USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 2 ივლისი?
თარიღი:  628

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ნებისმიერი, ყველაზე უმნიშვნელო მიზეზიც კი გაღიზიანებთ, ამიტომ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს მოსალოდნელია გაუგებრობა და კონფლიქტიც კი. ვარსკვლავები გირჩევენ ჯერჯერობით ძვირადღირებული ნივთების შეძენისგან, ფინანსური ოპერაციებისა და დაპირებების მიცემისგან თავი შეიკავოთ. გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ხელსაყრელი დღეა ფიზიკური აქტივობის, ურთიერთობების, აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. დროა, თქვენი ხანგრძლივი და დაძაბული შრომის ნაყოფი მოიწიოთ. ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ახალი საქმის დაწყებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ხელიშემშლელი ფაქტორების და დაბრკოლებების მიუხედავად, შეიძლება მიზანს მიაღწიოთ. ეცადეთ ეს შესაძლებლობა სამომავლო გეგმების შესადგენად გამოიყენოთ. საოჯახო საქმეები ჩვეულებრივზე მეტ ყურადღებას მოითხოვს. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით ადამიანებში კარგად ერკვევით. თუ ვინმე მოგწონთ, ის ამას იმსახურებს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

საუკეთესო დღეა უძრავი ქონების ან მანქანის შესაძენად. ყურადღება მიაქციეთ ფულს და ძვირფას ნივთებს - ვიღაც თქვენს გაძარცვას ცდილობს. ბევრ კირჩხიბს შესაძლებლობა ექნება, რომ ოჯახური საკითხები მოაგვაროს და სახლის რემონტი დაიწყოს. გირჩევთ სხვების რჩევები ნაკლებად გაითვალისწინოთ - ისინი პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ოჯახის ბიუჯეტისადმი თქვენი დამოკიდებულება შეიძლება ოჯახში კამათის, შემდეგ კი კონფლიქტის მიზეზი გახდეს. თუ შინაგან სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, შეიძლება, ბევრი პრობლემა მოაგვაროთ. მოერიდეთ სარისკო ფინანსურ გარიგებებს და აზარტულ თამაშებს. ამ დღის მოვლენები მიზნის მიღწევაში თუ არა, მასთან დაახლოებაში დაგეხმარებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

სიურპრიზებით სავსე დღეა. ეცადეთ მეტი იაქტიუროთ და ნებისმიერ სიტუაციაში დიპლომატიური თვისებები გამოავლინოთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და გულუბრყვილო, თორემ პრობლემებს ვერ აიცილებთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას - მატყუარა ადამიანი თქვენს ცდუნებას ეცდება.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

საშუალება გექნებათ, რომ თქვენი საქმიანი თვისებები გამოავლინოთ და გარშემო მყოფებს თავი მოაწონოთ, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. რომანტიკული შეხვედრა გაიძულებთ ამაღელვებელი გრძნობები და ემოციები განიცადოთ. გირჩევთ მთელი ყურადღება პირადი პრობლემების გადაჭრისკენ მიმართოთ. ახლობელი ადამიანები საოჯახო საქმეებთან გამკლავებაში გეხმარებიან, მაგრამ ზოგჯერ თქვენს ცხოვრებაში უხეშად ჩარევასაც ცდილობენ. ეცადეთ, ამას იუმორით შეხედოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს საუკეთესო ტაქტიკა მოულოდნელი მოქმედებაა. ის დაგეხმარებათ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ და სასურველი შედეგი მიიღოთ. გირჩევთ საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი თანაგრძნობა გამოიჩინოთ. თუ გრძნობთ, რომ პარტნიორი ცუდ ხასიათზეა, მიზეზი ჰკითხეთ და ეცადეთ დაეხმაროთ. ახალი ნაცნობობა სასარგებლოა, თუმცა ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, იმედებს გაგიცრუებენ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ხელსაყრელი დღეა. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს თქვენი სანუკვარი ოცნება ახდება. ეცადეთ დილიდან დადებითად განეწყოთ. ზოგადად ეცადეთ, რომ ადრე გაღვიძება წესად აქციოთ. ეს თქვენი დღის ყველაზე ნაყოფიერი დროა. თქვენი თანდაყოლილი ღირსებები სწორედ გამთენიისას აქტიურდება.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ნუ გაჯიუტდებით. უმჯობესია, ტაქტიკა შეცვალოთ და ოპონენტებს დაეთანხმოთ, მაგრამ მიზნისკენ სვლა გააგრძელოთ. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაწუხებთ, ექიმთან მისვლას ნუ დააგვიანებთ. თუ მოინდომებთ, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით, მაგრამ ზოგჯერ მიზნის მისაღწევად ეშმაკობა მოგიწევთ და ამას უნდა შეეგუოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

რთული დღეა. დღის პირველ ნახევარში შეიძლება მცირე პრობლემები წარმოიშვას, თანამოაზრეების დახმარებით გაუმკლავდებით. ამ დღეს გაჯიუტება პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ გირჩევთ საჭიროების შემთხვევაში კომპრომისზე წახვიდეთ. საღამოს მოულოდნელი შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას მოახდენს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ბედი გაგიღიმებთ. შესანიშნავი დღეა, რომ ბედი აზარტულ თამაშებში სცადოთ და მაგალითად, ლატარიის ბილეთი იყიდოთ. ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს და მოაგვარეთ პრობლემები, რომლებიც ადრე ძალიან რთული ჩანდა. საკუთარ თავში არ უნდა „ჩაიკეტოთ“, თუნდაც გარშემო მყოფებთან ურთიერთობა დამღლელი ჩანდეს, ახლა ყველაზე მეტად ურთიერთობები გჭირდებათ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის