USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 2 ივნისი?
 808

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ხელსაყრელი დღეა, რაც დაწყებული საქმის სწრაფად და წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ოჯახურ ურთიერთობებში სრული ჰარმონიაა. ინტუიცია გეხმარებათ, რომ ერთმანეთს უსიტყვოდ გაუგოთ და ძველი წყენა დაივიწყოთ. შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი საჩუქრები.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ და ნერვიულობის მიზეზი გაქვთ, რადგან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარმოგედგინათ. გეგმის გზადაგზა შეცვლა და მნიშვნელოვანი საქმეების გადადება გიწევთ, მაგრამ მიზნების მიღწევას მაინც შეძლებთ. ყურადღებით მოუსმინეთ ახლობელი ადამიანების რჩევებს, განსაკუთრებით მათ, ვინც თქვენი მდგომარეობის შესახებ თქვენზე მეტი იცის.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

წინააღმდეგობრივი დღეა. სირთულეები გარდაუვალია, მაგრამ პოზიტიური ტენდენციები შექმნილ ვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. საღამოს სერიოზულ საქმეებს ნუ დაგეგმავთ, უმჯობესია, დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ ან საყვარელი საქმიანობით დაკავდეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. საყვარელ ადამიანთან სიახლოვე დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები, გულწრფელი საუბრები და რომანტიკული სიურპრიზები. სამსახურში ფრთხილად უნდა იყოთ - შრომით ხელშეკრულებაზე ხელს ნუ მოაწერთ და თავი შეიკავეთ ახალი საქმიანი ურთიერთობის დაწყებისგან. დროა საკუთარ პრიორიტეტებს გადახედოთ და გეგმები შეცვალოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

იღბლიანი და წარმატებული დღეა. შეგიძლიათ თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი იდეები განახორციელოთ - ყველა მცდელობა თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. თქვენ ადამიანების შთაგონების და იდეის გარშემო გაერთიანების საოცარი ნიჭი გაქვთ, რაც ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე - დროა, ექიმთან კონსულტაციაზე ჩაეწეროთ ან ვარჯიში დაიწყოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

დაძაბული დღეა. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია კონფლიქტები. ეცადეთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ, მწვავე თემების განხილვას თავი აარიდოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. სამსახურში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. საბუთები და მიღებული ინფორმაცია რამდენჯერმე შეამოწმეთ, თუ შესაძლებელია, თქვენი მოვალეობების ნაწილი სანდო კოლეგებს გაუნაწილეთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი იდეები ოჯახის წევრებს გაუზიაროთ - მათი მხარდაჭერა თავდაჯერებას შეგმატებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ჰარმონია და ურთიერთგაგება სუფევს, თუმცა გახსოვდეთ, რომ საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებებიც არ უნდა დაივიწყოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ბევრი სამუშაო გაქვთ, ამიტომ ეცადეთ, დრო უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში უთანხმოება გელით. შეეცადეთ, გაუგებრობა მშვიდობიანად, სკანდალების გარეშე მოაგვაროთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. შეიძლება ხელსაყრელი გარიგება დადოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დღე სასიამოვნო სიურპრიზებს და ახალ ნაცნობობას გპირდებათ. ადამიანებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ და თქვენი პიროვნული თვისებებით ხიბლავთ. შესაძლოა, მენეჯმენტმა თქვენი დამსახურება აღიაროს და ფულადი პრემიით დაგაჯილდოოთ. გირჩევთ სამსახურში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ და საკუთარი იდეების შესახებ მეტი ისაუბროთ. თქვენს ძალისხმევას ხელმძღვანელობა შეამჩნევს და დააფასებს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და რადიკალური ცვლილებების დრო არ არის - მთელი ყურადღება მიმდინარე საქმეებზე უნდა გაამახვილოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მცირე უთანხმოება გელით. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ და ეცადეთ, სიტუაციას იუმორით შეხედოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

შემოქმედებითი საქმიანობის და ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლებელია, გავლენიანი ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც მომავალში დაგეხმარებიან. სასიყვარულო ურთიერთობებში ჰარმონია და ურთიერთგაგება სუფევს. გირჩევთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

მიენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორ გზას გაჩვენებთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და დამთხვევებს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლებელია მცირე გაუგებრობა. გულწრფელი საუბარი დაა შეცდომების აღიარება დაგეხმარებათ, წყენა დაივიწყოთ და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. 

 
культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати