USD 2.6431
EUR 3.0123
RUB 3.3898
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 18 სექტემბერი?
дата:  4153

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დღის პირველ ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები და მონატრებულ ადამიანებთან შეხვედრები გელით. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ და თავი ნამდვილ გმირად იგრძნოთ, როდესაც სასურველ შედეგს მიიღებთ.

საღამოს პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათან შემცირდება და უმნიშვნელო, მაგრამ შემაწუხებელი სირთულეები გაჩნდება. გამორიცხული არ არის კონფლიქტები.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დღის დასაწყისი პოზიტიურია. გირჩევთ, ეს დრო მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელებისთვის გამოიყენოთ. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანებს, ვისგანაც ბევრს ისწავლით.

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი თანდათან მცირდება, ამიტომ მეტი დასვენება გჭირდებათ, სიტუაცია კი პირიქით, თქვენგან გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. შესაძლოა, სასურველი შედეგის მიღება შეძლოთ, მაგრამ შემდეგ აუცილებლად ძალები უნდა აღიდგინოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ახალი და თამამი იდეების განხორციელება დაიწყოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის არ გიღალატებთ.

დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ. თქვენი ენერგიის, შეუპოვრობისა და მონდომების წყალობით ბევრი ოჯახური პრობლემა მოგვარდება.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მოულოდნელი სირთულეები გელით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას სერიოზული პრობლემები მოჰყვეს. ნუ დანებდებით, თუნდაც გარემოებები თქვენთვის არახელსაყრელად განვითარდეს.

ზოგ კირჩხიბს გეგმების შეცვლა და დაწყებული საქმის მიტოვება მოუწევს. არ ინერვიულოთ. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, მით უკეთესი იქნება. ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და მიხვდებით, რომ არც ისე ცუდია.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ხელსაყრელი დღეა იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც ბოლო დროს თქვენ და თქვენს ახლობლებს გაწუხებთ. გირჩევთ, ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ, ეს შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ფინანსური პერსპექტივები ხელსაყრელია - საშუალება გაქვთ, რომ წარმატებული შესყიდვები განახორციელოთ.

თქვენი ენერგია და მხიარულება ბევრ ადამიანს იზიდავს, ამიტომ თავბრუდამხვევი რომანტიკული ისტორიები გელით.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს შეიძლება მოულოდნელი შეთავაზებები და სამოგზაურო მიწვევა მიიღოთ. სასურველია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ აჩქარდეთ და ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად აწონ-დაწონოთ.

ყოველთვის მზად ხართ ახლობლებს დაეხმაროთ, თუმცა ამ დღეს ჩვეულებრივზე ცივად და თავშეკავებულად იქცევით. შეიძლება ეს ვიღაცამ არასწორად გაიგოს, მაგრამ სერიოზული კონფლიქტები ნაკლებად სავარაუდოა.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობას იჩენენ. ეს დღე მშვიდად, განსაკუთრებული რყევების გარეშე ჩაივლის. საქმის კეთების დროც გექნებათ და დასვენებასაც მოასწრებთ. დღის განმავლობაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით, უსიამოვნო შემთხვევებისგან კი შინაგანი წინდახედულობა და გაძლიერებული ინტუიცია გიხსნით

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ნაყოფიერი დღეა. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება მიიღოთ ყველაფერი, რაც გსურთ. გირჩევთ, სარისკო მოქმედებები თავიდან აიცილოთ - კარგად გამოცდილი ხერხები საშუალებას მოგცემთ, საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ. დაწყებული საქმის დასრულებაში მოულოდნელად ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას არ ელოდით.

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობების, თანამოაზრეებისა და მოკავშირეების პოვნისთვის. გამორიცხული არ არის რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დღის პირველ ნახევარში ეცადეთ პლანეტების კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ. საღამოს შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციებში აღმოჩნდეთ, სადაც აუცილებლად თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ.

საღამოს ყველაზე მეტად იმ საქმეებთან გამკლავება გაგიჭირდებათ, რომლებიც სხვა ადამიანების დახმარებას მოითხოვენ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

სასიამოვნო დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება. შესაძლოა, თავისუფალი დროის სახლში გატარება გსურთ, მაგრამ დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ თავად ინიციატივის გამოჩენას არ აპირებთ, სიამოვნებით მიიღებთ შეთავაზებას მეგობრების მონახულებაზე. მთავარია, რომ ეს წინადადება მომდინარეობს ადამიანისგან, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა. საშუალება ექნებათ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც გამოცდილებას გაგიზიარებენ.

დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია სამუშაოსთან, კარიერულ განვითარებასა და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. საღამოს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გახსოვდეთ, რომ ემოციების აყოლა საქმეს უფრო გაართულებს, ამიტომ ნუ დანებდებით.

ფინანსურ ოპერაციებში სიფრთხილე გმართებთ. თავი შეიკავეთ სპონტანური შესყიდვებისა და დაუგეგმავი ხარჯებისგან და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში გაატარეთ.

общество
განათლების მინისტრი - სასკოლო ფორმის ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი კერძო სკოლების ფორმების ფასთან შედარებით

უახლოეს დღეებში ჩვენ დავადგენთ ფასს, რომელიც განისაზღვრება როგორც პიჯაკებისთვის, ასევე შარვლებისა და ქვედაბოლოებისთვის. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი კერძო სკოლების ფორმების ფასთან შედარებით, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით და ჰყავს დაწყებითი კლასის მოსწავლე, ფორმას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს.

„ჩვენი მიზანი იყო და არის, რომ ეს საქმიანობა ქართულ კომპანიებთან ერთად განხორციელდეს, მაგრამ როდესაც ბაზრის კვლევა და ტენდერი თავისუფალი მონაწილეობის შესაძლებლობას ითვალისწინებს, პირველი ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ, სამწუხაროდ, ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად ვერ წარმოადგინა. კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული ბაზრის კვლევა ვერ შედგა.

კომპანია, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, ჩინეთში უმაღლესი სტანდარტის მქონე და ნომერ პირველი სასკოლო ფორმების მწარმოებელია. ამ კომპანიის ხელმძღვანელი უკვე ჩამოსულია საქართველოში. დღეს მასთან შეხვედრა გავმართეთ და სრული გარანტია მივიღეთ როგორც ხარისხზე, ასევე ვადებზე,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати