USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 19 მაისი?
Date:  5402

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მსუბუქი და სასიამოვნო დღეა. მტკივნეული საკითხების სწრაფად და უპრობლემოდ გადაწყვეტას შეძლებთ. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი აზრის და პოზიციების დაცვა და თქვენ წინაშე კიდევ უფრო მეტი საინტერესო შესაძლებლობა გაჩნდება. სანამ საკუთარი გეგმების განხორციელებას შეუდგებით, ინფორმაცია უმცირეს წვრილმანებამდე შეისწავლეთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღის მოვლენებმა შეიძლება პრობლემები მოგიმატოთ ან პირიქით, ყველა პრობლემისგან გაგათავისუფლოთ. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ სულ მცირე, ერთი მავნე ჩვევისგან გათავისუფლდეთ და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ. შანსი გაქვთ, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ და საკუთარი კეთილდღეობა გააუმჯობესოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

სასურველ შედეგს მხოლოდ სხვების დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად მოქმედება მოიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ - უახლოეს მომავალში გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით. თუ ამ დღეს მოლაპარაკება დაგეგმეთ, უმჯობესია, სხვა დროისთვის გადადოთ, რადგან დიალოგის წარმოება გაგიჭირდებათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ეცადეთ, ძვირფასი დრო კოლეგებთან უსარგებლო საუბრებში არ გაფლანგოთ. თუ ახლობელმა ადამიანმა რჩევის მიცემა გთხოვათ, პირდაპირობა და გულწრფელობა გამოიჩინეთ. ეს შეცდომებისგან დაგიცავთ და სწორი გადაწყვეტილების პოვნაში დაგეხმარებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შეიძლება, სახიფათო სურვილები გეწვიოთ, ამიტომ ეცადეთ წუთიერ განწყობას არ აჰყვეთ და ემოციები აკონტროლოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, ამიტომ კეთილი სიტყვით ან კარგი რჩევით უნდა გაახაროთ. დროა, მნიშვნელოვანი საქმე დაიწყოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

გატაცებამ, რომელიც თავისუფალ დროს გილამაზებთ, შეიძლება აღიარება ან ფინანსური შემოსავალი მოგიტანოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ენერგიით და დადებითი ემოციებით აგავსებთ. თუ არ გსურთ საბედისწერო შეცდომა დაუშვათ, ამ დღეს გარშემო მყოფთა რჩევებს არ უნდა დაუჯეროთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

რთული და დაძაბული დღე გელით. ეცადეთ, დაპირისპირებაში არ ჩაერთოთ და კონფლიქტურ სიტუაციებს თავი იუმორის დახმარებით მოარიდოთ. თავი შეიკავეთ უცნობ ადამიანებთან საკუთარი და სხვისი საიდუმლოების გამჟღავნებისგან. თუ საკუთარ ოცნებაზე უარს არ იტყვით, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღის მოვლენებს მშვიდად შეხვდეთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას დ ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, რომ სიტუაციის მართვაში გონებას აჯობონ. ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ფაქტები საგულდაგულოდ უნდა შეამოწმოთ.

 მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ მიზანს მიაღწიოთ. თუ მოტივაციას დაანახვებთ, შესაძლოა, ახლობელი ადამიანები იდეების განხორციელებაში დაგეხმარონ. ამ დღეს დაწყებულ საქმეს სწრაფად და წარმატებით დაასრულებთ, მთავარია, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ.

 თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

შესაძლოა დაწყებული საქმის დასასრულებლად ძალა და მოტივაცია არ გეყოთ, ამიტომ სანამ საქმეს შეუდგებით ეცადეთ, თქვენი ძლიერი მხარეები და ხელმისაწვდომი რესურსები შეაფასოთ. ვიღაც თქვენს მოტყუებას ან საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს, ამიტომ სიტყვაზე არავის ენდოთ. ეცადეთ, პოზიტიურად განეწყოთ, რომ სირთულეებთან გამკლავება გაგიადვილდეთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეცადეთ, ბნელი ფიქრებისგან გათავისუფლდეთ. სასიამოვნო და პოზიტიური ადამიანები დეპრესიული განწყობისგან გამოგიყვანენ და ნათელი ემოციებით დაგმუხტავენ. საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული რომანტიკული საღამო თქვენს ურთიერთობას ჰარმონიულს გახდის და გააძლიერებს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს უჩვეულო და საინტერესო პროექტის წამოწყების არ უნდა შეგეშინდეთ. სამსახურში მოსალოდნელი სირთულეები კრეატიული იდეებისკენ გიბიძგებთ, რაც მალე წარმატებას და მოგებას მოგიტანთ.

tbilisi
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way