USD 2.6942
EUR 3.1282
RUB 3.3717
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 17 მარტი?
Date:  4597

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მარტისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

როგორც არ უნდა დაგეზაროთ, დღევანდელი საქმე ხვალისთვის არ გადადოთ. ეცადეთ, ფინანსურად მოგებიან საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ერთი ან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება აირჩიეთ და მთელი ყურადღება მათ შესრულებაზე გადაიტანეთ. მოერიდეთ ოჯახის წევრების მიმართ უხეშობას და მეტი კეთილგანწყობა გამოიჩინეთ. დროა, პირადი ურთიერთობების მოგვარებაზეც იზრუნოთ - გათავისუფლდით ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ტკივილი მოაქვთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

შეთავაზებას, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. სანამ პასუხს გასცემთ, კარგად დაფიქრდით, საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასეთ. შეგიძლიათ, პლანეტების კეთილგანწყობით ისარგებლოთ და დაგროვილი საქმეები დაასრულოთ. მოერიდეთ ახალი კრედიტის ან ვალის აღებას - ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს ემოციური ფონი მომატებულია. რაციონალური გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, ამიტომ ჯობია, რთული საკითხები სხვა დროისთვის გადადოთ. ურთიერთობას ადვილად ამყარებთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ მეტად იაქტიუროთ და ახალი ადამიანები გაიცნოთ. შესაძლოა, ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მშვიდი და უპრობლემო დღეა. შესაძლებლობა გაქვთ, რომ ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. ახალი საქმის დაწყებაც შეიძლება, მაგრამ დიდი პროექტისგან, რომელიც სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, თავი უნდა შეიკავოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება შფოთვა და გაურკვევლობა იგრძნოთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. გირჩევთ მიუწვდომელ ოცნებებს არ შეეპოტინოთ, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში გიმართლებთ, ამიტომ შეგიძლიათ, ძალა რთულ საქმეში მოსინჯოთ ან ექსპერიმენტი ჩაატაროთ, რომელზედაც დიდი ხანია, ოცნებობთ. ნუ მოიწყენთ, თუ პირველივე ცდა წარმატებული არ აღმოჩნდა - ვინც არაფერს აკეთებს, ის არასოდეს ცდება. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება შედეგს არ მოგიტანთ, ამიტომ ყურადღება მხოლოდ ერთ საკითხზე უნდა გაამახვილოთ. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და ნუ მისცემთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს უფლებას, რომ თქვენით ისარგებლონ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, თავშეკავებულად იმოქმედოთ და საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ, რათა შემთხვევით, თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი არ შეურაცხყოთ. სავარაუდოდ, ძველი, მცდარი გადაწყვეტილება ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ და ცხოვრებას გაგირთულებთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც კარგად იცით და შეგიძლიათ. სხვა შემთხვევაში შეიძლება, დანაპირები ვერ შეასრულოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის ან ვარჯიშისთვისაც მოიცალოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თქვენი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებისა თუ ადამიანების მიმართ დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვლება, ამიტომ ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ და საეჭვო შემოთავაზებებს არ დაეთანხმოთ. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, პარტნიორის აზრი მეტად გაითვალისწინოთ. სამსახურში გადატვირთვამ შეიძლება ჯანმრთელობასა და იმუნიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ადამიანი, რომელსაც დღეს შეხვდებით, თქვენი კარგი მეგობარი გახდება და სამომავლო პროექტებში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ხარჯები შეზღუდოთ და დაზოგვის რეჟიმი ჩართოთ - მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ. ემოციები აკონტროლეთ და ტყუილად ნუ ნერვიულობთ. ნუ ეცდებით, ადამიანებს საკუთარი შეხედულებები თავს მოახვიოთ და, როცა შესაძლებელია, დაუთმეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თუ შესაძლებელია, ეს დღე სახლში გაატარეთ, გარეთ არ გახვიდეთ და დისტანციურად იმუშავეთ. შესაძლებელია ტელეფონით ან ინტერნეტით ხელსაყრელი წინადადება მიიღოთ. გახსოვდეთ საკუთარი გამოცდილება და წარსული შეცდომები არ გაიმეოროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ნაჩქარევ შესყიდვებს ერიდეთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შეიძლება რთულ პროექტში ჩაერთოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ: სხვების დახმარება იმედს გაგიცრუებთ. ამ დღეს მოქმედების მკაფიო გეგმა გჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე შეუსრულებელი დარჩება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ზოგი მოვლენის ან ადამიანის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. უსიამოვნო სიახლეს მიიღებთ, რომელიც ახლობელი ადამიანის მიმართ იმედებს გაგიცრუებთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრების ჯანმრთელობას - შეიძლება ვიღაცას თქვენი დახმარება დასჭირდეს.

 

analytics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way