USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 18 თებერვალი?
თარიღი:  1058

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს რთულ საქმეებს და თავსატეხების ამოხსნას უნდა მოერიდოთ. ეცადეთ, სიზარმაცე დაძლიოთ და სამუშაო რიტმში თანდათან ჩაერთოთ. ურთიერთობებში მეტი თავშეკავება გამოიჩინეთ და საყვარელი ადამიანები უსაფუძვლო ბრალდებებით არ გაანაწყენოთ. აკეთეთ ის, რაც დაგამშვიდებთ, შესაძლოა ეს იყოს სპორტი ან სხვა ფიზიკური დატვირთვა.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მომხდარის გაზვიადება გიყვართ, რაც რეალობის აღქმასა და გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით. ამ დღეს გარემოებები სწრაფად იცვლება, ამიტომ გეგმების შეცვლა მოგიწევთ. თქვენი რჩევები და შენიშვნები ახლობელ ადამიანს რთული ვითარებიდან გამოსვლაში დაეხმარება. სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ემოციური თვალსაზრისით რთული და დაძაბული დღეა. ეცადეთ, მიმდინარე მოვლენები მშვიდად მიიღოთ, არ ინერვიულოთ და სიტუაციის დრამატიზება არ მოახდინოთ. ახლობელმა ადამიანმა შეიძლება იმედები გაგიცრუოთ, თუმცა წყენა მალე დაგავიწყდებათ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ შეგიძლიათ, თამამად გააკეთოთ ის, რასაც ადრე ვერ ბედავდით.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მშვენიერი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თუ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას გეგმავთ, სხვა ადამიანების მოწოდებულ ინფორმაციას ნუ დაეყრდნობით და ყველაფერი დამოუკიდებლად აკეთეთ. ამ დღეს შეიძლება ძველი საქმე დაასრულოთ, რომელსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავდით.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეს დღე საკუთარ ინტერესებს და ჯანმრთელობას უნდა დაუთმოთ. თუ რამე გაწუხებთ, ჯობს ექიმს მიმართოთ, თუ არა, უბრალოდ თქვენს იმუნურ სისტემას დაეხმარეთ - მაგალითად, ფიზიკური აქტივობა თავს უფრო მხნედ და ენერგიულად გაგრძნობინებთ. გირჩევთ, წარსულის მოვლენების მიმართ თქვენს დამოკიდებულებას გადახედოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

გართობისა დღეა. იპოვეთ მხიარული, ხალისიანი ადამიანები და დაუვიწყარი დღე დაგეგმეთ. ახლა ყველაზე მეტად სასიამოვნო ურთიერთობები და დადებითი ემოციები გჭირდებათ. ეს ენერგიით აგავსებთ და განწყობას აგიმაღლებთ. როცა საქმე სამუშაოს ეხება, ღრუბლებიდან მიწაზე უნდა დაეშვათ და რეალობა ობიექტურად შეაფასოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა და დადებითი ემოციები დაგეხმარებათ, რომ თავდაჯერება მოგემატოთ. საჭიროების შემთხვევაში დაიწყეთ ვიტამინის მიღება და გამორიცხეთ ცხიმიანი საკვები. ნუ დაგეგმავთ რთულ საქმეს, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით. მოერიდეთ ჭორიკანა ადამიანებთან ურთიერთობას და ეცადეთ, საღამოს დასვენებისთვის დრო გამონახოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

საყვარელ ადამიანს თქვენგან მეტი ყურადღება სჭირდება. იქნებ პირად ურთიერთობებს ძალიან ცოტა დროს და ყურადღებას უთმობთ? ხელსაყრელი დღეა გულწრფელი საუბრისა და რთული საკითხების გარკვევისთვის. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, რათა შემთხვევით ახლობელი ადამიანი არ შეურაცხყოთ. შეიძლება ზოგიერთ საკითხში გასარკვევად ძველი კავშირების ან ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეცადეთ, ეს დღე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გაატაროთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ავტორიტეტული და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. გირჩევთ, საკუთარ თავზე მეტისმეტად ბევრი პასუხისმგებლობა არ აიღოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თქვენს ყურადღებას რაღაც მოვლენა მიიპყრობს და მოგიწევთ, რომ ამას დიდი დრო დაუთმოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალი, რთული საქმე წამოიწყოთ, რომელიც ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. რაღაც მოვლენა თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე თვალს აგიხელთ, მაგრამ ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ. ეცადეთ, ჯერ ყველაფერი კარგად გააანალიზოთ, აწონ-დაწონოთ და მერე იმოქმედოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ყურადღებით დააკვირდით თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და საუბრებს მოუსმინეთ. ამ დღეს ბედი მნიშვნელოვან მინიშნებებს გაძლევთ და ეცადეთ, არ გამოგეპაროთ. მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ეცადეთ, დღის განმავლობაში კარგი განწყობა შეინარჩუნოთ და პოზიტიურ ადამიანებთან იკონტაქტოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეს დღე სასიამოვნო აქტივობებს უნდა დაუთმოთ. თქვენს იმუნურ სისტემას მხარდაჭერა და დაბალანსებული კვება სჭირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ კვირა დღეს ურთიერთობები შეზღუდოთ, განსაკუთრებით აგრესიულ და გაღიზიანებულ ადამიანებს მოერიდოთ.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.