რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ამ დღეს სასურველი შედეგის მისაღწევად სწრაფად და ინტუიციურად უნდა იმოქმედოთ. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ - ამ დღეს ნებისმიერი, უწყინარი საუბარი შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან და ცხოვრებაში საქმისთვის გაცილებით მეტი დრო დაგრჩებათ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
რთული და სტრესული დღისთვის უნდა მოემზადოთ. მოვლენები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ელვისებური რეაგირება და გადაწყვეტილებების იმპულსურად მიღება მოგიწევთ. ეცადეთ, ისარგებლოთ შანსით, რომელსაც ბედი გიმზადებთ. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას - ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
გირჩევთ, ურთიერთობებს გაუფრთხილდეთ. მოერიდეთ კრიტიკულ შენიშვნებს და აგრესიას. გახსოვდეთ, რომ შეცდომებს თავადაც უშვებთ, ამიტომ სხვები შეცდომების გამო არ უნდა დატუქსოთ. ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, ამიტომ თანამოსაუბრე უფრო ფრთხილად უნდა აირჩიოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის ყველაზე უფროს და უმცროს წევრებს. გამორიცხული არაა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემა, რომელსაც მალე დაძლევთ.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
ამ დღეს უსამართლობის მიმართ გამძაფრებული პროტესტი გაქვთ, ნებისმიერ წვრილმანზე ბრაზდებით და განწყობა გიფუჭდებათ, ამიტომ ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სხვა დღისთვის გადადოთ, როცა ცივი გონებით შეძლებთ სწორი დასკვნების გაკეთებას
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
ამ დღეს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება უნდა მოასწროთ. შეეგუეთ, რომ თქვენი რჩევა და დახმარება ყველას ერთდროულად დასჭირდება. ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ, რათა ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხებისგან უმნიშვნელო საკითხებზე არ გადაიტანოთ. საოჯახო საქმეებსაც თქვენი ყურადღება სჭირდება.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
ენერგეტიკული პოტენციალი შემცირებულია, რაც ხელს გიშლით, რომ ამ დღისთვის დაგეგმილი საქმეები განახორციელოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ერთი ან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აირჩიოთ და მთელი ენერგია მათი განხორციელებისკენ მიმართოთ. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ყველა რისკი გამოთვალეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
ენდეთ საკუთარ ინტუიციას - დღეს ის სწორ მინიშნებებს მოგცემთ. გაატარეთ საღამო ახლო მეგობრების გარემოცვაში და თქვენთვის საინტერესო საკითხები განიხილეთ. ერთი შეხედვით, თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები სიტუაციას მხოლოდ აუარესებს, თუმცა რამდენიმე დღეში ამ მოვლენებს სხვანაირად შეაფასებთ.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
ამ დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი ამბები გაიგოთ, რაც მომხდარის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას შეცვლის. შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე აზრი მკვეთრად შეგეცვალოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდებათ. მიეცით მათ მეტი დრო და რთულ სიტუაციაში მხარი დაუჭირეთ. ახალი საქმის დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ, რადგან ამ დღეს წარმატებას ვერ მიაღწევთ. ეცადეთ, პარტნიორის აზრი უფრო ხშირად გაითვალისწინოთ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ამ დღეს თქვენმა გულწრფელობამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ გირჩევთ საკუთარი გეგმები არავის გაუმხილოთ. მაღაზიებში გასეირნება კი სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ - შესაძლოა, სახლისთვის რაღაც ძალიან ლამაზი იყიდოთ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
შესაძლოა, ოჯახთან ან ახლო ნათესავთან დაკავშირებული საკითხი გაწუხებთ, თუმცა დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ ვიღაცას საკუთარი სიმართლე დაუმტკიცოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღე მშვიდად გაატაროთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. დროა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყებაზე იზრუნოთ.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
საყვარელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ და იმედი არ უნდა გაუცრუოთ. ეს გაზრდის თქვენს თვითშეფასებას და გააძლიერებს თქვენს ურთიერთობებს. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სუფთა ჰაერზე სეირნობა ან სპორტდარბაზში ვარჯიში სასურველი ფორმის მიღწევაში დაგეხმარებათ.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და აკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ. ამ გზით შეიძლება აღმოაჩინოთ ახალი ჰობი ან ისეთით დაინტერესდეთ, რაზედაც აქამდე არასდროს გიფიქრიათ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდეს.
დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.
რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.
- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?
- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.
- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?
- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.
- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?
- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.
- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?
- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.
წყარო:https://bm.ge/