USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 2 ივნისი?
თარიღი:  3215

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დაფიქრდით, ბოლო დროს რა გააკეთეთ არასწორად და სად დაუშვით შეცდომა. ეცადეთ საკუთარ თავს „გვერდიდან“ შეხედოთ და საკუთარი ქმედებები ობიექტურად შეაფასოთ. შესაძლოა, ზოგ საკითხში აჩქარდით, გზიდან გადაუხვიეთ ან უბრალოდ, საქმე ბოლომდე არ მიიყვანეთ. შეცდომის გაცნობიერება პირველი ნაბიჯია ვითარების გამოსწორებისკენ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

სიტუაცია თქვენგან არჩევანის გაკეთებას მოითხოვს, რაც ძალიან გიჭირთ. ვარსკვლავები გირჩევენ არ აჩქარდეთ, რადგან შეიძლება შეცდომა დაუშვათ და დიდხანს ინანოთ. დაფიქრდით, იქნებ კომპრომისის პოვნა შეძლოთ ან უბრალოდ, მესამე ვარიანტი აღმოაჩინოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მდიდარი გამოცდილების მიუხედავად, ამ დღეს შესაძლოა, თქვენზე გამოცდილი ადამიანის რჩევა დაგჭირდეთ ან უფროსის შენიშვნა დაიმსახუროთ. სავარაუდოდ, სხვა ადამიანების საუბრიდან შეიძლება თქვენთვის საჭირო ინფორმაცია გაიგოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ, გარშემო მყოფთა რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, სწავლისთვის ნებისმიერ ასაკში მზად უნდა იყოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ჰოროსკოპის ვარსკვლავები გთავაზობენ მომავლის პერსპექტივებზე დაფიქრდეთ. დინების გაყოლა ის სტრატეგია არაა, რომელიც მიზანთან მიგიყვანთ. შესაძლოა, თქვენი ცხოვრება ჩიხში შევიდა და წინსვლის შანსს არ გიტოვებთ, მაგრამ ხვალ ახალი დღე დადგება და ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. იფიქრეთ იმაზე, როგორ შეცვალოთ სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

პირდი და სამსახურებრივი ურთიერთობები არავითარ შემთხვევაში ერთმანეთში არ აურიოთ. შესაძლოა, ერთ-ერთმა ნაცნობმა პროფესიულ საქმიანობაში დახმარება გთხოვოთ ან თქვენი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება სცადოს. ეს არ უნდა დაუშვათ, თორემ დიდხანს ინანებთ. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ან სამუშაოს დააზიანებს, ან მეგობრობას, უარეს შემთხვევაში კი ორივეს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ერთი შეხედვით ყველაზე მარტივ და უმნიშვნელო საკითხებს შეიძლება გარშემო მყოფებთან უთანხმოება და კონფლიქტიც კი მოჰყვეს. გასაკვირი არ არის, რომ თქვენი და თქვენი ხელმძღვანელების აზრიც ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც განსაკუთრებით გაღელვებთ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები ამ შემთხვევაში უბრძოლველად დანებებას გირჩევენ - მენეჯმენტმა უკეთ იცის, რა და როგორ ჯობს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს სიზუსტისა და სიმშვიდის გამოვლენა მოგიწევთ. არავითარი ვარაუდები და ფანტაზიები - სიტუაცია თქვენგან მხოლოდ ფაქტებს და სიზუსტეს მოითხოვს. ამ დღეს ყველზე მეტად უნდა მოერიდოთ სიტყვებს: "მე მეჩვენება" და "ასე მგონია". თუ ადამიანების დარწმუნება გსურთ, მხოლოდ სტატისტიკის და ციფრების ენით უნდა ესაუბროთ

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

როგორი რთულიც არ უნდა იყოს თქვენი დავალება, ყველაფრის გარკვევას და სწორი დასკვნების გამოტანას შეძლებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ძვირფასი დრო და რესურსები უმნიშვნელო წვრილმანებზე არ დახარჯოთ, რადგან მნიშვნელოვანი საქმის დასრულებისთვის ძალა აღარ გეყოფათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ლიდერობის პრეტენზია არ გაქვთ და მეორეხარისხოვან როლებს სჯერდებით. განსაკუთრებით კარგად გუნდური მუშაობა ან ვინმეს დავალების შესრულება გამოგდით. ერთადერთი მოთხოვნაა, რომ პროცესის არსს ჩასწვდეთ დ გაიგოთ, ვინ რას აკეთებს და მუშაობის რომელ სფეროზეა პასუხისმგებელი. ჩუმი და გულგრილი შემსრულებლის როლი სათქვენო არ არის.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ხელსაყრელი დღეა ახალი, სასარგებლო ნაცნობობისთვის. დასამყარებლად. შეგიძლიათ თქვენი საინტერესო იდეებით ნებისმიერი ადამიანი დააინტერესოთ. ვარსკვლავების დახმარებით შეიძლება ყველაზე არაფორმალურ გარემოშიც კი მხარდამჭერები იპოვოთ და საქმიანი კავშირები დაამყაროთ. ხვალ შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც გავლენას მოახდენთ თქვენს მომავალზე

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, ამბიციური პროექტის განხორციელება დაიწყოთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავმდაბალი და მოკრძალებული, რადგან თქვენ საკმარისი პოტენციალი გაქვთ. ხვალ შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ გეგმების განხორციელება და ოცნებების რეალობად გადაქცევა დაიწყოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

სავარაუდოდ, ამ დღეს მიღებული ინფორმაცია კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ! შეიძლება შემთხვევით ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ ან ჭორების საფუძველზე სწორი დასკვნა გამოიტანოთ. მთავარი ის არის, რომ გარემოებების დამთხვევის თუ ანალიტიკური გონების წყალობით, ხვალ შეიძლება წარმატების გასაღები მოიპოვოთ.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.