USD 2.7136
EUR 3.0211
RUB 2.9547
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 17 თებერვალი?
თარიღი:  535

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის:

ვერძი

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ პროფესიულ განვითარებასთან და დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებში წარმატებას მიაღწიოთ.

დროა, თანამოაზრეები შემოიკრიბოთ და საკუთარი გეგმების განხორციელებას შეუდგეთ. გირჩევთ, რვეული და კალამი ძილშიც გვერდით გედოთ - რა იცით, თავში მორიგი ბრწყინვალე იდეა როდის მოგივათ?

კურო

ამ დღეს ერთ ადგილზე ჯდომა არ შეიძლება! ცხოვრება თქვენგან ახალ მოვლენებს, ემოციებს და შთაბეჭდილებებს ითხოვს! ვარჯიში, შოპინგი, ახალი ნაცნობობა - თქვენთვის ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთავარია, სიტუაციაზე და საკუთარ თავზე კონტროლი არ დაკარგოთ.

ტყუპები

ამ დღეს უახლოეს ადამიანებთანაც კი საერთო ენის პოვნა გიჭირთ. მიზეზი შეიძლება თქვენი კატეგორიულობა და კომპრომისზე უარი თქმა გახდეს. მშვიდობის დასამყარებლად მოთმინება უნდა გამოიჩინოთ და დიპლომატიური სასწაული უნდა მოახდინოთ. ბოლოს და ბოლოს, თუ საქმე პრინციპებს არ ეხება, რატომ არ უნდა დათმოთ? ეს უკეთესია, ვიდრე მთელი დღის უსარგებლო კამათში გატარება.

კირჩხიბი

რომანტიკული განწყობა მნიშვნელოვან საკითხზე ფიქრში ხელს გიშლით, რაც გადაწყვეტილების მიღებას და სწორი არჩევანის გაკეთებას ართულებს. ეს შეიძლება სამუშაო პროექტებს, შესყიდვებს და თქვენს პირად ცხოვრებას ეხებოდეს. მთავარი ისაა, რომ ამ არჩევანის შემდეგ სხვა ვარიანტების დავიწყება მოგიწევთ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა აწონ-დაწონოთ.

წარმატებული არჩევანის წესი მარტივია - გული გიკარნახებთ, რა უნდა გააკეთოთ, გონება კი გეტყვით, რისი გაკეთება არ შეიძლება.

ლომი

ამ დღეს გული და გონება ერთმანეთს ეწინააღმდეგება - სურვილებს ერთი მიმართულებით მიჰყავხართ, ლოგიკას და ფაქტებს კი საპირისპირო მხარეს. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჩქარდეთ, რომ მცდარი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, ჯობს სხვა ვარიანტები განიხილოთ.

ქალწული

ეს დღე იქ უნდა გაატაროთ, სადაც ცხოვრება ჩქეფს, ახალ ნაცნობობას და ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საინტერესო ღონისძიებას დაესწროთ, კაფეში ან რესტორანში დრო სასიამოვნოდ გაატაროთ ან, უბრალოდ, სტუმრად წახვიდეთ.

სასწორი

უინტერესო და მოსაწყენი საქმის კეთების ხასიათზე არ ხართ - ახლა თქვენს თავში შორეული მოგზაურობის ქარიშხალი ქრის. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსოთ და შვებულება დაგეგმოთ, თუნდაც მანამდე დიდი დრო იყოს. ეს საშუალებას მოგცემთ, მიზანზე იფიქროთ და მოსაწყენ რეალობას შეეგუოთ.

მორიელი

ამ დღეს თავს ყველაზე კარგად სახლიდან მოშორებით იგრძნობთ. წყნარ ოფისში ან სახლის მყუდრო გარემოში მუშაობისთვის განწყობილი არ ხართ. პირიქით, ახალი შთაბეჭდილებები და მრავალფეროვნება გსურთ. პარკში გასეირნება, ახალი ნაცნობობა ან მოგზაურობა გრძნობებს გაამძაფრებს და „მეორე სუნთქვას“ გაგიხსნით.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. მაგალითად, შეგიძლიათ კაფეში მეგობრული წვეულება მოაწყოთ ან კინოში წახვიდეთ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საინტერესო ნაცნობობა გააბათ და მოსაწყენი დღეები გაალამაზოთ.

თხის რქა

თქვენს ურთიერთობებს გამოცდა ელის - ეს როგორც სამსახურებრივ, ისე პირად ურთიერთობებს ეხება. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირება და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად მთელი დიპლომატიური შესაძლებლობების გამოვლენა მოგიწევთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გარშემო მყოფების კრიტიკისგან თავი შეიკავოთ.

მერწყული

ყურადღებით მოისმინეთ, რას ამბობენ თქვენ გარშემო და შეიძლება რაღაც ძალიან საინტერესო გაიგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შეთავაზებულ დახმარებაზე ან რჩევაზე უარი არ თქვათ - ამ დღეს თქვენი წარმატების გასაღები, პირად კომფორტზე მეტად, გარშემომყოფების დახმარებაში მდგომარეობს.

თევზები

შესაძლოა, რაღაცის მიმართ შემოქმედებითი ინტერესი გაგიჩნდეთ. ახალი ჰობი ან რომანტიკული ნაცნობობა გელით, არც ისაა გამორიცხული, რომ თავად გახდეთ ვიღაცის შთაგონების წყარო. ცნობისმოყვარეობით იწვით და ინტერესის დასაკმაყოფილებლად მზად ხართ, მთები გადადგათ!

 

 
რეგიონი
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.