USD 2.7195
EUR 3.2090
RUB 3.4546
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 17 მაისი?
Date:  1492

♈ ვერძი

ზოგადი: დღე იწყება მოქმედებით, მაგრამ შუადღიდან იგრძნობ ენერგიის კლებას. არ გაუწიო წინააღმდეგობა, გამოიძინე.
ჯანმრთელობა: კუნთებში დაძაბულობა. პატარა ვარჯიში დაგეხმარება.
ოჯახი: ოჯახში ზედმეტი სიტყვა შეიძლება განხეთქილებად მოგიბრუნდეს. დაუთმე – ოღონდ ღირსეულად.
ბიზნესი: მოლოდინები მაღალია, მაგრამ გარშემო კოორდინაცია მოიკოჭლებს. თავად გადაეშვი საქმეში.
სიყვარული: მოთმინება მოგეთხოვება – შენს იმპულსურობას რომანტიკა ვერ აუდის.
კარიერა: შეიძლება შეგაპარონ ზედმეტი პასუხისმგებლობა – სანამ "კი" იტყვი, დაფიქრდი ორჯერ.


♉ კურო

ზოგადი: სიჩუმეში დღევანდელი გადაწყვეტილებები უკეთ მიიღება. ნუ ითხოვ რჩევებს იმათგან, ვინც შენზე ნაკლებად ფიქრობს.
ჯანმრთელობა: კუჭი – სუსტი წერტილია. არ ჭამო გვიან.
ოჯახი: დათმობებმა გასულ კვირაში შედეგი გამოიღო – ახლა მშვიდად იმკი.
ბიზნესი: დროა ნაბიჯ-ნაბიჯ წახვიდე წინ. სიჩქარე – მტერი, სტაბილურობა – მეგობარი.
სიყვარული: თუ ვინმე გიყვარს – უთხარი. თვალით მინიშნება არ მუშაობს.
კარიერა: შენს მყარ პოზიციებს პატივს სცემენ. სწორედ ამიტომ, ნუ შეგეშინდება "არა" თქმის.


♊ ტყუპები

ზოგადი: სიახლეების წყურვილი გაქვს, მაგრამ სინამდვილეში რუტინა გჭირდება. ზედმეტი მრავალფეროვნება – უყურადღებობის ზღვარზე.
ჯანმრთელობა: გადაღლილობა ფსიქოლოგიური უფროა, ვიდრე ფიზიკური. მოიცალე საკუთარ თავთან ყოფნისთვის.
ოჯახი: შენზეა დამოკიდებული ოჯახის განწყობა. დღეს ხარ ის, ვინც “პილოტია” – და თუ გძინავს, turbulence გარანტირებულია.
ბიზნესი: ერთი კარგი იდეა აქვს დღევანდელ დღეს შენთვის – ჩაიწერე და არ დაკარგო.
სიყვარული: ბევრი გინდა პარტნიორისგან, მაგრამ თავად იძლევი ცოტა ყურადღებას. დაბალანსე.
კარიერა: შეგიძლია გახდე გუნდის ინსპირაცია – თუკი მიხვდები, რომ ისინი შენს ენაზე ვერ ლაპარაკობენ.


♋ კირჩხიბი

ზოგადი: ემოციური არასტაბილურობა თან ახლავს დღეს. იცი როგორ გაუმკლავდე – უბრალოდ, არ გაატანინო საჭე.
ჯანმრთელობა: სუნთქვითი ვარჯიში და წყლის დალევა – დღევანდელი მენიუ.
ოჯახი: ახლობელი შესაძლოა უხეშად გესაუბროს – არ უპასუხო იმავე ტონალობით, შემობრუნდება.
ბიზნესი: შენს რბილ ძალას შეუძლია მოლაპარაკების მაგიდა გადაარჩინოს. ისარგებლე ტაქტით.
სიყვარული: შენს პარტნიორს სჭირდება ემოციური სითბო – ისე არა, როგორც ფილმში, არამედ რეალურად.
კარიერა: რაღაც ვერ მოგწონს სამსახურში – დაფიქრდი, ცვლილება შენგან უნდა დაიწყოს.


♌ ლომი

ზოგადი: გარშემო ყველა რაღაცას გთხოვს – მაგრამ შენც ხომ ადამიანი ხარ. დროა თქვა: “ახლა – მე.”
ჯანმრთელობა: ენერგია გაქვს, მაგრამ არასწორად ანაწილებ. პრიორიტეტი გადაახალისე.
ოჯახი: ლიდერი ხარ, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს – მეფეც ხანდახან მთხოვნელია.
ბიზნესი: დღეს გადამწყვეტი შეხვედრა შეიძლება ჩავარდეს – მაგრამ მეორე შანსი მალე იქნება. ნუ დაიფერფლები.
სიყვარული: მეტი მზრუნველობა და ნაკლები დომინაცია – პარტნიორს ეს სჭირდება.
კარიერა: ბევრი გითვალთვალებს – კარგი, თუ კარგად მოქმედებ. ცუდი, თუ პიარი ვერ გიწევს ტემპს.


♍ ქალწული

ზოგადი: შენი შრომის შედეგი უკვე ჩანს, მაგრამ შენ მაინც ეჭვი გეპარება – ეს ეჭვი კი არა, ჩვევა გახდა.
ჯანმრთელობა: თვალები გადაღლილია – ცოტა ბუნებრივი შუქი, ცოტა თვალის სავარჯიშო.
ოჯახი: პატარა შენიშვნა დიდ სკანდალად გადაიქცევა – მოკეტე დროზე.
ბიზნესი: დღეს არ არის დღე დიდი რისკებისთვის – მაგრამ შესანიშნავი დროა ძველი ანგარიშების გასწორებისთვის.
სიყვარული: პარტნიორი შენგან გაგებას ელოდება – არა დეტალურ კრიტიკას.
კარიერა: შენი ყურადღება დეტალებზე დღეს ყველა ხედავს – გამოიყენე ეს პოზიტიურად.


♎ სასწორი

ზოგადი: ბალანსი შენია – მაგრამ ზოგჯერ სხვებსაც უნდა მისცე უფლება, თავად მოძებნონ წონასწორობა.
ჯანმრთელობა: თავი დაგტრიალებს მუდმივი განსჯისგან – მიიღე გადაწყვეტილება და გაუშვი.
ოჯახი: ოჯახში ცდილობენ შენით მანიპულირებას – ნუ დაეთანხმები ყველაფერზე.
ბიზნესი: იდეალური დროა დოკუმენტების მოწესრიგებისთვის, ხელშეკრულებების გადახედვისთვის.
სიყვარული: შეიძლება რაღაც გაწუხებს, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობ – თქვი, თორემ დაგროვდება.
კარიერა: თანასწორობა დღეს არ იქნება სამსახურში – მაგრამ შენ შეგიძლია დასაწყისი შექმნა.


♏ მორიელი

ზოგადი: ყველას ჰგონია, რომ მშვიდად ხარ – არადა შიგნით ქარიშხალი ტრიალებს. დაამშვიდე თავი.
ჯანმრთელობა: ნუ შეგეშინდება ექიმთან წასვლა – რაც დროულად გაქვთ გადაწყვეტილი, აღარ გიქცევია ტრაგედიად.
ოჯახი: ზოგჯერ აუცილებელია შერიგება, თუნდაც მართალი იყო. დღეს ეგ დღეა.
ბიზნესი: ფული იძებნება შენს იდეაში – ოღონდ ნუ გააზვიადებ პირველივე წარმატებას.
სიყვარული: ემოციები ძალიან ღრმად გაქვს – დროდადრო ზედაპირზეც ამოიტანე.
კარიერა: საიდუმლო ინიციატივა შეიძლება მოულოდნელად გამოიკვეთოს – იმოქმედე ჩუმად, მაგრამ მყარად.


♐ მშვილდოსანი

ზოგადი: დღეს ნაკლებად ხარ თავგადასავლების ხასიათზე – და ეგეც საჭიროა ხანდახან.
ჯანმრთელობა: ფეხები და წელის ტკივილი – მეტი მოძრაობა და ნაკლები ჯდომა.
ოჯახი: დღეს შეგიძლია ოჯახურ საუბარში სიბრძნე ჩართო – გაგიგებენ, თუ არ იქცევი როგორც მასწავლებელი.
ბიზნესი: იდეა გაწუხებს, მაგრამ არ იცი – დაიწყო თუ არა. დაიწყე მცირე ფორმატით.
სიყვარული: იუმორი დაგეხმარება ურთიერთობაში, მაგრამ მტკივნეულ თემებზე სიჩუმე აღარ იმუშავებს.
კარიერა: შეიძლება უცხოელთან ან საერთაშორისო თემასთან მოგიწიოს შეხება – მზად ხარ, ნუ იწუნებ.


♑ თხის რქა

ზოგადი: დღეს ქვის კედელივით ხარ – მტკიცე, მაგრამ გრძნობებისგან დაცლილი. ცოტა სითბო საკუთარ თავსაც აჩუქე.
ჯანმრთელობა: ძილის დეფიციტი დაგიგროვდა. გადადე ერთი საქმე და დაისვენე.
ოჯახი: შენი სიმკაცრე ბავშვებს აშინებთ. სცადე ლაღი საუბარი.
ბიზნესი: შესაძლოა მივიწყებული საქმე მოითხოვდეს დასრულებას – დახურე, რომ განთავისუფლდე.
სიყვარული: პარტნიორს დღეს შთაბეჭდილება აქვს, რომ გრძნობები არ გაქვს. ოდნავ გამოხატე, თუნდაც მინიმალურად.
კარიერა: პრესტიჟის შენარჩუნებაზე ფოკუსირებდი, ახლა დროა ეფექტიანობაზე იფიქრო.


♒ მერწყული

ზოგადი: მოგწყინდა ყოველდღიურობა – მაგრამ ცვლილება შენგან უნდა დაიწყოს, არა მთავრობიდან.
ჯანმრთელობა: ზედმეტი ეკრანი, ნაკლები ჰაერი. გათიშე აპარატურა და გაიარე.
ოჯახი: შეიძლება გეგონოს, რომ არ გესმის ოჯახის – მაგრამ რეალურად, არც შენ ცდილობ გაგებას.
ბიზნესი: იდეები დღეს გეწვევა, ოღონდ ნუ დაიწყებ ყველას გადმოყრას. ფოკუსი – მთავარია.
სიყვარული: თავისუფლებაზე საუბარი კარგია, მაგრამ ერთგულება – ისევ ღირებულებაა.
კარიერა: შეგიძლია გატესტო ახალი მიდგომა – დაგაფასებენ, თუ შედეგსაც აჩვენებ.


♓ თევზები

ზოგადი: მგრძნობიარე ხარ, მაგრამ არ ხარ სუსტი – ეს სხვებს უნდა გააგებინო.
ჯანმრთელობა: წყლის ბალანსი – შენთვის მნიშვნელოვანი იქნება. სვით და ისუნთქე ღრმად.
ოჯახი: ოჯახის წევრს სჭირდება შენს მხარეს დგომა – მხოლოდ ემპათია არაა საკმარისი, რეალურადაც დაეხმარე.
ბიზნესი: ინტუიციამ უკვე გითხრა რა გზაა სწორი – ახლა გონებაც ჩართე.
სიყვარული: ძველი ტკივილები ხელს გიშლის ახლანდელი ურთიერთობის სიღრმეში შესვლაში – ან გაუშვი, ან იმუშავე.
კარიერა: შეგიძლია გახდე გუნდის ემოციური ბალანსი – მაგრამ სიფრთხილე გმართებს, რომ არ გამოგიყენონ.

analytics
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way