ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
სიყვარული: მცირე უთანხმოებები მოსალოდნელია, მაგრამ გულახდილ საუბარს შეუძლია მათი გადაჭრა.
კარიერა: ახალი ამოცანები თქვენს ლიდერულ უნარებს გამოავლენს.
ჯანმრთელობა: ენერგიის აღდგენისთვის საჭიროა დასვენება.
ფინანსები: ფრთხილად იყავით ინვესტიციებთან და დიდ ხარჯებთან.
კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
სიყვარული: ურთიერთობებში სტაბილურობა იგრძნობათ, იდეალური დროა მომავლის გეგმებზე სასაუბროდ.
კარიერა: წინსვლისთვის საჭიროა მოთმინება და სტაბილური მუშაობა.
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის გაძლიერებისთვის რეკომენდებულია სპორტული აქტივობა.
ფინანსები: ფინანსური სტაბილურობა დაგეხმარებათ დაგეგმილ ხარჯებში.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
სიყვარული: რომანტიკული სიურპრიზი პოზიტიურ ემოციებს მოგანიჭებთ.
კარიერა: ახალი შესაძლებლობების გამოვლენა მოითხოვს გონივრულ ანალიზს.
ჯანმრთელობა: მიაქციეთ ყურადღება ნერვულ სისტემას და სტრესის შემცირებას.
ფინანსები: დაუგეგმავი ხარჯები მოსალოდნელია, ფრთხილად იყავით.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
სიყვარული: პარტნიორთან მეტი დროის გატარება ურთიერთობას გაამყარებს.
კარიერა: გუნდური მუშაობა მნიშვნელოვან შედეგებს მოგიტანთ.
ჯანმრთელობა: მეტი სუფთა ჰაერზე გასეირნება სასარგებლო იქნება.
ფინანსები: თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯებისგან.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
სიყვარული: დღის ემოციები რომანტიკულ ურთიერთობებს გაამხიარულებს.
კარიერა: ახალი წამოწყებები დიდ წარმატებას გპირდებათ.
ჯანმრთელობა: გადაღლილობა შეგაწუხებთ, აუცილებლად დაისვენეთ.
ფინანსები: მოულოდნელი შემოსავალი შესაძლებელია.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
სიყვარული: დეტალებზე ყურადღება პარტნიორს დააფასებინებს თავს.
კარიერა: გონივრული გადაწყვეტილებები კარიერულ ზრდას განაპირობებს.
ჯანმრთელობა: მეტი წყლის მიღება და სწორი კვება აუცილებელია.
ფინანსები: ფინანსური ბალანსი მნიშვნელოვანია.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
სიყვარული: ჰარმონიული ურთიერთობა სიყვარულში სითბოს მოგანიჭებთ.
კარიერა: პარტნიორული ურთიერთობები კარიერულ წარმატებას გააძლიერებს.
ჯანმრთელობა: ემოციური ბალანსი შეინარჩუნეთ.
ფინანსები: ფრთხილად იყავით დიდ ინვესტიციებთან.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
სიყვარული: ემოციური გაღრმავება გაამყარებს კავშირს.
კარიერა: მიზანდასახულობა და სიზუსტე წარმატებას მოგიტანთ.
ჯანმრთელობა: გადაღლილობა და სტრესი მოერიდეთ.
ფინანსები: სიფრთხილით მიუდექით ფინანსურ შეთანხმებებს.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
სიყვარული: თავგადასავლები ურთიერთობას ახალი ენერგიით აავსებს.
კარიერა: შემოქმედებითი იდეები და ინოვაციური მიდგომები წარმატებას მოგიტანთ.
ჯანმრთელობა: აქტიური ყოფნა ჯანმრთელობას გააუმჯობესებს.
ფინანსები: მოულოდნელი შემოსავალია მოსალოდნელი.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
სიყვარული: ურთიერთობები უფრო სერიოზული და მდგრადი გახდება.
კარიერა: შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა შედეგს გამოიღებს.
ჯანმრთელობა: ზომიერი დატვირთვა და დასვენება აუცილებელია.
ფინანსები: ფინანსური სტაბილურობა და ჭკვიანი ხარჯვა დაგეხმარებათ.
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
სიყვარული: ექსპერიმენტული იდეები გაახალისებს ურთიერთობას.
კარიერა: ახალი პროექტები თქვენს ინდივიდუალურობას მოითხოვს.
ჯანმრთელობა: ფიზიკური აქტივობა კარგ განწყობას შეგინარჩუნებთ.
ფინანსები: ფრთხილად იყავით დაუგეგმავ ხარჯებთან.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
სიყვარული: სითბო და მზრუნველობა გაამყარებს თქვენს კავშირს.
კარიერა: შემოქმედებითი პროექტები წარმატებას მოგიტანთ.
ჯანმრთელობა: მეტი დასვენება და წყლის პროცედურები სასარგებლოა.
ფინანსები: მოზომილი ხარჯვა და დანაზოგები სტაბილურობას შეგინარჩუნებთ.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.