USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 18 მარტი?
 2333

ოჯახი: შეიძლება პატარა უთანხმოება მოგივიდეთ ოჯახის წევრთან, მაგრამ თუ ემოციებს აკონტროლებთ, ყველაფერი სწრაფად მოგვარდება.
ჯანმრთელობა: ენერგია გაქვთ, მაგრამ ზედმეტი გადატვირთვა მუხლებს ან ხერხემალს ავნებს.
სამსახური: უფროსთან ან კოლეგებთან მცირე კონფლიქტი მოსალოდნელია, სჯობს, ენის მოჩლექვაც ისწავლოთ.
კარიერა: ახალ შესაძლებლობას ხედავთ, მაგრამ ჯერ კარგად უნდა გაარკვიოთ, რეალურია თუ არა.
ბიზნესი: კონკურენტებმა შეიძლება რაღაც სიახლე შემოიტანონ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – მთავარია, მათზე ჭკვიანურად იმოქმედოთ.
სიყვარული: ზედმეტად თამამი გამოხტომები შეიძლება პარტნიორს არ მოეწონოს, ცოტა ფრთხილად იყავით.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ოჯახი: სახლში სიმშვიდე სუფევს, თუ თავად არ მოინდომებთ უსიამოვნების შექმნას.
ჯანმრთელობა: მცირე დაღლილობას იგრძნობთ, მაგრამ ეს მხოლოდ გადაღლილობის ბრალია.
სამსახური: ბევრი სამუშაოა, მაგრამ ორგანიზებულად მუშაობა დღეს გამოგივათ.
კარიერა: განვითარებისთვის სწორი დროა – შეიძლება სასარგებლო კონტაქტი შეგხვდეთ.
ბიზნესი: მოლაპარაკებები კარგად მიდის, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ნაადრევია.
სიყვარული: თუ მარტო ხართ, შანსია, ვინმე საინტერესო გაიცნოთ.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ოჯახი: ემოციებს ნუ აჰყვებით, თორემ დიდი კამათის მიზეზი გახდებით.
ჯანმრთელობა: სტრესი მოგემატებათ, ამიტომ დასვენება აუცილებელია.
სამსახური: მოულოდნელად ახალ პროექტზე დაგნიშნავენ, მზად იყავით.
კარიერა: დროა, სწავლაზე ან ახალი უნარების შეძენაზე დაფიქრდეთ.
ბიზნესი: კონკურენტული გარემო შეიძლება ცოტა გაგაღიზიანოთ, მაგრამ არ დანებდეთ.
სიყვარული: დღეს ფლირტის და ახალი ნაცნობობის შანსი გაქვთ.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
ოჯახი: ოჯახის წევრებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ – მოუსმინეთ, ნუ დაიზარებთ.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ საკვებს – ცუდი დიეტა ენერგიას წაგართმევთ.
სამსახური: ყველაფერი მშვიდად მიდის, მაგრამ მოსაწყენიც ხდება.
კარიერა: გადახედეთ გეგმებს, შეიძლება რაღაც შეცვლა მოგიწიოთ.
ბიზნესი: სჯობს, ფინანსურად ფრთხილად იმოქმედოთ.
სიყვარული: კარგი დღეა გულწრფელი საუბრისთვის, თუ დაგროვილი გქონდათ რამე სათქმელი.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ოჯახი: შეიძლება ვინმე თქვენი ავტორიტეტის შესუსტებას ეცადოს, მაგრამ ამას ნუ გააბუქებთ.
ჯანმრთელობა: იმუნიტეტს გაუფრთხილდით, ვიტამინები გჭირდებათ.
სამსახური: თქვენი აზრი მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ზედმეტი თავდაჯერებულობა დაგაზიანებთ.
კარიერა: კარიერული ცვლილება კარს მოგადგათ – მზად იყავით.
ბიზნესი: თუ კონკურენტებზე წინ გინდათ წასვლა, დროა, ახალი მიდგომა სცადოთ.
სიყვარული: პარტნიორმა შეიძლება მეტ ყურადღება მოგთხოვოთ – ნუ უგულებელყოფთ.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ოჯახი: სახლში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ცოტა მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან.
ჯანმრთელობა: ოდნავ გადაღლილი ხართ, მაგრამ კარგი ძილი ყველაფერს გამოასწორებს.
სამსახური: თქვენზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება სიტუაცია – ემოციებს ნუ აჰყვებით.
კარიერა: თუ ცვლილება გინდათ, ჯერ ალტერნატივები განიხილეთ.
ბიზნესი: ბიზნესპარტნიორების არჩევისას ფრთხილად იყავით.
