USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 18 იანავრი?
Date:  

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

გირჩევთ, ურთიერთობებში მეტი გულწრფელობა გამოიჩინოთ. ნუ მოგერიდებათ, რომ თანამოსაუბრეს თქვენთვის საინტერესო საკითხების შესახებ პირდაპირ ჰკითხოთ და საკუთარი პოზიცია გაუზიაროთ. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და პრობლემების დაძლევისთვის. საღამოს განწყობის ამაღლებაში გემრიელი დესერტი ან მეგობრებთან შეხვედრა დაგეხმარებათ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ზოგჯერ ახალი ემოციებისა და შთაბეჭდილებებისთვის საინტერესო ადამიანის გაცნობაც საკმარისია. დღეს სწორედ ასეთი დღეა. ადამიანი, რომელიც ყოველთვის გიზიდავდათ, თქვენს ცხოვრებას უფრო ნათელს და ლამაზს გახდის. ეცადეთ ძველი, მოსაწყენი დავალება დროულად დაასრულოთ, რომ მომავალში ხელი აღარ შეგიშალოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

როგორც არ უნდა ეცადოთ, ამ დღეს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება არ გამოგივათ. ჩამოწერეთ ყველაზე აუცილებელი საქმეები, მათ შორის ერთი ან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი აარჩიეთ და საქმეს შეუდექით. ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ - ახალ ნაცნობებს არ ენდოთ და პირადი ინფორმაცია არავის გაუზიაროთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალმა გატაცებამ, სიამოვნების გარდა, დამატებითი შემოსავალიც მოგიტანოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს ყველაზე რთული დავალება აირჩიოთ და მისი ადგილიდან დაძვრა სცადოთ. უმნიშვნელო დებატები საქმეს მოგწყვეტთ, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ. სირთულეების ნუ შეგეშინდებათ - მათი გადალახვა ახალ, სასარგებლო გამოცდილებას მოგიტანთ. ეცადეთ, სპორტული აქტივობებისთვის დრო გამონახოთ ან პარკში, სუფთა ჰაერზე მაინც გაისეირნოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს სასურველი შედეგის მისაღწევად კარგი განწყობა და ოპტიმიზმი გჭირდებათ. მოერიდეთ გაღიზიანებულ და აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას, რათა განწყობა არ გაიფუჭოთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

დროა, საკუთარ მიზნებსა და პრიორიტეტებში მცირე კორექტივები შეიტანოთ და ახალ გარემოებებს მოარგოთ. მკაფიოდ შედგენილი გეგმა დაგეხმარებათ, რომ მოსაწყენ დავალებას თავი დააღწიოთ და საკუთარი სამუშაო უფრო ნაყოფიერი გახადოთ. გაუფრთხილდით საკუთარ იმუნიტეტს. ვიტამინები მიიღეთ და ეცადეთ, ფეხით მეტი იაროთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, აქტიურობაზე უარი თქვათ და შორიდან დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ. რამდენიც არ უნდა ეცადოთ, მოვლენების განვითარებას ვერ შეცვლით, ამიტომ უბრალოდ ახალ გარემოებებს უნდა მოერგოთ. სასურველია, ახალი საქმის დაწყების ნაცვლად, ძველი საქმეები დაასრულოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ჩანაფიქრის განხორციელებისთვის მკაფიო გეგმა და გავლენიანი ადამიანის დახმარება გჭირდებათ. გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ დატვირთული განრიგის მიუხედავად, ეცადეთ, დასვენებისთვის დრო გამონახოთ. დროა, პარტნიორს თქვენთვის მტკივნეულ და მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბროთ და კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღოთ,

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ურთიერთოობებში უპირატესობა მიანიჭეთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, რამე ახალი გასწავლონ. თუ თავში უჩვეულო იდეა მოგივიდათ, უნდა დაიმახსოვროთ, რადგან მისი განხორციელება მალე კარგ შემოსავალს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა სამუშაოს შედეგზე გავლენას ახდენს, ამიტომ ბუზღუნა და უკმაყოფილო ადამიანებთან ურთიერთობას უნდა მოერიდოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანებს და მათი პრობლემების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. შეეცადეთ გადაწყვეტილების მიღებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არც ფიზიკური ვარჯიშისა და დასვენების შესახებ დაივიწყოთ. დროა, უსარგებლო ნივთებსა და კავშირებზე უარი თქვათ და საკუთარ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებებისთვის ადგილი გაათავისუფლოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

წარმატებული დღეა, რომელიც სასურველია, რთული საკითხების გადაჭრას დაუთმოთ. ნუ გადაიღლებით და ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად აკონტროლეთ, რათა სერიოზული დაავადებების გამწვავება თავიდან აიცილოთ. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდება და უარი არ უნდა უთხრათ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება, ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეს დღე მაქსიმალურად აქტიურად უნდა გაატაროთ. ყველა მოწვევას დათანხმდით, გაიცანით ახალი ადამიანები და ინიციატივა გამოიჩინეთ. შესაძლოა თქვენი აქტიურობა შენიშნოს ადამიანმა, ვინც ხელსაყრელ სამუშაოს შემოგთავაზებთ. პირად ურთიერთობებში პრობლემებს არ უნდა ელოდოთ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way