USD 2.7247
EUR 2.9345
RUB 2.7873
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 18 მარტი?
дата:  525

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მარტისთვის:

ვერძი

ამ დღეს ინტუიციური მოქმედება უფრო გაამართლებს, ვიდრე კარგად გააზრებული გეგმა. ბიზნესპარტნიორებთან ან კოლეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, ეცადეთ გამოცდილი ადამიანების რჩევა გაითვალისწინოთ. დღის განმავლობაში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ.

კურო

ამ დღეს საყვარელ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თამამად გამოხატეთ გრძნობები და უთხარით რამდენად ძვირფასები არიან თქვენთვის. ეს დღე შესაფერისია შოპინგის, სიურპრიზებისა და სიამოვნებისთვის. ამ დღეს ნაყიდი ნივთები სასიამოვნო ემოციებს გაჩუქებთ და დიდხანს მოგემსახურებათ.

ტყუპები

სიტუაციის მკაფიო ხედვა ახალი იდეებისა და სამომავლო გეგმის ფორმირებაში დაგეხმარებათ, რომელიც მალე მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. ჯიბეში ყოველთვის გედოთ კალამი, რათა საკუთარი იდეები არ დაივიწყოთ და ჩაიწეროთ. ახალი ნაცნობობა მოგებიანი და საინტერესო იქნება.

კირჩხიბი

კარგად გააზრებული სამოქმედო გეგმა ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლასა და ამბიციური პროექტების განხორციელებას. ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეზე არიან, ამიტომ ყველაზე რთულ საქმესაც კი ადვილად გაუმკლავდებით. სავარაუდოდ, გავლენიან ადამიანს გაიცნობთ, რომელიც მომავალში ძალიან დაგეხმარებათ.

ლომი

სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ პოზიტიური დამოკიდებულება და ოპტიმისტური განწყობა შეინარჩუნოთ. ეს პრობლემებთან სწრაფად და ეფექტურად გამკლავებაში დაგეხმარებათ. დროა, იმ საქმეების დასრულებაზე იფიქროთ, რომლებიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოაწყვეთ.

ქალწული

ამ დღეს პრობლემებს კარგი განწყობით და იუმორით დაძლევთ. ხელსაყრელი დროა სახლში რემონტის დაწყებისა და საოჯახო საქმეების დასრულებისთვის. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას უმნიშვნელო წვრილმანებზე და ეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ.

სასწორი

მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. ბევრი მგზავრობა, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და ბევრი საკითხის ერთდროულად გადაჭრა მოგიწევთ. ეცადეთ, მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე იფიქროთ. სიტუაციას ნუ გაართულებთ, თქვენ გექნებათ დრო, რომ ყველაფერი დაასრულოთ.

მორიელი

ეცადეთ, პირველ რიგში, ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები მოაგვაროთ. მოიფიქრეთ, რამ შეიძლება სწრაფი მატერიალური სარგებელი მოგიტანოთ და ამ საქმით დაკავდით. მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული გეგმების განხორციელებისთვის. ნუ დაკარგავთ დროს მოსაწყენ სამუშაოზე ან საყოფაცხოვრებო საკითხების გადაჭრაზე. ახლა მთავარია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული საქმით დაიწყოთ. გამოცდილი ადამიანების რჩევა ძალიან დაგეხმარებათ - ეცადეთ, სამუშაო საკითხები კოლეგებთან და პროფესიონალებთან ერთად განიხილოთ.

თხის რქა

ამ დღეს ცხოვრების ყველა სფეროში ცვლილებები გელით. თუნდაც ეს ცვლილებები დესტრუქციულად მოგეჩვენოთ, ეცადეთ ამაში დადებითი მხარეებიც აღმოაჩინოთ. ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იქნება, თუ პარტნიორებს დიდი ხანია იცნობთ.

მერწყული

ახლა ყველაზე მეტად ახალი ემოციები და გამოცდილება გჭირდებათ. შეგიძლიათ ახალი, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, მოგზაურობა დაგეგმოთ და მაცდური შეთავაზება მიიღოთ. აკეთეთ საქმე, რომელიც კმაყოფილებას მოგანიჭებთ და სხვა ყველაფერი დაივიწყეთ. გამორიცხული არ არის, რომ დღის ჩვეულ რეჟიმს გადაუხვიოთ, მაგრამ აქედან სარგებელს მიიღებთ.

თევზები

საერთო საქმეების ოჯახურ ატმოსფეროში განხილვა კონფლიქტს დააცხრობს და მშვიდობის დამყარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ხალხში იტრიალოთ და რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა დაამყაროთ. ნუ დააგროვებთ საკუთარ თავში წყენას, რადგან ამან შეიძლება ჯანმრთელობა გაგიუარესოთ. გამონახეთ დრო საქმისთვის, რომელიც შეიძლება ფინანსურად მოგებიანი იყოს.

аналитика
«The Hill» (აშშ): „მკვდრეთით აღმდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“

ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).

„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.

დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.

აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.

დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო  საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.

ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას,  რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და  სულელებად თვლიდნენ?

მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.

წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати