USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 2 მარტი?
თარიღი:  520

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 მარტისთვის: 

ვერძი

მიზნის მისაღწევად ამ დღეს მოკავშირეების მხარდაჭერა გჭირდებათ. დახმარება შესაძლოა, კოლეგებმა ან ახალმა ნაცნობებმა შემოგთავაზონ. გირჩევთ დახმარებაზე უარი არ თქვათ, ლიდერის თვისებები გამოავლინოთ და თანამოაზრეთა გუნდი შექმნათ. კარგი დღეა მსხვილი გარიგების დასადებად.

კურო

მშვიდი, საქმიანი გარემო ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, რაღაც მოვლენამ ან ვიღაცის საქციელმა თქვენი ძლიერი ემოციები გამოიწვიოს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბრაზმა თქვენს გადაწყვეტილებებზე არ უნდა იმოქმედოს.

ტყუპები

რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. სავარაუდოდ, ნერვიულობა და სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. ეს განსაკუთრებით ფინანსურ სექტორში დასაქმებულ ტყუპებს ეხება. დებატებში საკუთარი პოზიციის დაცვა ადვილი არ იქნება, მიტომ მოთმინება გმართებთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი შეხვედრები ან დისკუსიები სხვა დროისთვის გადადოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, რომ ამ დღის გეგმა არ შეცვალოთ და ეტაპობრივად განახორციელოთ. ასე წარმატების მიღწევა და პროფესიული პოზიციის გაძლიერება უფრო ადვილი იქნება. შანსი გაქვთ, რომ გავლენიან ადამიანებს შეხვდეთ, რომლებიც მინის მიღწევაში დაგეხმარებიან. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შესანიშნავად განვითარდება.

ლომი

ამ დღეს სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარება და საზოგადოებრივი საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. ეცადეთ, საჭირო დროს თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ, რათა გავლენიანმა ადამიანებმა შეგნიშნონ. თუ ინიციატივას გამოიჩენთ, საინტერესო შეხვედრებს რომანტიკული გაგრძელება ექნება.

ქალწული

ეცადეთ, სტრესულ სიტუაციებშიც კი სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პანიკაში არ ჩავარდეთ. მუშაობის დროს დაშვებული მცირე შეცდომები ან არასწორი გათვლები შეიძლება სწრაფად გამოასწოროთ და ეს საბოლოო შედეგზე არ იმოქმედებს. გადაღლის გამო, შესაძლოა გეგმების შეცვლა ან შეხვედრების გადადება მოგიწიოთ.

სასწორი

თქვენს გზაზე შეიძლება პროვოკატორები ან არაკეთილმოსურნე ადამიანები გამოჩნდნენ, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ და უცნობებს არ ენდოთ. სწორედ მათი ქმედებების გამო შეიძლება თქვენი რეპუტაცია დაზარალდეს. უსამართლოა ახლობელ ადამიანებზე ეჭვიანობა, რომლებიც მუდამ თქვენ გვერდით არიან და ყველაფერში გეხმარებიან.

მორიელი

თუ დიდი ხანია ახალი, საინტერესო ბიზნესის დაწყებაზე ფიქრობთ, ამისთვის შესაფერისი დღე დადგა. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და მის რჩევებს მიჰყევით. სამსახურში თქვენი ინიციატივა საყოველთაო მოწონებას დაიმსახურებს. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის შესაფერისი დრო აირჩიოთ - აჩქარებით შეიძლება ისიც გააფუჭოთ, რაც აქამდე გააკეთეთ. როდესაც მოქმედების დრო მოვა, ინტუიცია დაგეხმარებათ, რათა ხელსაყრელი მომენტი შეამჩნიოთ. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, ურთიერთობა შეზღუდოთ და მთელი დღე მარტოობაში გაატაროთ.

თხის რქა

თუ მშვიდ, სამუშაო განწყობას შეინარჩუნებთ, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას შეძლებთ. გირჩევთ, მცირე უსიამოვნებას მძაფრი რეაქციით არ უპასუხოთ. თქვენს ემოციებს შეიძლება ერთ-ერთ კოლეგასთან დაპირისპირება მოჰყვეს.

მერწყული

ამ დღეს შეგიძლიათ საკუთარ ინტუიციას ბოლომდე ენდოთ - ის არ გიღალატებთ. იდეები ან მეთოდები, რომლებიც ადრე უიმედო გეგონათ, ყველაზე სასურველ შედეგს მოგცემთ. გამჭრიახობის წყალობით ოპონენტებს მხარდამჭერებად აქცევ. მოსალოდნელია ახალი, სერიოზული ურთიერთობის დაწყება.

თევზები

ემოციურად რთული და დაძაბული დღეა. მოერიდეთ ცხელ გულზე გადაწყვეტილებების მიღებას, რასაც მოგვიანებით ინანებთ. ამ დღეს ახლობელი ადამიანები იმაზე მეტად გაგაკრიტიკებენ, ვიდრე ოდესმე. გირჩევთ ადამიანების მიმართ მეტი კეთილგანწყობა გამოიჩინოთ.

რეგიონი
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.