USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 18 მაისი?
 1019

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მაისისათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეცადეთ, ოჯახის წევრებს და მეგობრებს თქვენი სიყვარული და მზრუნველობა უფრო ხშირად დაანახოთ. ოჯახის მხარდაჭერა დიდი ენერგიით აგავსებთ, ამიტომ თქვენც მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. მხოლოდ თქვენს ოჯახს შეუძლია თქვენი უპირობოდ მიღება და გაგება.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

გირჩევთ, ეს შაბათი დღე ღია ცის ქვეშ გაატაროთ და, თუ შესაძლებლობა გაქვთ, ახლობელ ადამიანებთან ერთად ხანმოკლე მოგზაურობაში გაემგზავროთ. ამ დღეებში ყურადღებით იყავით - შესაძლოა, თქვენი ძველი ქმედება ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დროა, სახლს და ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოთ და ყველაფერი სახლის საფუძვლიანი დასუფთავებით დაიწყოთ - ამ მხრივ ბევრი სამუშაო დაგიგროვდათ. საღამოს შეიძლება ოჯახის წევრებთან ერთად კინოში წახვიდეთ ან უბრალოდ გაისეირნოთ. ოჯახის წევრებთან ერთად რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ, მით უკეთესია.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ძალიან გადაიღალეთ, ამიტომ დროა, „წუთშესვენება“ აიღოთ და საკუთარ პრიორიტეტებს გადახედოთ. ზოგჯერ საკუთარ თავს პრობლემებს თავად უქმნით, ამიტომ ეცადეთ, გაერკვეთ, რა გსურთ და რის მიღწევას ცდილობთ? გირჩევთ, საბუთები მოაწესრიგოთ - შესაძლოა, უახლოეს ხანში ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გირჩევთ ყველა საქმე ცოტა ხნით გადადოთ და პირად ცხოვრებასა და საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმოთ. სამყარო დიდი ენერგიით დაგაჯილდოებთ, მთავარია, ეს ენერგია სასიკეთო საქმიანობაზე დახარჯოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს გარშემო მყოფებთან მცირე კონფლიქტები გელით. დილიდან გაღიზიანებული ხართ და შენიშვნებზე მკვეთრად რეაგირებთ. ასე თუ გაგრძელდა, საღამომდე შეიძლება ყველას წაეჩხუბოთ, ამიტომ გირჩევთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და ცოტა ხნით განმარტოვდეთ. ხელსაყრელი დღეა ვარჯიშებისა და დიეტის დაწყებისთვის.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს არავის ენდოთ. იმდენად ალალი ადამიანი ხართ, რომ ვერ ამჩნევთ როგორ იყენებენ თქვენს სიტყვებს თქვენ წინააღმდეგ. გახსოვდეთ, რომ პირადი და ოჯახური საქმეები საიდუმლოდ უნდა შეინახოთ და არავის გაუმჟღავნოთ. უამრავი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ, მაგრამ ვარსკვლავების მხარდაჭერა სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობა მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. თუ რჩევა გჭირდებათ, უნდა ითხოვოთ - ამ დღეს სწორ რჩევებს მოგცემენ. შესაფერისი დროა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მოერიდეთ უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მთელი კვირის განმავლობაში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავთ. მიმდინარე ხარჯებიდან გამომდინარე, შემოსავლის გაზრდა ნამდვილად გჭირდებათ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ - პარტნიორებს და მოკავშირეებს ახლა თქვენთვის არ სცალიათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღისთვის ბევრი საქმე თუ გაქვთ დაგეგმილი, გირჩევთ, სია გაანახევროთ და მთელი ყურადღება ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გადაიტანოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას და გარშემო მყოფებთან კამათს უნდა მოერიდოთ. თუ ვერ ახერხებთ, უბრალოდ სახლში დარჩით.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

უამრავი საოჯახო საქმე გელით და შაბათი სწორედ ამას უნდა დაუთმოთ. ახლობელი ადამიანების დახმარების იმედი ნუ გექნება - ამ დღეს ყველაფერს მარტო უნდა გაუმკლავდეთ. ეცადეთ ფინანსურად მომგებიან გარიგებებს, რომლებიც მალე შემოსავალს მოიტანს, მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

შრომისმოყვარეობა შესანიშნავი თვისებაა, მაგრამ თქვენი სხეული თქვენი აქტიურობით გადაიღალა. ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე და დასვენება გჭირდებათ. საყვარელი წიგნის კითხვა ან მთელი დღე ლოგინში წოლა ამ დღის იდეალური სცენარი იქნება.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way