USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 18 ივლისი?
Date:  3434

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს საინტერესო შეხვედრები გელით, ამიტომ სახლიდან გადით და ეცადეთ, დრო აქტიურად გაატაროთ. გირჩევთ, მნიშვნელოვან საკითხების გადაჭრას მეტი დრო დაუთმოთ და ნებისმიერ რთულ სიტუაციაში დადებითი მხარე დაინახოთ. ახალი პროექტების დასაწყებად არახელსაყრელი დროა, რამდენიმე დღე უნდა დაიცადოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მთელი ყურადღება ფინანსური საკითხების მოგვარებისკენ უნდა გადაიტანოთ. იმ საქმით უნდა დაიწყეთ, რომელიც ყველაზე მეტ შემოსავალს მოგიტანთ. გადაწყვეტილებების მიღების დროს ინტუიციას უნდა ენდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშვენიერ შანსს დაკარგავთ. დღის მეორე ნახევარში მეგობრებთან შეხვედრა და საუბარი გაგახალისებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ყურადღება მოიკრიფეთ, რომ მოულოდნელად გაჩენილი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. შეიძლება გეგმების შეცვლა და ისეთი საქმეების კეთება მოგიწიოთ, რაც კარგად არ გამოგდით.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თუ პრინციპულობას გამოიჩენთ და არ იზარმაცებთ, შეიძლება კარგი შემოსავალი მიიღოთ, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ახალი პროექტის დაწყებისთვის ხელსაყრელი დღეა, თუმცა საქმის ბოლომდე მისაყვანად მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ, გარშემომყოფების დახმარების იმედი ნუ გექნებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მშვიდად გაატაროთ. სერიოზული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება სხვა დროისთვის უნდა გადაიტანოთ და მთელი ყურადღება პირადი საკითხების მოგვარებას დაუთმოთ. მხოლოდ ის აკეთეთ, რაც ნამდვილად სიხარულს მოგანიჭებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს გარშემო მყოფთა დახმარება მხოლოდ ხელს შეგიშლით, ამიტომ მოემზადეთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის დამოუკიდებლად მოგვარება მოგიწევთ. ამ დღეს სასიხარულო ამბავს გაიგებთ, რაც ძალას შეგმატებთ. დაძაბულობის მოსახსნელად შეგიძლიათ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდეთ და გული გადაუშალოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

კოლეგებთან განყენებულ თემებზე საუბარი ორმხრივად სასარგებლო იქნება - ურთიერთობებს გააძლიერებთ და საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. ვარსკვლავების მხარდაჭერით შეიძლება რთულ ვითარებაშიც კი სარგებელი მიიღოთ და საქმე თქვენს სასიკეთოდ შეატრიალოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ხელსაყრელი დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის. შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო ან ფულის დაზოგვის საშუალება აღმოაჩინოთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანებს საკუთარ გრძნობებსა და განცდებზე გულწრფელად ესაუბროთ - ისინი გაგიგებენ და მხარს დაგიჭერენ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მენეჯმენტთან ურთიერთობაში სირთულეები გელით, მაგრამ სურვილის შემთხვევაში ყველასთვის სასარგებლო გამოსავალს იპოვით. არ გაუშვათ შანსი, რომელსაც ბედი აუცილებლად შემოგთავაზებთ. ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება და საინტერესო შემოთავაზებებს დაეთანხმეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ოცნებებში დაფრინავთ და ყურადღების კონცენტრირებას ვერ ახერხებთ, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და მარტოობაში მეტი დრო გაატაროთ, რომ დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ახლობელი ადამიანი არ გაანაწყენოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თქვენს სამუშაო მაგიდაზე ყოველდღიური, წვრილმანის საქმეები საკმაოდ დაგროვდა და დროა, მათგან გათავისუფლდეთ. ამ დღეს გუნდური მუშაობა ნაყოფიერი იქნება, ამიტომ შეგიძლიათ დახმარება კოლეგებს სთხოვოთ. მათთან ურთიერთობამ შეიძლება მომავალი პროექტებისთვის საინტერესო იდეები მოგაწოდოთ. გირჩევთ საღამოს ფიზიკური მუშაობით დაკავდეთ - ეს სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გირჩევთ, გაღვიძებისთანავე სამოქმედო გეგმა შეადგინოთ - ასე ბევრი საქმის მოსწრებას შეძლებთ და დროს უქმად არ დაკარგავთ. ამ დღეს თავს ძალიან დაუცველად გრძნობთ, ამიტომ დღეს განსაკუთრებით მოერიდეთ აგრესიულ და ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან კონტაქტს. ახალი ნაცნობობა შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს.

 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way