USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 2 იანვარი?
თარიღი:  1708

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

უარი თქვით ნებისმიერ დებატებში მონაწილეობაზე და საკუთარი აზრი თავზე არავის მოახვიოთ. ერთი შეხედვით უწყინარი კამათი შეიძლება ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზარდოს. ნუ ინერვიულებთ, თუ თქვენი იდეებით არავინ დაინტერესდა. აუცილებელი არ არის, რომ ყველასთვის საინტერესო იყოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა საიდუმლო გაგიმხილოთ, რომელიც გაიძულებთ რამდენიმე ადამიანის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ..

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს მოერიდეთ ახლობელ ადამიანთან კამათს. შეიძლება მისგან მოულოდნელ აგრესია იგრძნოთ, თუმცა ყველაფერი მალე მოგვარდება და ბოდიშსაც მოგიხდიან. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ მანქანის მართვის დროს და მოერიდეთ მჭრელ საგნებთან კონტაქტს. საღამოს საშუალება გექნებათ საყვარელ ადამიანებთან დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ეცადეთ, დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს რაც უფრო სწრაფად დაეშვებით ღრუბლებიდან, მით უფრო მალე მიაღწევთ სასურველ შედეგს. შეწყვიტეთ წარსულის შეცდომებზე ფიქრი - ახლა თვითკრიტიკა არ გამოგადგებათ. ახალი ნაცნობობისთვის არახელსაყრელი პერიოდია, ამიტომ მთელი ყურადღება არსებული კავშირების გაღრმავებისკენ უნდა გადაიტანოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ემოციების კონტროლს კარგად ახერხებთ, თუმცა თქვენი მისამართით გამოთქმული უსამართლო შენიშვნებს უპასუხოდ არ დატოვებთ. 2 იანვარს სახლში სტუმრების მიღებას მოერიდეთ. გირჩევთ, ასეთი ღონისძიება სამომავლოდ გადაიტანოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს ნებისმიერ უწყინარ შენიშვნაზე ან კომენტარზე მწვავე რეაქცია გექნებათ, ამიტომ გირჩევთ მთელი დღე სახლში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. ზოგადად, უმჯობესი იქნება, თუ ამ დღეებში ხალხმრავალი წვეულებებს მოერიდებით - დიდია ვირუსული ინფექციით ავადობის რისკი.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

საოჯახო ბიუჯეტის განაწილებასთან დაკავშირებით კამათი გელით. ამ პერიოდში ფულის ხარჯვისგან და ზოგადად, აქტიურობისგან თავის შეკავება ჯობს. ახლანდელი პრობლემებს მალე დაძლევთ და თქვენი განწყობაც ამაღლდება.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამის სურვილი არ გაქვთ, მაგრამ ოჯახში მიღებულ ზოგიერთ ტრადიციასთან შეგუება მოგიწევთ და ნუ ფიქრობთ, რომ ოჯახში თქვენს ინტერესებს ფეხქვეშ თელავენ. მშვენიერი დღეა რომანტიკული პაემნებისთვის.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ეს დღე აუცილებლად მოგიტანთ სასიხარულო ამბებს. შეიძლება, დახმარება იმ ადამიანებმა შემოგთავაზონ, ვისგანაც არ ელით. ნუ იფიქრებთ ძველ წყენებზე და დაგეგმეთ ოპტიმისტური მომავალი.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს მომხდარმა შეიძლება აგანერვიულოთ, თუმცა ეს დროებითი სირთულეებია და მალე არ გემახსოვრებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ფული არავის ასესხოთ, თორემ დიდხანს ვეღარ დაიბრუნებთ. ხელსაყრელი დღეა დიეტის დაწყებისთვის.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისთვის. თქვენი პიროვნული თვისებები უამრავ ადამიანს იზიდავს, ამიტომ მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად სერიოზული იქნება ის და რამდენ ხანს გაგრძელდება. სამსახურში მოსალოდნელია დაწინაურება.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის