USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 18 ოქტომბერი?
Date:  2408

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბერი:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს შეიძლება ვინმესთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების სურვილი გაგიჩნდეთ. მზად ხართ, ჩაგრულების მხარდასაჭერად უსამართლობასთან ბროლაშიც კი ჩაერთოთ. სამართლიანობის დაცვა კარგია, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ „ჩაგრული“ ადამიანები მალე თქვენს მჩაგვრელებად არ იქცნენ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება და გარემოებები სამსახურში წარმატებას და აღიარებას გპირდებათ. შესანიშნავი დღეა ნებისმიერი, ადრე დაწყებული ამოცანის შესასრულებლად და რაც უფრო მასშტაბურია ეს ამოცანები, მით უკეთესი. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ და დაისვენოთ. მოსალოდნელია შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს თქვენს სიტყვებზე, ქმედებებზე, ემოციებზე და, განსაკუთრებით, გადაწყვეტილებებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ამიტომ კარგად გაიაზრეთ, რას ამბობთ და აკეთებთ - დადებითი აზრები და კეთილი საქმეები აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

სავარაუდოდ, ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეს ან ღირებულ ინფორმაციას შეიტყობთ, რაც ფინანსური შემოსავლის მიღებაში ან პროფესიული საკითხების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ.

საღამოს საშუალება გექნებათ, საყვარელ ადამიანებთან დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. თუმცა, ეცადეთ დაუგეგმავ ფულის ხარჯვას მოერიდოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მშვენიერი დღეა, რომელიც ენერგიას, შესანიშნავ განწყობას და სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დასრულდება და აღიარებას მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ წარმატება მიდის არა მასთან, ვინც ადრე იღვიძებს, არამედ მასთან, ვინც კარგ ხასიათზე იღვიძებს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე ოჯახს და მეგობრებს მიუძღვნათ. თქვენს საქმეებში სხვა ადამიანები ხშირად ერევიან, თანაც - არა მარტო ახლობლები, არამედ უცნობებიც. ეს დიდხანს გაგაღიზიანებთ, სანამ, ბოლოს და ბოლოს, არ შეეგუებით. თუ მარტოხელა ხართ, ამ დღეს შეიძლება მონათესავე სულს შეხვდეთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დილიდან ცდილობთ, მოვლენების ცენტრში იტრიალოთ და გარშემო ყველაფერი აკონტროლოთ. მზად ხართ, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ თემაზე ესაუბროთ - სამუშაოზე, ცხოვრებაზე, სიყვარულზე. მთავარია, კამათს მოერიდოთ - ამ დღეს უმნიშვნელო წინააღმდეგობასაც ზედმეტად სერიოზულ პრობლემად მიიღებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს თქვენი შეჩერება ან გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია, თუმცა ამას თავისი უპირატესობებიც აქვს - ამ თვისების სწორად გამოყენებით მთების გადაადგილებას შეძლებთ. ეცადეთ, ეს ძალა დაუფიქრებლად არ დახარჯოთ. თქვენი იმპულსური მოქმედებების შედეგები შეიძლება ცუნამზე უფრო დამანგრეველი იყოს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ხელსაყრელი დღეა რთული პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად. შანსი გაქვთ, რომ ოპონენტებთან საერთო ენა იპოვოთ და ისინი მხარდამჭერებად აქციოთ.

ეს დღე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. კარგად იცით, რა გსურთ და სასურველი როგორ მიიღოთ. დაუგეგმავი მოგზაურობა სასიამოვნო იქნება და დიდხანს გემახსოვრებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

იმისთვის, რომ დღე მშვიდი და წარმატებული გამოვიდეს, დიპლომატიურ მოქნილობა უნდა გამოიჩინოთ და კამათს მოერიდოთ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი მოლოდინი არ გაამართლოს, ან მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც ისურვებდით. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში არ გარისკოთ, ახლა ამის გაკეთება არ შეიძლება.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს გაგიმართლებთ ყველაფერში, რაც ურთიერთობებს ეხება. იღბალი იმ საქმეში გელით, სადაც ვინმეზე დაყრდნობა შეგიძლიათ და, სულ ერთია, ეს მეგობარი იქნება, ოჯახის წევრი, ბიზნესპარტნიორი თუ საყვარელი ადამიანი. გარდა ამისა, წარმატებული იქნება მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების გაფორმება, პროფესიული და პირადი ნაცნობობა. მარტოხელა მერწყული შეიძლება ცხოვრების სიყვარულს შეხვდეს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ახალი პროექტების დასაწყებად ხელსაყრელი დღეა. შეიძლება ისეთი თამამი ნაბიჯი გადადგათ, რომელსაც დიდი ხანი ვერ ბედავდით. დროთა განმავლობაში თქვენი მცდელობა სასურველ შედეგს გამოიღებს.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way