დასვით კითხვები, რომლებიც გაწუხებთ და უცნობებთან გულახდილობას მოერიდეთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღის წარმატება თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. პოზიტიური განწყობა საშუალებას მოგცემთ, რთული საკითხები სწრაფად მოაგვაროთ და სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ შეცვალოთ. მოერიდეთ ძველი წყენის გახსენებას და წარსულზე ფიქრს. ახლა ეს, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way