რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
თუ გსურთ, რომ სასურველ შედეგებს მიაღწიოთ, სწრაფად და ინტუიციურად უნდა იმოქმედოთ. ეცადეთ, ურთიერთობის დროს ემოციები აკონტროლოთ და ახლობელი ადამიანი არ შეურაცხყოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება სრულიად უწყინარი საუბარი დაპირისპირებაში გადაიზარდოს. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ და დაისვენოთ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
გირჩევთ რთული, სტრესული დღისთვის მოემზადოთ. ფიქრში დრო არ დაკარგოთ - ამ დღეს სიტუაციაზე სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილებების იმპულსურად მიღება მოგიწევთ. მხოლოდ ასე შეძლებთ, იმ შანსით ისარგებლოთ, რომელსაც ბედი გიმზადებთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, მაგრამ თუ ყველა საქმის ერთდროულად კეთების ჩვევას არ მოიშლით, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
გაუფრთხილდით ურთიერთობებს. ეცადეთ, ადამიანებს შენიშვნებით გული არ ატკინოთ და თქვენ ირგვლივ განვითარებული მოვლენები მშვიდად მიიღოთ. ამ დღეს ბევრ ტყუპს მოუწევს ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც არ მოსწონს. სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ დაღლას პრაქტიკულად ვერ გრძნობთ.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
რთული და მრავალმხრივი ტენდენციებით გამორჩეული დღეა, ამიტომ ეცადეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება საქმე სანანებლად გაგიხდეთ. კოლეგებთან ურთიერთობა საკუთარი შეცდომების დანახვასა და გამოსწორებაში დაგეხმარებათ. ნუ ელით, რომ პრობლემებს ვინმე სხვა მოგიგვარებთ. თუ სასიკეთო ცვლილებები გსურთ, თავად იმოქმედეთ.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
ამ დღეს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება მოგიწევთ. უფრო მეტიც - შეიძლება ყველა ახლობელს ერთდროულად დასჭირდეთ და დახმარება გთხოვონ, ამიტომ დატვირთული დღისთვის უნდა მოემზადოთ. ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ, რათა მნიშვნელოვან საქმეებს არ მოწყდეთ. საღამოს ხალხმრავალი წვეულება გელით, მაგრამ დიდხანს ნუ დარჩებით - გახსოვდეთ, რომ ძალების აღდგენისთვის დასვენება გჭირდებათ.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
დაღლილობა საშუალებას არ გაძლევთ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საქმეზე გაამახვილოთ. მოსალოდნელი რისკები გათვალეთ და ნუ აჩქარდებით, რომ შეცდომა თავიდან აიცილოთ. არ დანებდეთ, თუნდაც მოვლენები თქვენთვის არასასურველი მიმართულებით განვითარდნენ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორ მინიშნებებს მოგცემთ. ხელსაყრელი დღეა სახლის საფუძვლიანი დასუფთავებისა და უსარგებლო ნივთების მოცილებისთვის. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ენერგიით და ოპტიმიზმით აგავსებთ. სასურველია, რომ საღამო ახლო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ და თქვენთვის საინტერესო საკითხები განიხილოთ.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
მნიშვნელოვანი ამბავი, რომელსაც დღეს გაიგებთ, მიმდინარე მოვლენების მიმართ თქვენს დამოკიდებულებაზე გავლენას მოახდენს. ახლობელ ადამიანებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ - ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ და რთულ სიტუაციაში მხარი დაუჭიროთ. ფრთხილად იყავით საბუთებზე ხელის მოწერის დროს და კითხვების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართეთ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ამ დღეს გულწრფელობას უახლოეს ადამიანებთანაც კი უნდა ერიდოთ. არავის უამბოთ საკუთარ გეგმებზე. ბოლოს და ბოლოს, თქვენი უფლებაა, რომ საიდუმლო გქონდეთ. მშვენიერი დღეა სასიამოვნო შოპინგითვის და რომანტიკული პაემნებისთვის.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
ამ დღეს თქვენი ფიქრები და საზრუნავი საყვარელ ადამიანებს უკავშირდება. შესაძლოა, გაწუხებთ რამე საკითხი, რომელიც დაკავშირებულია თქვენი ოჯახის წევრთან ან მეგობართან და გამოსავალს ეძებთ. სანერვიულო არაფერია, უახლოეს დღეებში სირთულეებს დაძლევთ.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
ამ დღეს საყვარელ ადამიანებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით - ეს თქვენს ურთიერთობებს გააძლიერებს. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, კარგი იქნება, თუ სპორტული დარბაზის აბონემენტს შეიძენთ ან დეტოქს-პროცედურას ჩაიტარებთ. არახელსაყრელი დღეა საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლისთვის, ასევე საქმიანი მოლაპარაკებებისა და ახალი ნაცნობობისთვის.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
ენდეთ საკუთარ ინტუიციას და აკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ - ეს ახალი საქმიანობის პოვნაში დაგეხმარებათ. შეიძლება ისეთი რამით დაინტერესდეთ, რაზედაც აქამდე არასოდეს გიფიქრიათ. დიდი ალბათობით, ამ დღეს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი იპოვით - მთავარია, სწორი კითხვები დასვათ.