USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 19 ივლისი?
თარიღი:  3808

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეს დღე წარმატებას გპირდებათ. ადამიანებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ და ეს თქვენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ! თუ ვინმესთან გულწრფელ საუბარს ან იდეის შეთავაზებას აპირებთ, ამისთვის უკეთეს დროს ვერ ნახავთ. გახსოვდეთ, რომ საჭირო დროს ნათქვამ სწორ სიტყვებს თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ნებისმიერ საკითხში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ყველაზე მარტივ საქმეებშიც კი შეიძლება მოულოდნელი სირთულეები წარმოიშვას, ამიტომ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავოთ ან საქმის მიმდინარეობაზე კონტროლი სხვას დაავალოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ „მთები გადააბრუნოთ“. თუმცა მოუთმენლობა და აჩქარება ხელს გიშლით, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს მხოლოდ ის აკეთოთ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. მეორეხარისხოვანი საქმეები შეგიძლიათ სამომავლოდ შეინახოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თქვენი მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდება! გარდა ამისა, ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. გამორიცხული არ არის, რომ მომავალში ეს ურთიერთობა კარიერულ წინსვლასა ან კაპიტალის გაზრდაში დაგეხმარებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თქვენი ბედნიერება თქვენ ხელშია! გინდა ბედნიერი და წარმატებული იყოთ? იყავით! - ეს უნდა გახდეს თქვენი სამოქმედო გეგმა. ეს დღე ისეთ თვისებებს გაჩუქებთ, როგორიცაა ნებისყოფა, ორგანიზებულობა და მიზანდასახულობა. ასე რომ, თუ ამბიციური გეგმა გაქვთ, დროა იმოქმედოთ!

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს შემოქმედებითი სულისკვეთებით ხართ სავსე. მის წყალობით შეგიძლიათ საკუთარი შესაძლებლობები ნებისმიერ სფეროში გამოავლინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ ყველა მიმართულებით ექსპერიმენტები ჩაატაროთ, ყველაფერი, რაც შესაძლებელია. თქვენი სურათის ჩათვლით.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დღეს პროფესიულ სფეროში ნუ გამოიჩენთ განსაკუთრებულ ინიციატივასა და აქტიურობას, მით უფრო, თუ უთქვენოდ უკვე გადაწყვიტეს რაღაც საკითხი. თქვენი კრიტიკული შენიშვნა მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევს და უშედეგოდ დამთავრდება. ამიტომ დღე მშვიდად გაატარეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თქვენს ცხოვრებაში ახალი და საინტერესო ეტაპი დგება. ეს შეიძლება ახალ ადამიანებს, გატაცებას, გრძნობებს ან ახალ ადგილების უკავშირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ოთხ კედელში ჯდომაზე უარი თქვათ და თავგადასავლების საძებნელად გარეთ გახვიდეთ - მრავალფეროვნებაზე და ახალ პერსპექტივაზე უკეთესი რა უნდა იყოს!

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დღეს ნებისმიერ საქმეში, რომელიც ყურადღებას და გულმოდგინებას მოითხოვს, შეცდომებს დაუშვებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სერიოზული ან რთული საქმე ხვალისთვის გადადოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც ნამდვილად გაინტერესებთ. სხვა საქმეები მაინც მარცხისთვის იქნება განწირული.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ და უკან დახევას არ აპირებთ. მებრძოლი განწყობის წყალობით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გარშემო მყოფებთან ურთიერთობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. უნებურად ვინმე რომ არ შეურაცხყოთ, სანამ რამეს იტყვით, ათამდე დაითვალეთ. ეს კონფლიქტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს შემოქმედებითი მუხტით ხართ სავსე, რაც ყველაზე მოსაწყენ საქმეებშიც კი დაგეხმარებათ. ყველაფერს, რასაც შეეხებით, კაშკაშა და ნათელი ფერებით ავსებთ. თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ემოციები აკონტროლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი შინაგანი ცეცხლი შეიძლება ხანძარში გადაიზარდოს და გარშემო მყოფებთან კონფლიქტად იქცეს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს სხვადასხვა თემაზე უამრავი კითხვა გიჩნდებათ და ცდილობთ, სასწრაფო პასუხი მოძებნოთ. თუ ამ მოჯადოებულ წრეს თავი არ დააღწიეთ, მთელ დღეს დაკარგავთ. ვარსკვლავები გაფთხილებენ, რომ ყველაფრის ერთდროულად კეთება დროის ფუჭად კარგვას ნიშნავს.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.