USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 2 აგვისტო?
Date:  2142

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მიზნის მისაღწევად ბევრი ბრძოლა მოგიწევთ. წარმატება თქვენს ამტანობაზეა დამოკიდებული. პლანეტების გავლენა პირად ურთიერთობაში წარმატებულ დღეს გპირდებათ. ეცადეთ ისარგებლოთ - ამ დღეს მარტოხელა ვერძს ხიბლს ვერავინ გაუძლებს.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მშვიდი დღეა, მოულოდნელობების გარეშე. ცვლილებები, რომლებსაც დიდი ხანია ელით, უახლოეს ხანებში მოხდება, თანაც იმაზე უკეთ, ვიდრე ელოდით.
ბოლო დროს ემოციების მოთოკვა გიჭირთ. თუ სახლში კონფლიქტები არ გსურთ, მეტი დიპლომატია უნდა გამოიჩინოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

თუ კარიერულ წინსვლას გეგმავთ, ყურადღება მიმდინარე პროექტების დეტალებზე უნდა გაამახვილოთ. ეცადეთ, საკუთარი ძალა და შესაძლებლობები გააცნობიეროთ და ეს ენერგია მიზნების მისაღწევად მიმართოთ. არც ოჯახთან ერთად დასვენების შესახებ დაივიწყოთ - ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა აღადგინოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს შეიძლება ისეთ პრობლემას შეეჯახოთ, როგორიც ადამიანების ზედაპირულობა და უყურადღებობაა. თქვენ გარშემო მყოფები სერიოზულ საკითხებს ზედმეტად მსუბუქად აღიქვამენ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებენ. საეჭვოა, რომ ვინმეს დარწმუნება და სიტუაციის შეცვლა შეძლოთ, ამიტომ მოთმინება მოიკრიბეთ - ეს ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თქვენი ძალისხმევა ჯილდოს იმსახურებს! გირჩევთ საკუთარი გადაწყვეტილება პარტნიორს გაუზიაროთ და ერთად იპოვით საუკეთესო გადაწყვეტილებას, რომელიც პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
მარტოხელა ლომებს დღის მეორე ნახევარში ერთი ნახვით სიყვარული ელით. დროა, თქვენი გული დიდი გრძნობისთვს მოამზადოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს მენეჯმენტთან ან ადმინისტრაციასთან კამათი და დაპირისპირება გელით. ეცადეთ კომპრომისი დროულად იპოვოთ და შეჩერდეთ. ოჯახის და მეგობრების რჩევა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
მოულოდნელი შემოსავალი საშუალებას მოგცემთ, რომ ვალდებულებები შეასრულოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

სამსახურში ეცადეთ ემოციები გამუდმებით აკონტროლოთ და აგრესიის გამოვლინება არ დაუშვათ. ოჯახურ ურთიერთობებში კი მეტი გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და ძველებური ოპტიმიზმი დაგიბრუნდებათ. მარტოხელა სასწორებისთვის ეს დღე შეიძლება ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპად იქცეს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით და ყურადღებით უნდა იყოთ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ფინანსური თვალსაზრისით მეტი წინდახედულობა გმართებთ.
მოულოდნელმა შემთხვევამ შეიძლება თქვენს სამომავლო გეგმებზე გავლენა მოახდინოს. მიზეზი გამოჩნდება, რომ შეჩერებული პროექტის განხორციელებას დაუბრუნდეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ხელსაყრელი დღეა, რომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ და კოლეგებს შესანიშნავი ინიციატივები შესთავაზოთ. მოერიდეთ სკეპტიკოსებს, რომლებიც ხელის შეშლას ცდილობენ. ასევე, ნუ ეცდებით ყველაფრის დამოუკიდებლად მოგვარებას და საჭიროების შემთხვევაში რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ.
მარტოხელა მშვილდოსნებო, ამ დღეს ინსტინქტებს მიჰყვებით, თუმცა შეიძლება მან თქვენთვის შეუფერებელ ადამიანებთან მიგიყვანოთ. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ პირველი შთაბეჭდილება მცდარია.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ბოლო დროს თქვენს თავში ჩაიკეტეთ და ეს თქვენი დიდი შეცდომაა. ეცადეთ, სხვა ადამიანებისთვის უფრო ღია და ხელმისაწვდომი გახდეთ.
პირად ურთიერთობებში დიმინირებას ცდილობთ, მაგრამ კარგი იქნება, ინიციატივის უფლება პარტნიორს მისცეთ. თქვენი ურთიერთობა ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება, თუ ცოტა მოდუნდებით.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და ენერგია ტყუილად არ დახარჯოთ. თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება - წარმატება უკვე ახლოსაა, ცოტა მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.
რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, წინ დაუგეგმავი ხარჯები გელით, ამიტომ ეცადეთ „ქამარი მოიჭიროთ“.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

მიზნამდე მისვლისთვის შეიძლება ზოგი მოვლენის ან ადამიანის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ. მუშაობის დროს სირთულეებმა და დაბრკოლებებმა არ შეგაშინონ - მათ გადალახვას ადვილად შეძლებთ.
მარტოხელა თევზებს შეიძლება ნამდვილი სიყვარული ეწვიოთ. თუ დროებითი გაუგებრობების მოგვარებას შეძლებთ, ამ ურთიერთობას ბედნიერი დასასრული ექნება.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way