სიყვარული: ნურც ზედმეტს მოითხოვთ და ნურც საკუთარი თავის დათრგუნვის უფლებას მისცემთ.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ოჯახი: შეიძლება მოულოდნელი საუბარი დაიწყოს, რომელიც თქვენს ოჯახურ ურთიერთობებს შეცვლის.
ჯანმრთელობა: ემოციური დაძაბულობა ფიზიკურ დაღლილობად იქცევა.
სამსახური: ახალ იდეას შემოგთავაზებენ, კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა მისი მიღება.
კარიერა: საკუთარი უნარების გადახედვა არ გაწყენთ.
ბიზნესი: დროა, სერიოზული ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღოთ.
სიყვარული: გამჭრიახი იყავით – ზოგჯერ პატარა ჟესტებიც ბევრს ნიშნავს.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
ოჯახი: კარგი დროა ოჯახური ურთიერთობების გასამყარებლად.
ჯანმრთელობა: ფიზიკური აქტივობა არ გაწყენდათ.
სამსახური: თქვენს იდეებს ყურადღებას მიაქცევენ, მაგრამ სიფრთხილე მაინც გმართებთ.
კარიერა: კარიერული ზრდისთვის დროა ახალი ცოდნა მიიღოთ.
ბიზნესი: თანამშრომლებთან ურთიერთობა გააუმჯობესეთ, უკეთესი შედეგებისთვის.
სიყვარული: ემოციები და ლოგიკა უნდა დააბალანსოთ.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ოჯახი: ნუ შეურაცხყოფთ ოჯახის წევრებს, თუ მათ აზრს არ ეთანხმებით.
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ენერგია სწრაფად გამოგელიოთ – საკვებზე ყურადღება გაამახვილეთ.
სამსახური: ახალი დავალება შეიძლება ცოტათი დამღლელი იყოს, მაგრამ საინტერესოა.
კარიერა: არასტანდარტული მიდგომა დღეს წარმატებას მოგიტანთ.
ბიზნესი: სიფრთხილე გმართებთ, ნაჩქარევი ნაბიჯები არ გადადგათ.
სიყვარული: თავისუფლების სურვილი შეიძლება ურთიერთობას ავნოს.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
ოჯახი: ოჯახის წევრები თქვენი მხარდაჭერის იმედზე არიან – ყურადღება მიაქციეთ.
ჯანმრთელობა: ძილი საკმარისი არ გაქვთ, ყურადღებით იყავით.
სამსახური: ბევრი საქმე გექნებათ, მაგრამ შედეგი ღირს.
კარიერა: სტაბილურობა კარგია, მაგრამ დროა, ამბიციური გეგმებიც დასახოთ.
ბიზნესი: დღეს არ არის კარგი დღე რისკიანი ინვესტიციებისთვის.
სიყვარული: მოულოდნელი სიახლე შეიძლება ურთიერთობაში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვიოს.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
ოჯახი: ოჯახში სიტუაცია სტაბილურია, მაგრამ თქვენ გჭირდებათ მეტი ემოციური ჩართულობა.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ ძილს – გადაღლილობა გემუქრებათ.
სამსახური: მოულოდნელი ცვლილებები შეიძლება მოხდეს, მაგრამ თქვენი მოქნილობა დაგეხმარებათ.
კარიერა: დროა, ახალი იდეები წარმოაჩინოთ – ისინი შეიძლება თქვენივე ხელმძღვანელობას მოეწონოს.
ბიზნესი: ინოვაციური ნაბიჯები აუცილებელია, მაგრამ ჯერ კარგად გააანალიზეთ.
სიყვარული: თუ მარტო ხართ, შესაძლოა, საინტერესო ადამიანი გამოჩნდეს.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
ოჯახი: ოჯახის წევრებთან მეტი გულწრფელობა გამოგადგებათ.
ჯანმრთელობა: ემოციური დაძაბულობა ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახება – მეტი დასვენება გჭირდებათ.
სამსახური: შესაძლოა, ისეთი ამოცანა მოგცენ, რომელიც თქვენს კრეატიულობას საჭიროებს.
კარიერა: დროა, მეტი თავდაჯერებულობა გამოავლინოთ – ზოგჯერ ზედმეტი თავმდაბლობა წინსვლას აფერხებს.
ბიზნესი: ფულის ხარჯვისგან თავი შეიკავეთ – სჯობს, გრძელვადიან გეგმებზე ფოკუსირდეთ.
სიყვარული: ურთიერთობაში ცოტა მეტი პირდაპირობა და გახსნილობა საჭიროა.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way