USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 18 თებერვალი?
дата:  644

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის:

ვერძი

კეთილგანწყობის მოსაპოვებლად არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ, ყველა ისედაც თქვენს მხარეზეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე ახალი კონტაქტების დამყარებას, მხარდაჭერის მოზიდვას და პროექტის განხორციელებას მიუძღვნათ. თქვენი იდეები მიმზიდველია, სიტყვები კი დამაჯერებელი. ასე რომ, შეგიძლიათ სასურველი შედეგის იმედი გქონდეთ.

კურო

ამ დღეს ყველაზე კარგად რთულ ამოცანებზე ფიქრი და მომავლის გეგმების შედგენა გამოგდით. სამაგიეროდ, პროექტების განხორციელებას სირთულეები ახლავს, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებაზე არც კი უნდა იფიქროთ. რთული, ჩახლართული გეგმების სქემების ანალიზი პრობლემიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ყველაზე დიდ წარმატებას გარშემომყოფებთან თანამშრომლობა მოგიტანთ. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად მოქმედებაც შეგიძლიათ, თუმცა გუნდური მუშაობა მიზნის უფრო სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ გარშემო მყოფთაგან ერთ-ერთმა საინტერესო იდეა ან ღირებული რჩევა მოგაწოდოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს იღბლის იმედად არ უნდა იყოთ. დაბრკოლებების გადალახვასა და წარმატების მიღწევაში თქვენი ენერგიულობა, პრინციპულობა და აქტიურობა დაგეხმარებათ. ამ თვისებებით ყველაზე რთულ და დახლართულ საქმეებსაც ადვილად გაუმკლავდებით. ამ დღეს ზუსტად იცით, რა უნდა გააკეთოთ და, რაც მთავარია, როგორ.

ლომი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი პასიურობის გამო სირთულეები შეიძლება იქ გაჩნდეს, სადაც არ ელით. პრობლემებმა, რომლებიც მოგვარებული გეგონათ, შეიძლება მოულოდნელად თავი იჩინონ და ახალი ძალისხმევა მოითხოვონ. ამჯერად ნებისმიერი საკითხის მოგვარებაზე ბევრად მეტი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ.

ქალწული

თუ რამე კარგად არ გამოგდით, დამნაშავე თავად ხართ. ეს დღე კარგ შესაძლებლობებს გთავაზობთ, მაგრამ შეიძლება ვერ შენიშნოთ და გვერდით ჩაუაროთ. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ ერთხელ დაშვებული შეცდომა გაიმეოროთ. ნუ მოდუნდებით. ამ დღეს თქვენი წარმატების გასაღები ენერგიასა და პოზიტიურ განწყობაში მდგომარეობს.

სასწორები

შესანიშნავი დიპლომატი ხართ და სურვილის შემთხვევაში, საერთო ენას ნებისმიერთან ადამიანთან იპოვით. ასე რომ, თუ ახლობელი ან, უბრალოდ, ნაცნობი ადამიანის მიმართ კითხვები ან პრეტენზიები დაგიგროვდათ, საუბარი სხვა დღისთვის არ გადადოთ. საკუთარი აზრების გამოხატვას ყველაზე კარგად ახლა შეძლებთ.

მორიელი

თავს დაღლილად და დაბნეულად გრძნობთ და დაწყებული საქმის დასრულება გიჭირთ, თუმცა ახლის დაწყება კიდევ უფრო რთული იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად დაისვენოთ, რომ ფიზიკური და სულიერი ძალები აღიდგინოთ.

მშვილდოსანი

მოვლენების განვითარებით სრულიად კმაყოფილი ხართ - ყველაფერი ისეა, როგორც დაგეგმეთ. გარდა ამისა, ისეთი სასიამოვნო სიურპრიზები გელით, როგორიცაა არაჩვეულებრივი ჯილდო, წარმატებული შენაძენი, სასიამოვნო ნაცნობობა, კომპლიმენტი და ა.შ. პოზიტივს ასხივებთ და კარგ განწყობას გულუხვად უზიარებთ ყველას, ვინც თქვენს ახლოსაა.

თხის რქა

მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისას მხოლოდ საკუთარ თავს არ უნდა დაეყრდნოთ – შესაძლოა ენერგია, გამოცდილება ან ცოდნა არ გეყოთ. ეს როგორც პირად ცხოვრებას, ისე მიმდინარე საქმეებს და ადამიანებთან ურთიერთობას ეხება. ახლა ერთადერთი სწორი გზა ახლობელ ადამიანებთან მოლაპარაკება და რჩევის კითხვა იქნება.

მერწყული

ამ დღეს წარმატებისთვის განსაკუთრებული ძალისხმევაც არ გჭირდებათ. ეს იმ უიშვიათეს დღეთაგანია, როდესაც თქვენი სურვილები თქვენსავე შესაძლებლობებს ემთხვევა. შესაძლებელია ბედმა სასიამოვნო სიურპრიზით, რომანტიკული შეხვედრით ან მოულოდნელი ფინანსური შემოსავლით გაგახაროთ.

თუ დიდი პროექტის დაწყებას ან საპასუხისმგებლო საუბარს გეგმავდით, დროა, გეგმა განახორციელოთ. ამ დღის დევიზია - ნუ გეშინია მოქმედების, ადგილზე დარჩენის გეშინოდეს!

თევზები

სწავლისთვის, გონებრივი მუშაობისა და გეგმების შედგენისთვის არახელსაყრელი დღეა - შეიძლება ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვათ. თუ გონებრივი მუშაობა მაინც მოგიწევთ, უმჯობესია, ამ შრომის ნაყოფი ჯერჯერობით არავის აჩვენოთ. ნუ ეცდებით საკუთარი გეგმები დაუყოვნებლივ განახორციელოთ! სავარაუდოდ, ეს გეგმები დასახვეწია და მათი განხორციელებისთვის ძალიან ბევრი მუშაობა მოგიწევთ.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати