USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 17 ივნისი?
Date:  8954

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ყველაზე კარგად პროფესიული საკითხების განხილვა და უბრალოდ მეგობრული ურთიერთობა გამოგდით. ეცადეთ ხელსაყრელი დრო საჭირო კავშირების დასამყარებლად და საინტერესო ადამიანების გასაცნობად გამოიყენოთ. სახლის, განსაკუთრებით სამუშაო მაგიდის მოწესრიგება დამშვიდებაში და ყურადღების მოკრებაში დაგეხმარებათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

პროფესიულ წრეებში რაც უფრო მეტ ახალ ადამიანს გაიცნობთ, მით უფრო მეტი შანსი გქვთ, რომ სამსახურებრივი მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და დაწინაურებას მიაღწიოთ. პიროვნული მომხიბვლელობის წყალობით თანამოსაუბრესთან შეთანხმებას და სასურველის მიღებას ადვილად ახერხებთ. გირჩევთ, დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ, ახალი პროექტები კი სხვა დღისთვის გადადოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ ემოციურად დაისვენოთ. თუ შესაძლებელია, ამ დღისთვის მნიშვნელოვან შეხვედრებს ან მოლაპარაკებებს ნუ დანიშნავთ. საყვარელ ადამიანებთან გატარებული დრო ძალას და ოპტიმიზმს შეგმატებთ. ადამიანს, რომელიც ბევრჯერ უანგაროდ დაგეხმარათ, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ცხოვრება სიახლეებით გაამდიდროთ. ეცადეთ, ავეჯს ადგილი შეუცვალოთ, სახლის ინტერიერი ახალი ნივთებით განაახლოთ და ა.შ.; გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაძლიერებისა და საერთო მომავლის დაგეგმვისთვის. ახლობელ ადამიანებთან საკუთარ პრობლემებზე საუბრის არ უნდა შეგეშინდეთ. ახლა ყველაზე მეტად მათი რჩევა გჭირდებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გირჩევთ, ახალ ადამიანებთან ურთიერთობისას მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ. არ დაიჯეროთ ყველაფერი, რაც საკუთარი თვალით არ გინახავთ - შესაძლოა, ვიღაც თქვენით მანიპულირებას ან მოტყუებას ცდილობს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს მნიშვნელოვანია მოვლენებს არ ჩამორჩეთ და გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ხელმძღვანელობის შექება დაიმსახუროთ და პროფესიული პოზიცია გაიუმჯობესოთ. ახალი ნაცნობობა საინტერესო და სასარგებლო იქნება და შეიძლება, დიდ მეგობრობაში გადაიზარდოს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

პოზიტიური განწყობა და თავდაჯერება საშუალებას მოგცემთ წინსვლისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები დაინახოთ. საყვარელი გატაცება სტრესისა და დაძაბულობისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. პარტნიორთან გულწრფელი საუბარი თქვენს ურთიერთობას უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ - შესაძლოა, მათზე ბევრი რამ იყოს დამოკიდებული. თუ საინტერესო ღონისძიებაზე მიგიწვიეს, უარს ნუ იტყვით. ეცადეთ, ვალები დროულად დააბრუნოთ და პირობა შეასრულოთ. ნურც საკუთარ ჯანმრთელობას დაივიწყებთ. სულთა ჰაერზე სეირნობა და სრულყოფილი ძილი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს აჩქარება უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს. შეცდომების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, თქვენი საქმიანი აქტივობა შეამციროთ და დაისვენოთ. თუ დამხმარეები და მოკავშირეები გჭირდებათ, გირჩევთ გეგმები ოჯახის წევრებს გაუზიაროთ. მათი რჩევა მტკივნეული პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

შეწყვიტეთ წინასწარ იმაზე ნერვიულობა, რაც ჯერ არ მომხდარა და სავარაუდოდ, არც მოხდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ აწმყოს მეტი ყურადღება მიაქციოთ თქვენს აწმყოს და თქვენი გარემო უფრო კომფორტული გახადოთ. ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მოემზადეთ ცვლილებებისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მალე დადგება. შეწყვიტეთ ნერვიულობა წარსულის შეცდომების გამო და განთავისუფლდით უარყოფითი აზრებისგან, რომლებიც განვითარებაში ხელს გიშლიან. ეს იღბლიანი დღეა, ამიტომ ეცადეთ, ბედნიერი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. ახალ ადამიანებთან შეხვედრამ და აზრების გაცვლა-გამოცვლამ შეიძლება ბრწყინვალე იდეა გიკარნახოთ, რომელიც მოგებიან პროექტად იქცევა. კოლეგების მხარდაჭერით ამ დღეს ბევრის გაკეთებას შეძლებთ. რთულ სიტუაციაში გირჩევთ საკუთარ გამოცდილება ენდოთ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way