USD 2.7496
EUR 3.1227
RUB 3.3435
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 17 ივლისი?
 656

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ, ამ დღეს მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იფიქროთ. ირგვლივ ბევრი ადამიანია, ვისაც თქვენი შესაძლებლობებით სარგებლობა სურს, მაგრამ მათგან მადლიერებას არ უნდა ელოდოთ. გირჩევთ, პირველ რიგში, საკუთარ საქმეებს მიხედოთ, სხვები დაიცდიან.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ნუ ელით, რომ ამ დღის მშვიდად გატარებას შეძლებთ. კოლეგასთან მოსალოდნელია კონფლიქტი, მაგრამ ნუ ინერვიულებთ, სიმართლე ძალიან მალე გაირკვევა და შეძლებთ მიიღოთ ყველაფერი, რასაც იმსახურებთ. გირჩევთ დასვენებას მეტი დრო დაუთმოთ. შესაძლოა, საღამოს ახალი ადამიანები გაიცნოთ. კვების პროდუქტებში უპირატესობა რძის პროდუქტებს მიანიჭეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს ვარსკვლავები არჩევანს შემოგთავაზებენ, თუმცა სწორად რეაგირებას ყველა ვერ შეძლებს. უმჯობესია, გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა გამოცდილ და სანდო ადამიანს ჰკითხოთ. ბიზნესში წარმატება ელის მას, ვინც მზად არის, სასურველი მიზნის მისაღწევად შრომა არ დაიზაროს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეს დღე ბევრ ახალ იდეას, ახალ ემოციას და გატაცებას უკავშირდება. ცვლილებები და სიახლეები თქვენს პირად ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. თქვენ შეძლებთ გააცოცხლოთ ის, რაც დიდი ხანია, დაკარგული გეგონათ. ნუ ეცდებით, საკუთარი წარუმატებლობის მიზეზი საყვარელ ადამიანებში ეძებოთ - შეიძლება შეცდეთ. გამორიცხული არაა, რომ დაგეგმილი დასვენება გააუქმოთ და ამის ნაცვლად, დამატებითი სამუშაოს შესრულებას შეუდგეთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მშვიდი დღეა, ამიტომ დიდ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. იზრუნეთ საკუთარ განწყობაზე და გარეგნობაზე, ეწვიეთ სალონს ან მთელი დღე საყვარელი სერიალის ყურებაში გაატარეთ. დღის მეორე ნახევარში ზოგმა ლომმა შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოს, ზოგს ქრონიკული დაავადებები გაუმწვავდება. ამიტომ მოერიდეთ ნერვიულობას და ეცადეთ დღის უმეტესი ნაწილი მშვიდ გარემოში გაატაროთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

უარი თქვით საქმეზე, რომელზეც იმედს ამყარებდით - ის დღეს სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ რემონტისა და საყოფაცხოვრებო საკითხების დროულად დასრულებას. წარსულის შეცდომების გამოსწორება რაღაც მნიშვნელოვანზე აგიხელთ თვალს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სტუმრები და მხიარულ წვეულება გელით. მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობაში ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და ბოლომდე გულახდილი ნუ იქნებით.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

შორიდან სასიამოვნო სიახლე გელით, რაც მატერიალური საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. გზაზე სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან ეს დღე ავარიებთან და საფრთხესთან ასოცირდება. ოჯახურ ურთიერთობებში მშვიდობა და ჰარმონიაა. ნაჩქარევ და ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ, ამით მხოლოდ მტრებს შეიძენთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მორიელისთვის ეს დღე განვლილი ცხოვრების და რეალობის შეფასებას ეძღვნება. მცირე წარუმატებლობას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, დაიცავით საკუთარი პოზიციები და მიზნისკენ თავდაჯერებულად იარეთ. ეცადეთ, კონფლიქტურ სიტუაციებს გაერიდოთ. გახსოვდეთ, ახლობელი ადამიანები თქვენგან სიყვარულსა და გაგებას ელიან. გამძლეობა და მოთმინება ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

შესანიშნავი დღეა სხეულისა და სულის ვარჯიშისთვის, შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, რჩევა საყვარელ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. შესაძლოა, ისეთი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ, რომლებსაც ადრე მოკავშირეებად არ მიიჩნევდით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დაბრკოლებების მიუხედავად წინსვლა არ უნდა შეანელოთ. გახსოვდეთ, რომ იღბალი თქვენს მხარესაა. მიზნის მისაღწევად მეტი გონიერება და გამძლეობა უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში ოპტიმისტური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ და დაცინვას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. შესაძლოა, უტაქტო ხუმრობამ მცირეოდენი გაუგებრობა გამოიწვიოს, თუმცა კონფლიქტი მალე მოგვარდება.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მონდომებით და ენთუზიაზმით სავსე ხართ. სავარაუდოდ, გავლენიან ადამიანებთან კავშირს დაამყარებთ, რაც მალე ძალიან დაგეხმარებათ. ამ დღეს მთელი ყურადღება პირადი ცხოვრების პრობლემებზე უნდა გადაიტანოთ. ქალაქიდან ცოტა ხნით გასვლა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. სიფრთხილე და წინდახედულობა შეცდომებისგან დაგიცავთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

უსაფუძვლო შიშები დაღლილობას, ძილიანობას და ტონუსის დაქვეითებას გამოიწვევს. გირჩევთ, ამ დღეს მნიშვნელოვანი დავალებების შესრულებას და საბუთებზე ხელის მოწერას მოერიდოთ. ამ დღეს გაცნობილი ადამიანები მალე მნიშვნელოვან საქმეში დაგეხმარებიან. ეცადეთ საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი სითბო და მზრუნველობა გამოიჩინოთ.
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 29 აპრილს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, IV,VI კვარტლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), დავით კლდიაშვილის, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, კიტა აბაშიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, ორჯონიკიძის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати