USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 19 მარტი?
Date:  788

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მარტისთვის:

ვერძი

მშვიდი და სასიამოვნო დღეა. მიმდინარე საქმეებს სწრაფად და გართულებების გარეშე უმკლავდებით. არ შეგეშინდეთ საკუთარი პოზიციის დაცვა და თქვენ წინაშე კიდევ უფრო მეტი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება. სანამ გეგმების განხორციელებას შეუდგებით, ეცადეთ ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე განიხილოთ.

კურო

ამ დღის მოვლენებმა შეიძლება სირთულეები შეგიქმნათ ან პირიქით, ყველა დაგროვილი პრობლემა მოაგვაროს. დროა, თუნდაც ერთ მავნე ჩვევას დაემშვიდობოთ და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე იფიქროთ. დამატებითი სამუშაო თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ტყუპები

სასურველი შედეგის მიღწევას სხვების დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად მოქმედებით მიაღწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ფული უფრო მომჭირნედ ხარჯოთ - უახლოეს ხანებში დიდი თანხა დაგჭირდებათ. მოლაპარაკებისთვის არახელსაყრელი დღეა - უმჯობესია დიალოგი სხვა დროისთვის გადადოთ.

კირჩხიბი

აქტიური და სამუშაოთი დატვირთული დღეა. გირჩევთ ძვირფას დროს გაუფრთხილდეთ და მხოლოდ კოლეგებთან საუბარში არ დახარჯოთ. ეცადეთ ურთიერთობებში მეტი გულწრფელობა გამოიჩინოთ. ეს სწორი გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ და შემდგომი არასწორი ნაბიჯებისგან დაგიცავთ.

ლომი

გსურთ, რომ რაღაც უჩვეულო და სარისკო ჩაიდინოთ, მაგრამ ამით მხოლოდ პრობლემებს შეიქმნით. გირჩევთ წუთიერ განწყობას არ დაემორჩილოთ და ემოციები აკონტროლოთ. ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ - კეთილი სიტყვით ან კარგი რჩევით. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი საქმე გელით.

ქალწული

გატაცებამ ან საქმემ, რომლითაც თავისუფალ დროს ერთობით, შეიძლება აღიარება ან ფინანსური შემოსავალი მოგიტანოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ენერგიით და დადებითი ემოციებით აგავსებთ. სხვის რჩევებს ნუ ენდობით - ამან შეიძლება დაგაბნიოთ ან შეცდომა დაგაშვებინოთ.

სასწორი

დაძაბული დღე გელით. ღია დაპირისპირებაში არ ჩაერთოთ. ეცადეთ დაძაბულ სიტუაციებს იუმორით ან კომპლიმენტებით მოერიდოთ. თავი შეიკავეთ გულწრფელებისგან. გახსოვდეთ, რომ საკუთარი თუ სხვისი საიდუმლოებები არ უნდა გაამჟღავნოთ. თუ სირთულეების მიუხედავად, მიზანზე უარს არ იტყვით, აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, რაციონალურად და პრაქტიკულად იაზროვნოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, რომ სიტუაცია მართონ. ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, ფაქტები შეამოწმოთ და დამატებითი ინფორმაცია შეაგროვოთ.

მშვილდოსანი

ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა მიზნის სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებათ. ამ დღეს დაწყებული საქმე აღიარებას და ფინანსურ მოგებას მოგიტანთ, თუმცა სანამ დაიწყებთ, ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ.

თხის რქა

თქვენი შესაძლებლობები დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად საკმარისი არაა, ამიტომ სანამ დაიწყებთ, ეცადეთ, თქვენი ძლიერი მხარეები და ხელმისაწვდომი რესურსები ობიექტურად შეაფასოთ. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ - ვიღაც თქვენს მოტყუებას ან ნუ საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს. ეცადეთ, პოზიტიურად განეწყოთ, რომ სირთულეებთან გამკლავება შეძლოთ.

მერწყული

ამ დღეს მნიშვნელოვანია მხარდამჭერთა გუნდი სწორად შეარჩიოთ. დეპრესიული განწყობის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, სასიამოვნო და პოზიტიურ ადამიანებს დაუკავშირდეთ და ნათელი ემოციებით დაიმუხტოთ. საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული საღამო თქვენს ურთიერთობას განამტკიცებს.

თევზები

უჩვეულო და საინტერესო საქმის წამოწყების არ უნდა შეგეშინდეთ - ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. სამსახურში შექმნილი სირთულეები კრეატიულ იდეებს შთაგაგონებთ, რაც უახლოეს ხანებში წარმატებას და მოგებას მოგიტანთ. იზრუნეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე და შეეცადეთ, პროფილაქტიკური მკურნალობისთვის დრო და რესურსები გამონახოთ.

 
 
society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way