USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 19 აპრილი?
Date:  1128

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აპრილს:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს კარგი შემოსავლის მიღების შანსი გაქვთ, მთავარია, იაქტიუროთ და დამატებითი სამუშაოს შესრულება არ დაგეზაროთ. გირჩევთ, საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკული სიურპრიზით გაახაროთ. ფიზიკური მუშაობა ან ვარჯიში სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ახალი ურთიერთობები საინტერესო ნაცნობობას და სასარგებლო კავშირებს მოგიტანთ. გაძლიერებული ინტუიციის დახმარებით თანამოსაუბრის განწყობას სწრაფად ხვდებით. გამორიცხული არ არის, რომ ოპონენტებმა ინოვაციური იდეები ან ღირებული რჩევები მოგაწოდონ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

აქტიური და ნაყოფიერი დღისთვის უნდა მოემზადოთ. შეიძლება მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ ან დიდი ხნის წინ დაწყებული, მნიშვნელოვანი საქმე თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულოთ. პლანეტების მხარდაჭერით შეგიძლიათ დიდი და რთული პროექტების განხორციელებაც კი დაიწყოთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება სასარგებლო იყოს, ამიტომ ეცადეთ სახლის გარეთ მეტი დრო გაატაროთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით, მით უფრო ნაყოფიერი და წარმატებული დღე გელით. თანამოსაუბრემ შეიძლება შესანიშნავი იდეა მოგაწოდოთ. ნუ მოგერიდებათ იმაზე საუბარი, რაც ნამდვილად გაწუხებთ - ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ დღეს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს მიიღებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან საქმის საბოლოო შედეგი მათზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, გუნდურად მუშაობით გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებთ. გირჩევთ, კოლეგებს ყურადღებით მოუსმინოთ. საქმიანი კომუნიკაცია მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

19 აპრილს სამსახურში ფრთხილად იყავით, არ დაკარგოთ კონცენტრაცია და გადაამოწმეთ ყველა დეტალი, რათა არ დაუშვათ სერიოზული შეცდომა. ქალწულს შეიძლება დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდეს, ამიტომ უარს ნუ იტყვით მიწვევაზე. არის შანსი გააუმჯობესოთ თქვენი პროფესიული პოზიცია.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე აქტიურად გაატაროთ. შეგიძლიათ, მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ, რადგან ყველაფერს დროულად გაუმკლავდებით. პირად ურთიერთობაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თქვენთვის ძვირფას ადამიანს აწყენინოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ადამიანების დარწმუნებას ისე ადვილად ახერხებთ, როგორც არასდროს. ეცადეთ, ეს ხელსაყრელი დრო სასურველი შედეგის მისაღებად გამოიყენოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო გულწრფელი უნდა იყოთ და დაუფარავად უთხრათ ყველაფერი, რაც გაწუხებთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

შოპინგისთვს ხელსაყრელი დღეა. საშუალება გექნებათ, რომ სასურველი ნივთი გონივრულ ფასად შეიძინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისთვის დრო გამონახოთ. ნუ მოგატყუებთ მოჩვენებითი სიმშვიდე თქვენ გარშემო. არ მოდუნდეთ და არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს რთული საკითხების გადაჭრას მოლაპარაკებებისა და დისკუსიების გზით შეძლებთ. ეცადეთ, საჭირო სიტყვები იპოვოთ და თანამოსაუბრე საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ. შეცვალეთ დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება - არ გაბრაზდეთ და ხელები არ ჩამოუშვათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

გირჩევთ, ახლად გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინოთ და გულწრფელობას მოერიდოთ. სავარაუდოდ, ახლო გარემოცვიდან ვიღაც თქვენს ზურგს უკან ინტრიგებს ხლართავს. საოჯახო საქმეების კეთება სულიერ წონასწორობას აღგიდგენთ და სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ყველაზე მეტად კონფლიქტებს უნდა მოერიდოთ. სავარაუდოდ, ადამიანი, ვისთანაც დღეს იკამათებთ, მომავალში მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ. გამოიყენეთ სხვების გამოცდილება საკუთარი შეცდომების თავიდან ასაცილებლად.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way